среда, 20 ноября 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 20 ნოემბერი 2013 წელი

მთვარის მე-17 დღე 19.11-ის 19.09 სთ.დან 20.11-ის 19.59 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
სასწორის მე-13 და 24- გრადუსები.
სიმბოლო:
ზარი, ყურძნის მტევანი.
მოქმედება:
ექსტაზი.
სახელწოდება:
ზარი, ყურძნის მტევანი.


ამ დღეს ხდება შინაგანი თავისუფლების შეძენა. დიონისეს მისტერიის დღეა. ძველ საბერძნეთში ამ ღმერთის პატისვისცემად წმინდა ვაკხანალიები იმართებოდა. ეს დაგროვების, ნაყოფიერების, ექსტაზისა და ყოფიერების, სიხარულის დღეა. კარგია ცოლ-ქმრული ურთიერთობებისათვის. წყვილების კონტაქტების, ქეიფების, ბანკეტებისა და წვეულებებისათვის. ყველაზე ნათელი ასპექტი ამ დღისათვის არის სიყვარული, მაგრამ ზომიერების დაცვა არ უნდა დაგავიწყდეთ. ეს დღე ბევრ მოულოდნელობას შეიცავს, უდიდესი არაკონტროლირებადი ენერგიების გამო.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ცუდია ერთფეროვანი, მოსაწყენი საქმისათვის, გადაღლისა და ანგარიშებისათვის. კარგია მოგზაურობისათვის, ვაჭრობისათვის, ქორწინებისათვის. წარმატებულია ქურდებისათვის.
მე-17 დღე კონტაქტების დღეა. მხიარულების და სიმღერის. ჯგუფური ვარჯიშების, ძალისმიერი ასანებისთვის. ამ დღის შედეგები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. მაღალ დონეზე იდეალური სიყვარულის გასაღების პოვნა, დაბალ დონეზე - თავშეუკავებელი სიგიჟე და ლოთობა.
რეკომენდებულია მშრალი ღვინო.
მისტიური ზეგავლენა:
-
სოციალური ზეგავლენა:
-
სამედიცინო თვალსაზრისით:
ინფექციური დაავადებების გამოვლინების დღეა. ქალებს ფსიქიკა დაძაბული აქვთ. ტრავმისთვის საშიში დღეა. ამ დღეს კარგია ქორწინება. მას დიდხანს ექნება საფუძვლად სიყვარული. საერთოდ, ქორწილისთვის კარგია მე-12, მე-16 და მე-17 დღეები (მე-16 დღეს ქორწინება დაეფუძნება ჰარმონიულობას, მე-12 დღეს უმაღლეს სიყვარულს).
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
უზომოდ საჭიროებენ თავის მეორე ნახევარს. მათ დიდი მოთხოვნილება აქვთ ჰყავდეთ ჭეშმარიტი მეუღლე ანდა საყვარელი პოლარული ენერგიის წყარო. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება იქნება უსუსური და საბრალოდ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ბავშვის ჩასახვა მოხდება სიხარულსა და მხიარულებაში, ასეთივე იქნება მისი ხასიათიც, მაგრამ ფრთხილად იყავით, თქვენი შვილი შესაძლოა გაიზარდოს ლოთი და მატყუარა.
მედიტაცია:
ცეკვა.

მთვარე
 იმყოფება ,,ტყუპების’’ ზოდიაქოში. 18.11-ის 4.07 სთ.დან 20.11-ის 15.23 სთ.მდე.
პრობლემურია
 ფილტვები, მხრები და ხელების არე.

აღნიშნული
 პერიოდი დადებითია, პირველ რიგში სასწორის და მერწყულის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი
 წარმატება ექნება ლომის და ვერძის ზოდიაქოს.
საქმეში
 მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მორიელის და თხისრქის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდი მათთვისაცდადებითად დამთავრდება.
ტყუპების
 და მშვილდოსნის
ზოდიაქოსათვის
 მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კუროს
 ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია
 აღნიშნული დროის მონაკვეთი ქალწულის და თევზების ზოდიაქოსათვის.

დღის
 დეტალური პროგნოზი:

მარსი იუპიტერის დადებითი ასპექტი, კონკრეტულად სექსტილი, 60გრადუსის სიშორე დადებითად იმოქმედებს ნებისმიერ საქმეში დაინტერესებულ და მომუშავე ადამიანებზე. ეს ასპექტი ვრცელდება 18-19 ნოემბრის პერიოდზე. გამოიწვევს აქტიურ მოქმედებაბს საქის გაფართოვების მიზნით, როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, აგრეთვე თვითოეული პიროვნების საქმიანობაში.
აღნიშნული დადებითი ზემოქმედება გრძელდება 20 ნოემრის პერიოდზედაც.
20 ნოემბერი დადებითია, 15.23 საათთან ახლოს პერიოდი შედარებით დაძაბულიიქნება, რადგან მთვარე გადაინაცვლებს ,,მორიელის’’ ზოდიაქოში. დიდიყურადღებაა საჭირო , რათა ავტოავარია, ანდასხვა სახის ტრავმა არ მივიღოთ. საღამო დადებითი იქნება.
მოსალოდნელია, მთვარის წყლის ნიშანში გადასვლასთან ერთად, ნალექიანი ამინდის დადგომა.


მობ
: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili
skype: astrokonsultant



Комментариев нет:

Отправить комментарий