среда, 27 ноября 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 27 ნოემბერი 2013 წელი.


მთვარის 24- დღე  27.11-ის 1.38 სთ.დან  28.11-ის 2.40 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
თხის რქის მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო:
დათვი, შივა.
მოქმედება:
მძიმე ნაბიჯები.
სახელწოდება:
მთა, დათვი, შივა.
მთვარე გადის გველმტარებლის თანავარსკვლავედს ზევიდან-ქვევით და თხის რქიდან გადადის მერწყულში. ეს არის ძველის ნგრევისა და ახლის შექმნის პერიოდი.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ცუდია მოგზაურობისთვის, უსაქმურობისთვის, დარდისთვის. კარგია ახალი საქმეების დასაწყებად, განსაკუთრებით სახლის მშენებლობისთვის. ბოსტანში მუშაობისთვის.
ეს დღე დაკავშირებულია მშენებლობასთან: შეიძლება სახლის შენება, საძირკვლის ჩაყრა, ტაძრის აგება. საერთოდ ფუნდამენტალური საძირკვლები შემდგომში იწყვევს რეზერვების აქტიურ გამოყენებას.
ძველ ეგვიპტეში პირამიდების ფუნდამენტების ჩაყრა ზუსტად ამ დღეს ხდებოდა.
ამ დღეს დათვი სჯის მოძალადეებსა და სადისტებს.
მისტიური ზეგავლენა:
ძალების გამოღვიძების დღეა, ძალიან ძლიერი დღეა. ასრულებენ მძიმე სამუშაოს, სავარჯიშოებს. შეიძლება საკუთარი ტაძრის მშენებლობის დაწყება.
დღე დაკავშირებულია ბუნების ძალების გამოღვიძებასთან. ადამიანს შეიძლება ექნეს ხილვა ან მასში ხდება უდიდესი ძალის გამოღვიძება. თუ მან არ იცის როგორ გამოიყენოს ის, შემდგომში პასუხი მოეთხოვება. რეალიზდება საგვარეულო წყევლა.
სოციალური ზეგავლენა:
კეთილი დღეა, თუმცა არც მთლად კარგი. საუბრისას არ გამოიყენოთ ზეწოლა მოსაუბრეზე, აგრეთვე უკუნაჩვენებია უხეში ხუმრობა და ცინიზმი.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს ხშირად გამოჯანსაღება მოაქვს. შესაძლოა მოგვცეს ძნელადგანკურნებადი მძიმე დაავადებებიც.
ფიზიკური ბუნების დამორჩილების დღეა. შეიძლება მომზადდეს წამლები. კარგია ძალისმიერი ფიზიკური სავარჯიშოები. იოგა. საკეთილდღეოა სექსუალური ენერგიის გამოსაღვიძებლად. ეს დღე ყველა ნაყოფიერების ღმერთის კულტის დღეა, შეერთების დღე, ჩასახვის დღე, მაგრამ ბოროტად არ უნდა გამოიყენოთ სექსუალური პრაქტიკები, თორემ პრობლემებს ვერ მოთვლით. ეს დღე საკუთარი ორგანიზმის გასამაგრებლად და სულიერი დონის ასამაღლებლად უნდა გამოიყენოთ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ძლიერები არიან. ხშირად დაფიქრებულები, არაამქვეყნიურები”. სხვადასხვა სფეროში თანდაყოლილი ტალანტით.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
მორალურად სუფთა და მოხერხებულები, დიდი ძალის პატრონები, მოუხეშავი, კეთილი და ჭკვიანები იქნებიან. კარგი მადა, გარშემომყოფთა სიყვარული ექნებათ, თუმცა შესაძლოა ხანგრძლივი დაავადებები ჰქონდეთ. დაიცავით თქვენი ბავშვი სიზარმაცისგან. 
მედიტაცია:
დიდი ნაგებობები, ბუნება.

მთვარე
 გაივლის ,,ქალწულის’’ ზოდიაქოს  25.11-ის 16.11 სთ.დან 28.11-ის  1.59 სთ.მდე

პრობლემურია ნაწლავური სისტემა.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში თხის რქის და კუროს ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება მორიელის და კირჩხიბის ზოდიაქოს.

საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნება მერწყულის და ვერძის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდი მათთვისაცდადებითად დამთავრდება.

ქალწულის და  თევზების ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან დაახლობლებთანდაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდებადადებითისიტუაციები.
ლომის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.

შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება სასწორის ზოდიაქოს ნიშანს.

კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
27-28 ნოემბერი მოცულია არასასურველი ვენერა იუპიტერის ოპოზიციით. გამოიწვევს უამინდობას  მსოფლიოს ბევრ რეგიონში.
საზოგადოების ცხოვრებაში მოიმატებს უხასიათობა და კრიტიკულ განწყობაზე ყოფნა. საქმის წინსვლასაც სარიოზული დაბრკოლება ელოდება.
27 ნოემბერი ზომიერი დღეა, შედარებით ნეგატიური გამოვლინებებით. დღის 15-16 საათზე, დაწყებული 12-13 საათიდან მოსალოდნელია მასობრივი ენერგიის მომატება და აქედან გამომდინარე ხშირი ტრავმების მიღების საათებია. მთვარე მარსის შეერთება ზოგიერტ ადამიანს, თუ კარგად აქვს დაგეგმილი საქმე, წინსვლას მოუტანს, მაგრამ, მოიმატებს აგრესიის გამოვლინებები, სხეულის დაჭრის, ტრავმების ალბათობა მათალია. პრობლემებია მოსალოდნელი ნაწლავური სისტემის და თავის არის დაავადებების. საფრთხილოა გულსისხლძარღვთა დაავადებების მიდრეკილების მქონე პიროვნებებისათვის.
 16-17 საათის შემდეგ, საღამო შედარებით დადებითია.

გისურვებთ წარმატებას და ბედნიერებას!

მობ: 5 93 215274

Facebook: beso beciashvili
skype: astrokonsultant


Комментариев нет:

Отправить комментарий