მთვარის 24-ე დღე 28.10-ის 0.54 სთ.დან
29.10-ის 1.53 სთ.მდე მოქმედებს.
|
სიმბოლური შესატყვისება:
|
თხის რქის მე-7 და მე-18 გრადუსები.
|
|
სიმბოლო:
|
დათვი, შივა.
|
|
მოქმედება:
|
მძიმე ნაბიჯები.
|
|
სახელწოდება:
|
მთა, დათვი, შივა.
|
მთვარე
გადის გველმტარებლის თანავარსკვლავედს ზევიდან-ქვევით და თხის რქიდან გადადის მერწყულში. ეს არის ძველის ნგრევისა და ახლის შექმნის პერიოდი.
საყოფაცხოვრებო
ზეგავლენა:
ცუდია მოგზაურობისთვის, უსაქმურობისთვის, დარდისთვის. კარგია ახალი საქმეების დასაწყებად, განსაკუთრებით სახლის მშენებლობისთვის. ბოსტანში მუშაობისთვის.
ეს დღე დაკავშირებულია მშენებლობასთან: შეიძლება სახლის შენება, საძირკვლის ჩაყრა, ტაძრის აგება. საერთოდ ფუნდამენტალური საძირკვლები შემდგომში იწყვევს რეზერვების აქტიურ გამოყენებას.
ძველ ეგვიპტეში პირამიდების ფუნდამენტების ჩაყრა ზუსტად ამ დღეს ხდებოდა.
ამ დღეს “დათვი” სჯის მოძალადეებსა და სადისტებს.
მისტიური
ზეგავლენა:
ძალების გამოღვიძების დღეა, ძალიან ძლიერი დღეა. ასრულებენ მძიმე სამუშაოს, სავარჯიშოებს. შეიძლება საკუთარი ტაძრის მშენებლობის დაწყება.
დღე დაკავშირებულია ბუნების ძალების გამოღვიძებასთან. ადამიანს შეიძლება ექნეს ხილვა ან მასში ხდება უდიდესი ძალის გამოღვიძება. თუ მან არ იცის როგორ გამოიყენოს ის, შემდგომში პასუხი მოეთხოვება. რეალიზდება საგვარეულო წყევლა.
სოციალური
ზეგავლენა:
კეთილი დღეა, თუმცა არც მთლად კარგი. საუბრისას არ გამოიყენოთ ზეწოლა მოსაუბრეზე, აგრეთვე უკუნაჩვენებია უხეში ხუმრობა და ცინიზმი.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს ხშირად გამოჯანსაღება მოაქვს. შესაძლოა მოგვცეს ძნელადგანკურნებადი მძიმე დაავადებებიც.
ფიზიკური ბუნების დამორჩილების დღეა. შეიძლება მომზადდეს წამლები. კარგია ძალისმიერი ფიზიკური სავარჯიშოები. იოგა. საკეთილდღეოა სექსუალური ენერგიის გამოსაღვიძებლად. ეს დღე ყველა ნაყოფიერების ღმერთის კულტის დღეა, შეერთების დღე, ჩასახვის დღე, მაგრამ ბოროტად არ უნდა გამოიყენოთ სექსუალური პრაქტიკები, თორემ პრობლემებს ვერ მოთვლით. ეს დღე საკუთარი ორგანიზმის გასამაგრებლად და სულიერი დონის ასამაღლებლად უნდა გამოიყენოთ.
ამ
დღეს
დაბადებული
ადამიანები:
ძლიერები არიან. ხშირად დაფიქრებულები, “არაამქვეყნიურები”. სხვადასხვა სფეროში თანდაყოლილი ტალანტით.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
მორალურად სუფთა და მოხერხებულები, დიდი ძალის პატრონები, მოუხეშავი, კეთილი და ჭკვიანები იქნებიან. კარგი მადა, გარშემომყოფთა სიყვარული ექნებათ, თუმცა შესაძლოა ხანგრძლივი დაავადებები ჰქონდეთ. დაიცავით თქვენი ბავშვი სიზარმაცისგან.
მედიტაცია:
დიდი
ნაგებობები, ბუნება.
მთვარე გაივლის ,,ლომის’’ ზოდიაქოს 26.10-ის 20.11 სთ.დან 29.10-ის 7.44 სთ.მდე
პრობლემურია გული და
გულსისხლძარღვთა სისტემა.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში მშვილდოსნის და ვერძის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება სასწორის და ტყუპების ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნება თხის რქის და თევზების ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
ლომის და მერწყულის
ზოდიაქოსათვის
მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც
დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მორიელის და კუროს ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური პროგნოზი:
დღის დეტალური პროგნოზი:
28 ოქტომბერი ზომიერად
დადებითია მთლიანობაში.
მაგრამ, თითქმის ზუსტი კვადრატურა ურანსა
და პლუტონს შორის უახლოეს დღეებს, განსაკუთრებით 3 ნოემბრის ახალი მთვარის
პერიოდს, რომელიც ნაწილობრივი მზის დაბნელებით იქნება, კრიტიკულს ხდის. დაიძაბება
საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში
დაიძაბა.კლიმატის ჭირვეულობებიც ახალ მთვარესთან ახლოს, თავს სეგვახსენებს მსოფლიო მასშტაბით.
ნებისმიერ საზოგადოების
სეგმენტსი, ეს იქნება დიდი სახელმწიფოები თუ პათარა დაწესებულება, ანდა ოჯახი
სახეზე იქნება აგრესიის გამოხატულება როგორც სიგნით, ასევე გარე ძალებთან
ურთიერტობასი.
გართულებულია უკვე 18
ოქტომბრის სავსე მთვარიდან დაწყებული ჯანმრთელობის დარღვევები და გაგრძელდება 3
ნოემბრის პერიოდისათვის.
28-29 ოქტომბერი , და
შემდგომი დღეებიც 5-6 ნოემბრამდე მომატებული გეომაგნიტურობის დღეებია, ამიტომ,
ვისაც პრობლემები აქვს გულსა და გულსისხლძარღვთა სისტემაზე, ზედმიწევნითი
სიფრთხილის გამოჩენა მართებთ. ეს ეხება, აგრეთვე თვინში სისხლის რეგულაციის
დარღვევების კონტროლსაც.
28 ოქტომბერი, ზოგადად
დადებითია, ღამის 2-3 საათთან ახლოს კრიტიკული, აგრესიული და ნეგატიური
ინფორმაციის მიღების საათებია.
დილის 6-7 საათი დადებითია,
და დღის განმავლობასი13-16 საათი, 17 საათამდე სასიამოვნო და წარმატებული
გამოდგება მასობრივი, შემოქმედებითი ღონისძიებებისათვის. წვეულებების გასამართად
და წყვილების შეხვედრებისათვის. საღამოს, 19 საათიდან 21-21 საათის პერიოდი
ცალსახად კრიტიკულია. ხოლო, გვიანი საღამო ისევ ზომიერად დადებითი იქნება ზოგადად.
წარმატებას და ბედნიერებას გისურვებთ!
Facebook: beso beciashvili
skype: astrokonsultant
skype: astrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий