суббота, 16 ноября 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 16 ნოემბერი 2013 წელი.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 16 ნოემბერი 2013 წელი.

EDITPUBLISHED 15.11.2013 BY ASTROKONSULTANT
მთვარის მე-13 დღე 15.11-ის 16.24 სთ.დან 16.11-ის 17.00 სთ.მდემოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება: ლომის 25-ე და ქალწულის მე-6 გრადუსები.
სიმბოლო: ბორბალი (გველი, რომელიც თავის კუდს კბენს) შუაში სვასტიკით. სვასტიკა “სარკისებურია”, ის თითქოს ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით.
მოქმედება: იმედი.
სახელწოდება: ბორბალი, გველი, რომელიც თავის კუდს კბენს.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
შესანიშნავი დღეა სწავლისათვის, საჭმლის მოსამზადებლად, პურის გამოსაცხობად, არ არის ცუდი შენაძენისათვის, დაგროვების, საოჯახო ნივთების დასამზადებლად. ცუდია დიდი საქმეებისა და მოგზაურობისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
მაგიური დღეა, ინფორმაციის დაგროვების, მრგვალი თილისმების დამზადების, ძაფის დართვის, კონტაქტების ორგანიზების, სწავლის, წარსულის კორექციის, კარმაზე მუშაობის დღეა.
კარგი პერიოდია ჯგუფური კონტაქტებისათვის, სწავლისათვის. ამ დღეს პური უნდა გამოაცხოთ.
სოციალური ზეგავლენა:
კარგი დღეა. განსაკუთრებით ჯგუფური სამუშაოსათვის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ავადმყოფობები საშიშია, მაგრამ ამ დღეს შესანიშნავად მოქმედებს წამლები, კოსმეტიკური საშუალებები. მიდის გაახალგაზრდავების პროცესები. საჭიროა კუჭის დატვირთვა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
არიან იდეალური მოსწავლეები, მისტიკოსები. ამ დღეს დაბადებული ადამიანი ჴ ეს არის გველი, რომელიც თავის კუდს კბენს. ეს ადამიანია, რომელიც ფეხს უწყობს დროს, კონტაქტში შედის სხვა სამყაროსთან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ბედნიერი ანდა უბედური შემთხვვა ამ ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ფორტუნას ჭირვეულობა და კარმის კანონები მასზე ყოველთვის მთლიანად განხორციელდება. გრძელი სიცოცხლის გზა ექნება. გარემოებიდან გამომდინარე ან თავისუფალი იქნება, ანდა მთლიანად დამოკიდებული.
მედიტაცია:
მზის გამოსახულებიანი სვასტიკა.
მთვარე გაივლის ,,კუროს’’ ზოდიაქოს  15.11-ის 18.49 სთ.დან 18.11-ის 4.07 სთ.მდე
პრობლემურია ყელის არე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში ქალწულის და მთხის რქის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება კირჩხიბის და თევზების ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ სასწორის და მშვილდოსნის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
კუროს და მორიელის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ვერძის  ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის” შეგრძნება ექნება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ლომის და მერწყულის ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური პროგნოზი:
16 ნოემბრისღამის 1-3 საათი კრიტიკულია,მოსალოდნელია ნეგატიური ინფორმაციის გაგება, მოერიდეთ კამატშს.
ღამის 4-5 საათიდან,დილის7-10 საათის დიაპაზონი, 12 საათამდე დადებითია, მთვარე პლუტონ-ვენერას ტრიგონი, ზოგადად სიყვარულის და შემოქმედების განწყობას მოიტანს, დადებითად ჩაივლის ნებისმიერი სახის მოლაპარაკება.
17-19 საათიდან შესამჩნევი იქნება, როგორც ამინდის გაუარესება, აგრეთვე სევდის განწყობაზე ყოფნა. კულმინაცია 21-23 საათი. საქმე გაურკვეველი მიზეზებით დაბრკოლდება. მთვარე ურანის ოპოზიცია.
ფონის სახით გვაქვს მზე ურანის კრიტიკული ასპექტი, რაც მსოფლიო მასშტაბით გამოიწვევს ადამიანების მსხვერპლს როგორც აგრესიის შედეგად, ასევე სტიქიური ანომალიების გამო. ეს განხორციელდება 16 ნოემბრის 14-15 საათიდან 17 ნოემბრის დილის საათების  მონაკვეთში.
მობ: 5 93 215274
facebook: beso beciashvili
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий