четверг, 14 ноября 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 14 ნოემბერი 2013 წელი.

მთვარის მე-12 დღე 14.11-ის 15.51 სთ.დან15.11-ის 16.24 სთ.მდე მოქმედებს.
14 ნოემბრის 15.51 საათამდე აუცილებელია ვისარგებლოთ მთვარის მე-11 დღის რეკომენდაციებით.


სიმბოლური შესატყვისება: ლომის მე-13 და 24-ე გრადუსები.
სიმბოლო: გული, თასი.
მოქმედება: ლოცვა.
სახელწოდება: გული, თასი (გრაალის თასი).

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ცუდია ვაჭრობისათვის, გასამდიდრებლად, აზარტული თამაშებისთვის. საშუალოა სიყვარულისა და ქორწინებისათვის. ძალიან წყნარი და ბრძენი დღეა. კარგია ბაღში მუშაობა. ეს არის ასტრალური, ვიზუალური სახეების პერიოდი. წყალზე ყურადღების დაკონკრეტების, აზრების განსაწმენდად. ეს დღეა როდესაც სიბრძნე იმარჯვებს გონებასა და გრძნობებზე. სასარგებლოა შემოწირულობებიდან ნაწილის გასაჩუქრება, მოწყალების გაცემა, განსაკუთრებით თუ მას გთხოვენ. ვინაც არ იქნება ამ დღეს მოწყალე, შესაძლოა თვითონ მოაკლდეს შეწყალება.
მისტიური ზეგავლენა:
თანაგრძნობისა და შეწყალების, საჩუქრების და მოწყალების დღეა. არ შეიძლება ჩხუბი, გაბრაზება. განმარტოების დღეა. სიმშვიდის, გარშემომყოფთა სიყვარულის დღეა. სასურველია სითხეებთან მუშაობა, ბევრი წყლის სმა, არ შეიძლება ტირილი.
ლოცვებისა და განმარტოების, საკუთარ თავში ჩაღრმავების, შემწყნარებლობის, ალტრუიზმის დღეა, მაგრამ არ შეიძლება მოშვება და ტირილი. გაბრაზება უკუნაჩვენებია.
სოციალური ზეგავლენა:
კეთილი, მშვიდობიანი, შეწყალებისა და თანაგრძნობის კოსმიური სიყვარულის გააქტიურების დღეა.
ერთის მხრივ შეიცავს ადამიანის სიყვარულს ღმერთის მიმართ, მეორე მხრივ კი ღმერთის სიყვარულს თავისი ქმნილების მიმართ. ეს ერთ-ერთი დღეთაგანია, როდესაც ლოცვები სრულდება. კარგია მე-12 დღეს აღსარების თქმა. თუ ვინმეს ეჩხუბეთ, ძნელი იქნება მერე მასთან შერიგება.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადებები ხშირად სასიკვდილოა. წყლის ბალანსის დარღვევის გამო უკეთესია წვენებით მკრუნალობა.
ამ დღეს რეკომენდებულია ნაკლები უხეში საკვები. მიიღეთ ბევრი წყალი. რეკომენდებულია წვენები (გარდა ვაშლისა). გულის, ფილტვების, ზედა სასუნთქი გზების გაწმენდის დღეა. სასარგებლოა ამოსახველებელი წამლების მიღება. სრულიად უკუნაჩვენებია დატვირთვა გულზე.
მეთორმეტე დღეს ცუდი ნიშანია გატეხილი ჭურჭელი და დაღვრილი სითხე ჴ ტანჯვისა და მარტოობის ნიშანია.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
მოწყალე და კეთილები არიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ტანჯვის ფიალას ბოლომდე შესვამს. იქნება ძალიან უბედური, ანდა ცოდვებისგან განიწმინდება ტანჯვის გზით. ექნება ძლიერი ინტუიცია, მკურნალობის ნიჭი. ზოგიერთი ბიჭი შესაძლოა მღვდელი გახდეს.
მედიტაცია:
წყალი.

მთვარე გაივლის ,,ვერძის’’ ზოდიაქოს 13.11-ის 11.39 სთ.დან 13.11-ის 13.39 სთ.მდე

პრობლემურია თავის არის დაავადებების გართულება. მოიმატებს ტრავმების სტატისტიკა.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში ლომის და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულებისათვის.

ზომიერი წარმატება ექნება ტყუპების და  მერწყულის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ქალწულის და მორიელის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
ვერძის და ქალწულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან    დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები

თევზების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კუროს ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოსათვის.
13 ნოემბრის 13.39 სთ.მდე აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ ,,მთვარე თევზების’’ ნიშანში რეკომენდაციებით, რომელიც 12 ნოემბერს იყო აღწერილი.

დღის დეტალური პროგნოზი:
საყუტადღებოა 14 ნოემბრის ღამის საათები, როდესაც -3-4 საათისათვის მთვარე ურანის შეერთება გამოიწვევს სტიქიურ ანომალიებს, გაზრდის აფეთქქების, ელექტროტრავმის ალბათობას. პრობლემები შეიქმნ  ტელესაკომუნიკაციო სისტემების მუსაობაში. მწყობრიდან გამოსვლას ექვემდებარება კომპიუტერული პროგრამები და მართვის სისტემები. ასეთ დროს ორბიტულ ხომალდებთან მოკლევადიანი, მაგრამ, ძალიან შემაშფოთებელი კავშირის დაკარგვა დააფიქსირეს ნასას და ბაიკანურის კოსმოსური მარტვის ცენტრებმა. 14 ნოემბრის ღამის 5 საათიდან ხარვეზები გამოსწორდება და აღნიშნული სფეროს მუშაობა ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება.
დღის საათები ზომიერად წარმატებულია, განსაკუთრებით დადებითია 15-16 საათი, 17 საათამდე პერიოდი. წარმატებული იქნება ნებისმიერ საქმეში წუნსვლისათვის.
წინსვლას და ბედნიერებას გისურვებთ მეგობრებო!

მობ: 5 93 215274
facebook: beso beciashvili

skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий