суббота, 9 ноября 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 9 ნოემბერი 2013 წელი.


მთვარის მე-7 დღე 9.11-ის 13,04 სთ.დან 10.11-ის 13.42 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
ტყუპების მე-13 და 22- გრადუსები.
სიმბოლო:
მამალი, ქარის სქემა (მეტეროლოგიური ხელსაწყო, სადაც ქარის მიმართულების აღნიშვნა ხდება).
მოქმედება:
გამოღვიძება.
სახელწოდება:
კაიუ, ეოლ ხრაოშ, მამალი.
ამ დღეს არ შეიძლება ცრუობა, თუ არ შეგიძლია იმუშაო ვერბალურად, უკეთესია გაჩერდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ფილტვები დაგიავადდეთ. წიგნებზე ზრუნვისა და ჩანაწერების გაკეთების დღეა. უნდა შესრულდეს ასანები, ხელებზე სწორად ლაპარაკზე ვარჯიში (პარაზიტი სიტყვებისაგან გათავისუფლება) სასურველია თუ ამ დღეს რაიმე თავგადასავალი მოხდება. არ შეიძლება ქათმის ხორცის და კვერცხის ჭამა, ჭურჭლის გატეხვა. არ არის კარგი წიგნებისა და წერილების, ქაღალდის დახევა.
ყველაფერი რაც კი ითქმება, ახდება. ნაკლები ვილაპარაკოთ.
სიზმრები ცხადდება. წინასწარმეტყველური სიზმრებია.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია ნივთების შეძენა. კარგია დაქორწინება.
მისტიური ზეგავლენა:
სტიქიებზე, ბუნებაში არსებულ სულებზე მუშაობის დღეა. ლოცვის და ვერბალური მაგიის დღეა. იგი დაკავშირებულია ლოცვის უფრო ღრმა გამოყენებაზე, ვიდრე მე-4 დღეს.
სოციალური ზეგავლენა:
აქტიური, იღბლიანი, უიღბლოა დამნაშავეთათვის. დღე, როდესაც სერიოზული პროვოკაციები მიდის დანაშაულებამდე.
ძალიან ცუდია სიზმარში მებრძოლი მამლის ნახვა. ეს სწრაფი კატასტროფის ნიშანია. თვით პიროვნებაზე ანდა მის ახლობლებზე.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ყურადღება უნდა მიექცეს ფილტვებს, რამდენადაც ამ დღეს ძალიან ადვილია გაცივება. წარმატებული იქნება ამ დღეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია. ძალზე არასაკეთილდღეოა კბილის ამოსაღებად.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ზედაპირულები არიან. ჭორების მაძიებელნი, ფიზიკურად ძლიერები არიან და კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
თქვენი ბავშვი სამართლიანობის დამცველი იქნება. შესაძლოა გახდეს ორატორი, ექიმი, სწავლული, აქტიური და ჯანმრთელი ადამიანი, თუ არ იქნება მატყუარა. ამ დღეს ჩასახულებს ელით მოგზაურობები, ხანდახან გზაში საშიშროებით.
მედიტაცია:
სუნთქვა.

მთვარე გაივლის ,,მერწყულის’’ ზოდიაქოს      9.11-ის 3.33 სთ.დან  11.11-ის 6.36 სთ.მდე
მიდრეკილებაა გულის წასვლის, ისტერიულობის, სისხლნაკლებობის, ტრომბოფლებიტების, ვარიკოზული ვენების გაგანიერების ტერფებზე. ნერვული დაავადებების გართულებები მოიმატებს.


აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში ტყუპების და სასწორის ნიშნით დაბადებულებისათვის.

ზომიერი წარმატება ექნება ვერძის და მშვილდოსნის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კირჩხიბის და ქალწულის   ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდიმათთვისაც დადებითად დამთავრდება.
მერწყულის და ლომის  ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თევზების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კუროს და მორიელის ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
9 ნოემბრის ღამის 3.30 თან ახლოს პრობლემურია, მთვარე შეიცვლის ზოდიაქოს, მომატებს უბედური შემთხვევების სტატისტიკა. დილის 8-9 საათთან ახლოს პერიოდი ნეგატიური ინფორმაციის მიღების საათებია. საქმიანი მოლაპარაკებები წინააღმდეგობას წააწყდება აღნისნულ საათებში.
10-11 საათიდან ზომიერად დადებითი პერიოდია 15 საათამდე, შეეცადეთ გამოიყენოთ აღნისნული შუალედი.
შემდგომი 15 და განსაკუთრებით 16-16.30 საათი 17 საათამდე  კრიტიკულია და გამოიევევს ნებისმიერ საქმეში დაბრკოლებას.
18 საათთან ახლოს 19.30 საათამდე სიტუაციის შემობრუნებაა წარმატებისაკენ და საღამოს საატები გაცილებით წარმატებული აღმოჩნდება.
მობ: 5 93 215274
facebook: beso beciashvili

skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий