вторник, 31 декабря 2013 г.

1 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი. 2014 წელი



მეგობრებო, გილოცავთ ახალ 2014 წელს, სიუხვეს და ბედნიერებას გისურვებთ!!!

მთვარის 30- დღე 1.01 -7.56 სთ.დან 15.14 სთ.მდე, ახალი მთვარის დადგომამდე მოქმედებს რამოდენიმე საათით.

სიმბოლური შესატყვისება:
თევზების მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
ოქროს გედი.
მოქმედება:
ცხოვრების სიყვარული.
სახელწოდება:
გედი.
30- დღე ყოველ მთვარის თვეს არა აქვს.
სიყვარულის, პატიების, მონანიების და თვის შედეგების დაჯამების დღე. ხშირად გამოხატულია იმ ბოროტისა და კეთილის თანაბარი რაოდენობით, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. დიადი ზომიერების, სრული ჰარნომიის დროა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ნეიტრალური. საკვები უნდა იყოს მსუბუქი, არა ხორცეული, არა უხეში. სასურველია მუშაობა ქვაზე. ძაღლის ყეფა  ნიშანია რომ რაღაცა შეცდომა იქნა დაშვებული ცხოვრებისეულ გზაზე, გასულ თვეს.
დასვენების და გულის კუნთის წმენდის დღეა.
მისტიური ზეგავლენა:
შედეგების დაჯამების, თილისმებზე და პრეპარატებზე მუშაობის დროა.
30- დღეს ყურადღებით უნდა გაანალიზდეს განვლილი გზა და უნდა შეეცადოთ ჩამოირეცხოთ ცოდვები. ეს არის მსხვერპლის შეწირვის დღე, ყველაფერი უსარგებლოს მოშორების დრო, სულიერად განვითარების ახალ წრეზე გადასვლის დრო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველაფერი ეს  დაჯამდეს მზის დაბნელებამდე.
სოციალური ზეგავლენა:
არასაკეთილდღეოა საქმიანი ურთიერთობებისთვის.
ამ დღეს სასურველია დაასრულოთ საქმეები, უცქიროთ, ისწავლოთ სილამაზე, აჩუქოთ ხალხს სიხარული, დაარიგოთ ვალები, გამოიჩინოთ წყალობა. უნდა განწმინდოთ სახლი, კერძოდ თილისმების შეტანით (ნალი).
სამედიცინო თვალსაზრისით:
-
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ლამაზები, კეთილები, ბრძენები, სიყვარულში ერთგულები არიან. ადრეულ ასაკიდანვე პოულობენ თავიანთ მოწოდებას. ეს არის ერთ-ერთი ბოლო მოვლინება სამყაროში მოცემულ დონეზე  შესაძლებელია ისინი დედამიწაზე მეტი არ დაიბადონ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
სიცოცხლე თქვენს ბავშვს დასვენება ელის. მას ექნება ისეთი სიბრძნე, რომ ის არ ისურვებს ისაუბროს იმაზე, რაც იციან სამყაროში. გარდა ამისა ამ დღეს ჩასახული ბავშვისთვის დამახასიათებელი იქნება ჰარმონია ქორწინებაში, სიმშვიდე, ის იპოვის თავის იდეალს, იქნება მოწყალე ყველასა და ყველაფრის მიმართ.
მედიტაცია:
ბუნების ჰარმონია.


მთვარის 1-ლი დღე 1.01.2014-ის 15.14 სთ.დან(ახალი მთვარის დადგომა) 2.010ის 8.49 სთ.მდე.

(დასაწყისი: ახალი მთვარიდან მთვარის ამოსვლამდე)

სიმბოლური შესატყვისება:
ვერძის 1-ლი და 12- გრადუსები
სიმბოლო:
მანათობელი, ლამპარი, შუქი.
მოქმედება:
აზრი.
სახელწოდება:
მანათობელი, სხივი.

შემოქმედებითი ჩანაფიქრების დღეა. არავითარი საქმის დაწყება არ შეიძლება, მხოლოდ მათი დაგეგმვა ხდება. ის, რასაც ამ დღეს დაგეგმავთ, შემდგომში განხორციელდება და ამასთან თქვენი ჩარევის გარეშეც. ეს როგორც ცნობილია მაგიური დღეა, როდესაც შესაძლოა შექმნათ წარმოსახვითი სახეები, მენტალური ფორმები ცნობიერებაში, რომლებიც შემდგომ განხორციელდებიან. მთვარის 1- დღეს ფიქრი არა საჭიროზე”, ძალზე წინდაუხედავი საქციელია, რადგან ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რეალიები, რომლებმაც შემდგომ უბედურება მოგვიტანონ.
ეს ძალიან სუფთა დღეა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ნეიტრალური დღეა. ცუდია მოგზაურობისთვის, ვაჭრობისთვის.
მისტიური ზეგავლენა:
აზრის ფორმები და სახეები შექმნილი მთვარის ამ დღეს, საკმაოდ მყარია  და ქმნიან შეუსუსტებელი მოქმედების მიზანსწრაფულობას. ჩანაფიქრებისა და გეგმების დღეა.
სოციალური ზეგავლენა:
სუსტად უარყოფითია. არ ითანამშრომლოთ პარტნიორთან, ნუ მოიწადინებთ კონტაქტებს, ურთიერთობებს. სერიოზულ საქმეებს ნუ დაიწყებთ, მიმდინარე კი უკეთესია გადადოთ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს არ უნდა გადაიტვირთოთ. არ მიიღოთ ალკოჰოლი, ნუ შეჭამთ ცხარე და ძალიან  ცხელ საჭმელს. დაავადებები ხანგრძლივია, მაგრამ ავადმყოფი გამოკეთდება. ხშირად რთულდება დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზმში ქვების წარმოშობასთან, შეკრულობასთან. გამწვავდება კლაუსტროფობია.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
სულ რაღაც დიდის მოლოდინში არიან. მათ შეიძლება ასე ელოდონ სიცოცხლის ბოლომდე და წარმატებას ვერც მიაღწიონ. ზოგჯერ მათ რაღაც ზებუნებრივი ძალა უბიძგებს და ისინი გმირობას ჩადიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახულ ბავშვს ზეცა მფარველობს. მისთვის დამახასიათებელია ძლიერი ნებისყოფა, ხანგრძლივი და საინტერესო სიცოცხლე. ბიჭი შესაძლოა სასულიერო პირი გამოვიდეს, მაგრამ ამ დღეს ჩასახვისთვის საჭიროა შეემზადოთ ხანგრძლივი მარხვით. ფიზიოლოგიურად მძიმე დღეა. შინაგან ორგანოებს ამჭიდროვებს. თუ არ დაიცავთ რეკომენდაციებს, ენერგიის გადატყორცნა მოხდება შინაგან ორგანოებზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში ქვების წარმოქმნა. სანამ დაავადებები არ არის, არ უნდა მივცეთ მათ წარმოქმნისა და განვითარების საშუალება.
მედიტაცია:
სანთელი.
მთვარე გაივლის ,,თხის რქის’’ ზოდიაქოს        31.12-ის 22.01 სთ.დან  2.01-ის 21.03 სთ.მდე
პრობლემურია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი, მუხლები და მუხლის ქვემოთ ფეხები.

აღნიშნული პერიოდი დადებითიაპირველ კუროს  და ქალწულის ნიშნით დაბადებულებისათვის.

ზომიერი წარმატება ექნება თევზების და მორიელის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ტყუპების და ლომის ნიშნებს.
თხის რქის  და კირჩხიბის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ვერძის და სასწორის ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
1 იანვარი დადებითია მთლიანობაში. ბედნიერების მომტანი მთვარის მოკლე დღე, დილის 8 საათიდან 15.14 საათამდე დადებითადგანგვაწყობსზოგადად.
1 იანვარს მთვარის 1-ლი დღე დაემთხვა ამ წელს, ანუ, ახალი მთვარის დადგომის რთული რამოდენიმე საათია, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ აგრეთვე მარსი მერკურის კვადრატურა შექმნის აგრესიულ და კამატის ვიბრაციებს, ამიტომ აუცილებელია ახალი წლის სიამოვნებას და დროსტარებას, გარკვეული სიფრთხილით და ყურადღებით მოვეკიდოთ, განსაკუთრებით საზოგადოებაში ყოფნის დროს. საყურადღებოა, რომ აღნიშნულ საათებში შორს მგზავრობას მოვერიდოთ.
17 საათიდან სიტუაცია შეიცვლება დადებითისაკენ, საგრძნობლად, მთვარე მერკურის შეერთება დადებითად განაწყობს საზოგადოებას,  კომუნიკაბელუ , კარგი უერთიერთგაგების საათებია.
გვიანი სარამო 22 საათიდან ისევ დაძაბულია 2 იანვრის დილამდე.
2 იანვარი გაცილებით დადებითი დღეა, 15 საათზე მთვარე ვენერას შეერთება სიყვარულის და დროსტარებისაკენ უბიძგებს საზოგადოებას.  წარმატებით  ჩივლის ნებისმიერი შემოქმედებითი და მხათვრული ღონისძიება.  
გირჩევთ, მთავარი წვეულებები და აქტიურობა 2 იანვრისათვის მეტად დაგეგმოთ.


პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий