მთვარის 26-ე დღე 30.10-ის 2.53 სთ.დან 31.10-ის 3.55 სთ.მდე მოქმედებს.
|
სიმბოლური შესატყვისება:
|
მერწყულის 1-ლი და
მე-12 გრადუსები.
|
||
|
სიმბოლო:
|
ჭაობი,
ბაყაყი.
|
||
|
მოქმედება:
|
ყბედობა.
|
||
|
სახელწოდება:
|
ჭაობი,
ბაყაყი. ბაყაყი,
ისევე როგორც გველი ჴ არის სიბრძნის განსახიერება, მაგრამ ისეთი სიბრძნისა,
რომელსაც
არ მოაქვს არავითარი სარგებლობა ადამიანისთვის,
ვინაიდან
მას ელის საკუთარი მიღწევეებით
ცრუ განდიდების დაუფლება.
|
||
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული და საშიში დღეთაგან (მაგრამ არა სატანური), როდესაც ხალხი იგინება, ჩხუბობს, ხარჯავს დიდ ენერგიას ყბედობაზე. ზუსტად ამ დღეს ადამიანს შეუძლია მთელი თავისი ძალა და ენერგია დახარჯოს, ამიტომ ყველა წმინდა ტექსტში სწერია გაფრთხილება უაზრო ენერგიის ხარჯვის შესახებ. უკეთესია თუ 26-ე დღეს თავს შეიკავებთ აქტიური საქმიანობისგან. დაისვენებთ, ან იქნებით ეკონომიური ენერგიის ხარჯვაში. ეს დღეა თავშეკავებისა და მარხვის, თუმცა მარხვა უფრო აუცილებელია. საჭიროა მიისწრაფოდეთ ცხოვრების შესაცნობად, ადამიანების გამოსაცნობად არსებული სიტუაციის ფხიზელი თვალით შეფასებისკენ.
მისტიური ზეგავლენა:
მუშაობენ წიგნებზე, ტექსტებზე, უკეთესია ერიდოთ გადაღლას, ანდა შეუმოწმებელ ინფორმაციას. ხშირად მოდის სიამაყე, შემდეგ ნაღველი. საჭიროა დიდი ყურადღება ამ თვისებებზე. ენერგიის გადახარჯვის თავიდან ასაცილებლად, მთელი მუშაობა უნდა ჩატარდეს ფრთხილად.
26-ე დღეს დიდია გაძარცვის ალბათობა.
თუ ამ დღეს სახლიდან გამოსული შეხვდებით ადამიანს სავსე ჩანთებით, ან კასრებით, შეიძლება ჩათვალოთ, რომ ცხოვრებაში სწორად მიდიხართ.
თუ ცხადში ან სიზმარში ნახავთ ელვას ჴ ეს იმის მანიშნებელია, რომ სიამაყე და ამპარტავნება არ გაქვთ მოთოკილი.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია ნებისმიერი ურთიერთობისათვის, კარგია ადვოკატებისთვის.
სამედიცინო თვალსაზრისით: -
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
მოწოდებული არიან მთელი სიცოცხლე დუმდნენ, მისცენ დაპირებები და შეასრულონ ისინი და თავის თავზე აიღონ ნებისმიერი აკრძალვა. მძიმე ცხოვრება აქვთ, ამაყები არიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ბავშვი მდიდარი იქნება. ელის დიდება და დიადი მიღწევები. აღიარება. ზედმეტი ამპარტავნება საშიშია, რადგან ყველაფრისთვის პასუხი მოეთხოვება.
მედიტაცია: ელვა, სიჩუმე.
მთვარე გაივლის ,,ქალწულის’’ ზოდიაქოს 29.10-ის 7.44 სთ.დან 31.10-ის 16.22 სთ.მდე.
პრობლემურია ნაწლავური
სისტემა. ნაწლავების მჭვალები, დიარეა, აპენდიციტი.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში თხის რქის და კუროს ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება მორიელის და კირჩხიბის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნება მერწყულის და ვერძის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდიმათთვისაც დადებითად დამთავრდება.
ქალწულის და თევზების
ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც
დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ლომის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
ლომის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება სასწორის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური პროგნოზი:
დღის დეტალური პროგნოზი:
30 ოქტომბერი ზომიერად
დადებითია, აუცილებელია ნებისმიერი საქმე პროფესიონალის ხელში იყოს, რათა ასეთი
კრიტიკული პერიოდის დროს შეცდომები თავიდან იქნას აცილებული.
გვიანი საღამო, 22-24 საათს
შორის წარმატებულია.
დაწყებული 29-ის ღამიდან ისევ
დაფიქსირდება მაღალი გეომაგნიტურობა, შესაზლოა მზეზე აფეტქებების გახშირება ასეთი
პლანეტარული განლაგების დროს 3-4 ნოემბრის ჩათვლით.
ზუსტი კვადრატურა ურანსა
და პლუტონს შორის უახლოეს დღეებს, განსაკუთრებით 3 ნოემბრის ახალი მთვარის
პერიოდს, რომელიც ნაწილობრივი მზის დაბნელებით იქნება, კრიტიკულს ხდის. დაიძაბება
საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში
დაიძაბა.
კლიმატის ჭირვეულობებიც ახალ მთვარესთან ახლოს, თავს შეგვახსენებს მსოფლიო მასშტაბით.
კლიმატის ჭირვეულობებიც ახალ მთვარესთან ახლოს, თავს შეგვახსენებს მსოფლიო მასშტაბით.
ნებისმიერ საზოგადოების
სეგმენტში, ეს იქნება დიდი სახელმწიფოები თუ პატარა დაწესებულება, ანდა ოჯახი ,სახეზე იქნება აგრესიის გამოხატულება,
როგორც შიდა ურთიერთობებში, ასევე, გარე ძალებთან ურთიერთობაში.
გართულებულია უკვე 18
ოქტომბრის სავსე მთვარიდან დაწყებული ჯანმრთელობის დარღვევები და გაგრძელდება 3
ნოემბრის პერიოდისათვის.
28-29 ოქტომბერი , და შემდგომი
დღეებიც 5-6 ნოემბრამდე მომატებული გეომაგნიტურობის დღეებია, ამიტომ, ვისაც
პრობლემები აქვს გულსა და გულსისხლძარღვთა სისტემაზე, ზედმიწევნითი სიფრთხილის
გამოჩენა მართებთ. ეს ეხება, აგრეთვე ტვინში სისხლის რეგულაციის დარღვევების
კონტროლსაც.
წარმატებას და ბედნიერებას გისურვებთ!
Комментариев нет:
Отправить комментарий