понедельник, 11 ноября 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 11 ნოემბერი 2013წელი.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 11 ნოემბერი 2013წელი.

მთვარის მე-9 დღე 11.11-ის 14.16 სთ.დან 12.11-ის 14.48 სთ.მდე მოქმედებს.
(გავითვალისწინოთ, რომ 14.16 სთ.მდე მოქმედებს მთვარის მე-8 დღე).
პირველი კვადრატურა მთვარესა და მზეს შორის

სიმბოლური შესატყვისება: კირჩხიბის მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო: ღამურა.
მოქმედება: სპაზმა, მოწამვლა.
სახელწოდება: ღამეს, რძის გზა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია ბინაში მუშაობა, მოგზაურობა. ცუდია ქორწინებისთვის, სწავლისთვის, სამზარეულოში მუშაობისთვის. თუ მე-9 დღეს კაკტუსი აყვავდა, სასიკეთო ნიშანია.
მისტიური ზეგავლენა:
ყველაზე უარყოფითი მთვარის დღეა. მოტყუების, სიამაყის, უთანხმოების. შეუძლია დაღუპოს ყველა წამოწყება. როგორც წესი, ამ მიმართულებით აქტიურობა ამ დღეს ყოველთვის ისჯება. შედეგები საშინელია. რეკომენდებულია განწმენდა, პასიურობა, კონტროლი. გულში სიმძიმის შეგრძნება იმის ნიშანია, რომ ბევრი პრობლემა დაგროვდა და საჭიროა ყურადღება დავუთმოთ სულიერ საზრდოს შეთვისებას, სათავეებს, ტრადიციებს.
შეიძლება შესრულდეს ძალისმიერი ასანები. ძალიან ეფექტური იქნება, თუ ამ დღეს მიუტევებთ ადამიანს, ვინც თქვენ გაწყენინათ.
სოციალური ზეგავლენა:
ნაკლებწარმატებული, საშიში, სატანური დღეა. განდიდების პერიოდია, ილუზიების, სიცრუის, შეცდომების და მოწამვლების. შესაძლოა დაგესიზმროთ საშინელი და მტანჯველი სიზმრები. ეს ის დღეა, როდესაც მხოლოდ ცუდ მინიშნებებს ვიღებთ, რომლებსაც ყურადღებით უნდა მოვექცეთ და ფხიზლად შევაფასოთ თითოეული მათგანი.
საჭიროა ჩანაფიქრების გაწმენდა, აქტიური თვითდაცვა აგრესიული სიბნელისაგან. ყველაზე ძლიერი მანიშნებელი ამ დღეს არის დაღვრილი რძე. თუ დედას ამ დღეს რძე გაუშრა, მისი შვილი დასჯილი იქნება.
არ შეიძლება სარკეში ცქერა, რეცხვა.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადება საშიშია, მაგრამ კარგად იკურნება. ხშირია ნევრალგიები, გულის დაავადებები გამწვავდება. ფსიქოანალიტიკოსების დღეა, თუმცა ფსიქიკა გადატვირთულია კომპლექსებით და გადაუდებელი პრობლემებით. მწვავდება ფობიები და სუიციდური (თვითმკვლელობის) ტენდენციები. ხშირია თვითმკვლელობა და დანაშაული. ხშირია ინტოქსიკაციები, მოწამვლები.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ძალიან ავადმყოფები არიან. ხშირად იწამლებიან ჰორმონული ბალანსი დარღვეული და იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ. შესაძლოა უშველოს გამწმენდმა პროცედურებმა და ჯანსაღი ცხოვრების წესმა. მათ ესაჭიროებათ მუდმივი გამწმენდი პროცედურები, როგორც ფიზიკური, ასევე ასტრალური შლაკებისაგან გასათავისუფლებლად.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
არასასურველი დღეა ჩასახვისათვის. თქვენი შვილი შესაძლოა საზოგადოებისთვის საშიში გახდეს. სხვა შემთხვევაში მისი სიცოცხლე საშინელ ტანჯვაში გაივლის. ნუ გარისკავთ
მედიტაცია:
თეთრი ფონი.

მთვარე გაივლის ,,თევზების’’ ზოდიაქოს 11.11-ის 6.36 სთ.დან 13.11-ის 11.39 სთ.მდე.

მოიმატებს ინფექციური დაავადებები. ნებისმირ ჩირქოვან პროცესს შეუზლია სისხლის საერთო მდგომარეობაზე სერიოზულად ნეგატიურად იმოქმედოს ამ პერიოდში. დამახასიათებელია ფეხის ტერფის ნებისმიერი დაავადებისადმი გაზრდილი საფრთხე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში კირჩხიბის და მორიელის ნიშნით დაბადებულებისათვის.

ზომიერი წარმატება ექნება კუროს და თხის რქის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ლომის და სასქორის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
თევზების და ქალწულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

მერწყულის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ვერძის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
11 ნოემბერი ზომიერად დადებითია. აუცილებელია გავითვალისწინოთ 14.16 საათიდან იწყება მთვარისმე-9 კრიტიკული დღე. 12 ნოემბრის 14.48 საათამდე უნდა გადავდოთ მნიშვნელოვანი და ხალი საქმეების წამოწყება. მიმდინარე საქმეს უნდა მოვეკიდოთ მაღალპროფესიონალურად, მხოლოდ ამ შემთხვევაში მივაღწევთ დადებით შედეგებს.

წინსვლას და ბედნიერებას გისურვებთ მეგობრებო!

მობ: 5 93 215274
facebook: beso beciashvili

skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий