понедельник, 25 ноября 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 25 ნოემბერი 2013 წელი.

                       

მთვარის 22-ე დღე 24.11-ის 23.40 სთ.დან 26.11-ის 0.39 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება: მშვილდოსნის მე-13 და 24-ე გრადუსები.
სიმბოლო: განეშას სპილო (შივას შვილი), მოტეხილი ეშვით, გრაგნილი და ოქროს გასაღები.
მოქმედება: სწავლა.
სახელწოდება: სპილო, წიგნი. 
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
-
მისტიური ზეგავლენა:
ნაღვლიანი დღეა, ცხოვრების შეცნობის. შეიძლება მომავლის პროგნოზირების გაკეთება. კარგია მედიტაცია, უკეთესია სწავლას თუ დაუთმობთ ამ დღეს. აქ ხდება საკუთარი ისტორიული ფესვების კვლევა, არქივზე მუშაობა. ხშირია სიზმარში აღმოჩენები. რეკომენდებულია მომავლის ამოცნობა, გაგება (არა კარტებით), მედიტაციები ასტრალური სიმბოლოებით. კარგია მკითხაობა “გარდაქმნების წიგნი ი-ცზინი”-თ. ამ დღეს უნდა ასწავლოთ სხვებს, გადასცეთ გამოცდილება, გამოიჩინოთ გულუხვობა, ანდა უბრალოდ გაიღრმავოთ ცოდნა.
სოციალური ზეგავლენა:
სიბრძნის დღეა. კონტაქტები არ არის რეკომენდირებული. ამ დღეს ალტრუიზმი და გულუხვობა გამოიჩინეთ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადებები საშიშია. ხშირად სასიკვდილო. ავადმყოფი ხვდება თავის მდგომარეობას, ეშინია. განსაკუთრებით საშიშია მენჯისა და ბარძაყის მიდამოებში, ხერხემლის ქვედა ნაწილი. მკვეთრ მოძრაობებს ერიდეთ. რეკომენდირებულია ბევრი ჭამა. დატვირთეთ კუჭი.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ცოდნითა და სიბრძნით აღჭურვილები არიან. ტვინი გაცილებით უკეთ უმუშავებთ, ვიდრე სხვა დღეს დაბადებულებს. სულიერად მდიდარი და სამართლიანები არიან. ცინიკოსები და კონსერვატორები, მაგრამ სწავლობენ ხალისით და წარმატებით. საგნის არსს ადვილად სწვდებიან. ნებისმიერი მეცნიერების შესწავლის ნიჭი აქვთ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 22-ე დღეს 3-ჯერ ნაკლები ბავშვი იბადება, ვიდრე სხვა დღეებში.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
-
მედიტაცია:
წიგნი.

მთვარე გაივლის ,,ლომის’’ ზოდიაქოს 23.11-ის 18.45 სთ.დან 25.11-ის 16.11 სთ.მდე

პრობლემურია გული და გულსისხლძარღვთა სისტემა.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში მშვილდოსნის და ვერძის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება სასწორის და ტყუპების ზოდიაქოს.

საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნება თხის რქის და თევზების ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდიმათთვისაც დადებითად დამთავრდება.

ლომის და მერწყულის ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთანდაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითისიტუაციები.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.

შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს.

კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მორიელის და კუროს ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
25 ნოემბრის დღის პირველი ნახევარი დადებითია.
16.10 წუთზე მთვარე გადადის ქალწულის ზორიაქოში, ეს გარდამავალიპერიოდი, რამოდენიმე საათით კრიტუკული იქნება, ხოლო საგამო მოცულია მზე და მთვარის კვადრატურით, ამიტომ 21 საათიდან , კულმინაცია 23 საათის პერიოდში შეეცადეთ ნუ დაგეგმავთ შორს მგზავრობას და აგრეთვე წვეულებებს, ზოგადა კრიტიკულად განწყოილი იქნება საზოგადოება.

გისურვებთ წარმატებას და ბედნიერებას!

მობ: 5 93 215274

Facebook: beso beciashvili
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий