მთვარის მე-15 დღე 17.11-ის 17.39 სთ.დან 18.11-ის 18.22 სთ.მდე მოქმედებს.(სავსემთვარობა).
სიმბოლური შესატყვისება: ქალწულის მე-19 და 30-ე გრადუსები.
სიმბოლო: გველი, ტურა, უწმინდურთან მებრძოლი ადამიანი.
მოქმედება: ცდუნება.
სახელწოდება: გველი, ტურა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კრიტიკული დღეა. საქმეებს ყოველ წუთს შეიძლება შეექმნას დაბრკოლება. ცუდია სექსისა და ოჯახისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
გამოიყენეთ ასკეტიზმის ყველა ფორმა. სატანური დღეა. ამ დღეს შინაგანი გველი აქტიურდება ყველა ადამიანში, ამიტომ საჭიროა გამოვიყენოთ ასკეტიზმის ნებისმიერი ფორმა, რომ წმინდა დავრჩეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა ასტრალი. სასარგებლოა სამართლის დაცვა. სასარგებლოა ასკილის ჭამა, მახსოვრობის გასაუმჯობესებლად. საკვებად გამოდგება როგორც ცხარე, ასევე ცხელი, სამარხო საჭმელები. რეკომენდებულია იაპონური სამზარეულო. არ შეიძლება ვაშლი (ძალიან ინური ენერგიისაა).
მე-15 დღის სიზმარი წინასწარმეტყველურია. ამ დღეს დავა ცუდი ნიშანია. კარგია ჴ ძაღლი, თუნდაც იყეფებოდეს.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია. ცდუნებების, მოტყუების ილუზიების და ცოდვების დღეა. არ ილანძღოთ. არ მიიღოთ საჩუქრები.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს უკეთესია ავად არ გახდეთ. გადატვირთულია ჰორმონალური და რეგულატორული ფუნქციები. ისტერიულობა, ფობიები, ტრავმის საშიშროება. ყურადღება მიაქციეთ კუჭქვეშა ჯირკვალს, დიაფრაგმას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
გველის ნატურისანი არიან (სავსევმთვარობა). ჯანმრთელობა კარგი აქვთ, დაჯილდოებული არიან დიდი ნიჭით. დღეგრძელები, თუმცა საკუთარი თავის წყალობით საკმაოდ უბედურები. გადაჭარბებული ვნებიანები, ზოგჯერ გიჟურად. ცუდად სწავლობენ. ყველა ასტრალურ ცდუნებებს ადვილად ემორჩილებიან, რადგან ასტრალური გველის გავლენის ქვეშ არიან დაბადებულები. მათთვის უცხო არაა არანაირი ხორციელი ცდუნება.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კრიტიკული დღეა ჩასახვისათვის. სიყვარული და სიძულვილი დაიპყრობს თქვენს ბავშვს. სიბოროტის მტერი იქნება. იგრძნობს მიწიერი და ზეციური ძალების მხარდაჭერას. უცოდველი არსებიდან ცხოვრება მებრძოლს ჩამოაყალიბებს. მის სულს თანაგრძნობის უნარი ექნება.
მედიტაცია:
სიჩუმე, სიცარიელე.
მთვარე იმყოფება ,,ტყუპების’’ ზოდიაქოში. 18.11-ის 4.07 სთ.დან 20.11-ის 15.23 სთ.მდე.
პრობლემურია ფილტვები, მხრები და ხელების არე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში სასწორის და მერწყულის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება ლომის და ვერძის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მორიელის და თხისრქის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
ტყუპების და მშვილდოსნის
ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კუროს ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ქალწულის და თევზების ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური პროგნოზი:
მარსი იუპიტერის დადებითი ასპექტი, კონკრეტულად სექსტილი, 60გრადუსის სიშორე დადებითად იმოქმედებს ნებისმიერ საქმეში დაინტერესებულ და მომუშავე ადამიანებზე. ეს ასპექტი ვრცელდება 18-19 ნოემბრის პერიოდზე. გამოიწვევს აქტიურ მოქმედებაბს საქის გაფართოვების მიზნით, როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, აგრეთვე თვითოეული პიროვნების საქმიანობაში.
18ნოემბრისღამის 3-4 საათიდან, კულმინაციადილის 7 საათი, 8-9 საათამდე,მთვარე ნეპტუნის კვადრატურა მოიტანსგახშირებული სუიციდის ფაქტებს მსოფლიო მსშტაბით, ზოგადად სევდასდა ქვეცნობიერ შიშსის გამოვლინებებს. ფიზიკურ ასპექტში გახშირდება ფარულად დაგეგმილი ნეგატიური მოვლენების ორგამიზება-განხირციელება, მოიმატებსქურდობის და დანაკარგებისრაოდენობა.
დღის დანარჩენი ნაწილი ზოგადად დადებითია, მაგრამ, საღამოს 18 საათიდან, მთვარის მე-16 დღის დადომის შემდგომ, მეტად დადებითი იქნება. 22 საათთან ახლოს მთვარე ურანის სექსტილი, აღნიშნულ საათთან ახლოს პერიოდს გახდის ბევრი ადამიანისათვის წარმა
გისურვებთ ბედნიერებას და წარმატებას!
მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili
skype: astrokonsultant

Комментариев нет:
Отправить комментарий