вторник, 17 декабря 2013 г.

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი. 2013 წელი.


მთვარის მე-15 დღე 17.12-ის 17.53 სთ.დან 18.12-ის 18.45 სთ.მდე.

სიმბოლური შესატყვისება:
ქალწულის მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
გველი, ტურა, უწმინდურთან მებრძოლი ადამიანი.
მოქმედება:
ცდუნება.
სახელწოდება:
გველი, ტურა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კრიტიკული დღეა. საქმეებს ყოველ წუთს შეიძლება შეექმნას დაბრკოლება. ცუდია სექსისა და ოჯახისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
გამოიყენეთ ასკეტიზმის ყველა ფორმა. სატანური დღეა. ამ დღეს შინაგანი გველი აქტიურდება ყველა ადამიანში, ამიტომ საჭიროა გამოვიყენოთ ასკეტიზმის ნებისმიერი ფორმა, რომ წმინდა დავრჩეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა ასტრალი. სასარგებლოა სამართლის დაცვა. სასარგებლოა ასკილის ჭამა, მახსოვრობის გასაუმჯობესებლად. საკვებად გამოდგება როგორც ცხარე, ასევე ცხელი, სამარხო საჭმელები. რეკომენდებულია იაპონური სამზარეულო. არ შეიძლება ვაშლი (ძალიან ინური ენერგიისაა).
მე-15 დღის სიზმარი წინასწარმეტყველურია. ამ დღეს დავა ცუდი ნიშანია.  კარგია ძაღლი, თუნდაც იყეფებოდეს.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია. ცდუნებების, მოტყუების ილუზიების და ცოდვების დღეა. არ ილანძღოთ. არ მიიღოთ საჩუქრები.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს უკეთესია ავად არ გახდეთ. გადატვირთულია ჰორმონალური და რეგულატორული ფუნქციები. ისტერიულობა, ფობიები, ტრავმის საშიშროება. ყურადღება მიაქციეთ კუჭქვეშა ჯირკვალს, დიაფრაგმას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
გველის ნატურისანი არიან (სავსევმთვარობა). ჯანმრთელობა კარგი აქვთ, დაჯილდოებული არიან დიდი ნიჭით. დღეგრძელები, თუმცა საკუთარი თავის წყალობით საკმაოდ უბედურები. გადაჭარბებული ვნებიანები, ზოგჯერ გიჟურად. ცუდად სწავლობენ. ყველა ასტრალურ ცდუნებებს ადვილად ემორჩილებიან, რადგან ასტრალური გველის გავლენის ქვეშ არიან დაბადებულები. მათთვის უცხო არაა არანაირი ხორციელი ცდუნება.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კრიტიკული დღეა ჩასახვისათვის. სიყვარული და სიძულვილი დაიპყრობს თქვენს ბავშვს. სიბოროტის მტერი იქნება. იგრძნობს მიწიერი და ზეციური ძალების მხარდაჭერას. უცოდველი არსებიდან ცხოვრება მებრძოლს ჩამოაყალიბებს. მის სულს თანაგრძნობის უნარი ექნება.
მედიტაცია:
სიჩუმე, სიცარიელე.


მთვარე გაივლის ,,ტყუპების’’ ზოდიაქოს  15.12-ის 10.40 სთ.დან 17.12-ის 22.17 სთ.მდე.

პრობლემურია ბრონქები, ფილტვები, ხელები და ბეჭები.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში სასწორის  და მერწყულის ნიშნით დაბადებულებისათვის.

ზომიერი წარმატება ექნება ლომის და ვერძის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მორიელის და თხის რქის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდი მათთვისაცდადებითად დამთავრდება.
ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთანდაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები

კუროს ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ქალწულის და თევზების ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
სავსე მთვარის დღეებია, 17 დეკემბერს 13.27 საათზე სრული სავსე მტვარეობაა. მომატებული აღგზნებადობა, უძილობა.  განსაკუტრებით აღსანიშნავია, რომ სითხე გროვდება ორგანიზმსი და მომატებს  არტერიული წნევა.  პრობლემები სამჩნევი იქნება გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობაში.  არ არის სასურველი გეგმიური ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სავსე მთვარეზე. სავსე მთვარის  ზემოქმედება ვრცელდება მისი დადგომიდან  2-3 დღით წინ და შემდეგ,  მოიმატებს აგრესიის და ფსიქიური გართულებების სტატისტიკა. მსოფლიოს მასშტაბით გახშირდება სუიციდის ფაქტები.
16 დეკემბერი ნეიტრალური დღეა, მოსალოდნელია კლიმატური ჭირვეულობები მსოფლიოს მრავალ რეგიონსში, ახლოვდება მარსი ურანის ოპოზიცია, რაც დიდ სტიქიურ ანომალიებს გამოიწვევს 24 დეკემბერთან ახლოს პერიოდში, მის ზემოქმედებას  დააჩქარებს და ხელს შეუწყობს 17 დეკემბრის სავსე მტვარის დადგომა.
17 დეკემბრისღამე და დილის საათებში მოსალოდნელია კრიტიკული ინფორმაციის მიგება,კამატი და გადამეტებული აღგზნებადობასაერთოდ. 15-17 დეკემბერს ურანი მიმართულებას შეიცვლის და გადადის ,,დირექტულ'', სწორ მოძრაობაზე, რაც, სავსე მთვარესთან ერთად იწვევს ამინდის მკვეთრ ცვლილებებს, ანომალიებს.
14-15 საათიდან ემდგომი საათები დადებითია.
საღამოს22 საათთან ახლოს მთვარე გადადის აახალ, კირჩხიბის ზოდიაქოში, ასეთ მთვარეს ვუწოდებთ ,,მიმართულება დაკარგულ მთვარეს’’ , რაც კატასტროფების და უბედური შემთხვევების მომატების მაუწყებელია რამოდენიმე საათის დიაპაზონში. 17 დეკემბერს ძალიან  კარგი იქნება, თუ თავს შევიკავებთ გადაჭარბებული ქეიფის და ალკოჰოლის მიღებისაგან. ცნობილია, რომ სავსე მტვარეზე ნებისმიერი ტოკსიკური ნივთიერებები მაქსიმალურად  იწოვება  ორგანიზმის მიერ,  ამიტომ, აკლოჰოლიც.  გაცილებით ძლიერად მოქმედებას ამ დგეებში, და განსაკუთრებიტ 17 დეკემბერს, სავსე მთვარეობის დღეს.


წარმატეას და ბედნიერებას გისურვებთ.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი

skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий