მთვარის 29-ე დღე 2.12-ის 7.08 სთ.დან 3.12-ის 4.22 სთ.მდე.
სიმბოლური შესატყვისება:
|
პლუტონი. თევზების მე-7 და
მე-18 გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
ჰიდრა,
რვაფეხა.
|
მოქმედება:
|
პანიკა.
|
სახელწოდება:
|
ჰიდრა,
რვაფეხა.
|
ერთ-ერთი ყველაზე საშიში და საშინელი, სატანური დღეა. ეს ის დღეა, როდესაც ადამიანს ნისლივით გარს ახვევია ასტრალი. ნებისმიერი სიზმარი, წინასწარმეტყველება იქნება ცრუ და არარეალური. ეშმაკების თარეშის დღეა. ახლოვდება გეკატის დღეები. ამ დღეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა დავიცვათ თავი სატანიზმისგან, წინ აღვუდგეთ მათ. საჭიროა მარხვის შენახვა, თავშეკავება, მონანიება და მოთმინება. არ შეიძლება ახალი საქმის დაწყება. თვით დაგეგმვაც კი. ყველაზე უკეთესია, თუ სახლის საქმეებით შემოვიფარგლებით.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ძლიერ ნეგატიური.
მისტიური ზეგავლენა:
დაცემისა და კატასტროფების დღეა.
საჭიროა გავწყვიტოთ ცრუ კავშირები, განვდევნოთ აბეზარი ხალხი და ნეგატიური აზრები. ჩავიტაროთ ორგანიზმის გაწმენდა, ძალიან ცივ წყალში ჩავდგათ ფეხები. რეკომენდირებულია ოთახებში საკმევლის მოტარება, კარგია კანდელის დანთება. მღვრიე წყალს, სიბნელეს და ბნელ შენობებს ერიდეთ.
სოციალური ზეგავლენა:
ძლიერ ნეგატიური.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ძლიერ ნეგატიური.
არ შეიძლება ძვლის და რქის ნაკეთობების ტარება. საკვებად სასარგებლოა სახლში გამომცხვარი ღვეზელი, პური, ბლინები. ცუდი ნიშანია კივილის გაგება, საყვირის ხმა, გაბმული ბგერა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ცხოვრებაში რამეს არასწორად აკეთებ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
იშვიათად გადარჩებიან. ბედი არ ექნებათ. მუდმივ ბრძოლასა და ძიებაში იქნებიან. მძიმე ცხოვრება ელით. ამ დღეს დბადებულები მთელი ზოდიაქოს “განტევების ვაცები” არიან. ხშირად სატანურად იქცევიან. მთელი სიცოცხლე ვიღაცას ებრძვიან. ხანგრძლივი, მაგრამ წარუმატებელი სიცოცხე ელით.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული პირირსპირ შეხვდება სატანას. შესაძლოა იგი მკვლელი გახდეს, სადისტი ანდა სატანჯელმისჯილი. შესაძლოა აგრეთვე ღვთისმსახური, ბოროტების წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლი გახდეს, თუმცა იქამდე დიდი და გრძელი გზა ელის.
მედიტაცია:
არა
მთვარე გაივლის ,,მშვილდოსნის’’ ზოდიაქოს 2.12-ის 10.31 სთ.დან 4.12-ის
10.46 სთ.მდე
მთვარე ,,მშვილდოსნის'' ზოდიაქოში: მოიმატებს მგზავრობისას უბედური შემთხვევების სტატისტიკა, ღვიძლის მუშაობა იქნება გართულებილი და ნერვული სისტემა.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში ვერძის და ლომის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება მერწყულის და სასწორის ზოდიაქოს.
ბევრი მუშაობა მოუწევთ და სუსტი ჯანმრთელობა ექნება კუროს და კირჩხიბის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს, ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თევზების და ქალწულის ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური პროგნოზი:
მთვარე ,,მშვილდოსნის'' ზოდიაქოში: მოიმატებს მგზავრობისას უბედური შემთხვევების სტატისტიკა, ღვიძლის მუშაობა იქნება გართულებილი და ნერვული სისტემა.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში ვერძის და ლომის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება მერწყულის და სასწორის ზოდიაქოს.
ბევრი მუშაობა მოუწევთ და სუსტი ჯანმრთელობა ექნება კუროს და კირჩხიბის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს, ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თევზების და ქალწულის ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური პროგნოზი:
დაიწყო ,,გეკატის დღეები’’,
ახალ მთვარემდე 2 დღე წინ და შემდეგ
მთვარე არ მოსჩანს, მზეს უახლოვდება და ,,ბნელი ღამეებია’’ . გეკატა არის
წყვდიადის ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში, საიდანაც მოდის მთვარის დღეების , და ამ პერიოდების
სახელწოდება. 28-29 მთვარის დღეები და 1-ლი ახალი მთვარე, შემდგომ, მე-2 დღე შედის
ამდაგვარი დღეების თანრიგში. ასეთ პერიოში ზოგადად დაძაბულია ფსიქიკა და
მომატებულია კონფლიქტურობა. განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ მაღალემოციური
ადამიანები, რათა თავისი მოქმედებით არ დაზარალდნენ, როგორც პირად ურთიერთობებში,
ასევე საქმეში. მთვარის მე-3 დღიდან, როდესაც ,,ნამგალა მთვარე’’ ფიზიკურად ჩნდება
დასავლეთით მზის ჩასვლის შემდეგ უკვე დამთავრებული იქმება აღნიშნული ,,გეკატის
დღეები’’ და ზოგადი დამშვიდების პერიოდი ყველასათვის ყველასათვის.
თავისთავად, ძალიან ბევრია
აღნიშნულ მძიმე დღეებში ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევები, ამიტომ, წინდაწონ
პროფილაქტიკური ღონისძიებებით შეგვიძლია მინიმუმამდე დავიყვანოთ მოსალოდნელი
ჯანმრთელობის დარღვევები.
2 დეკემბერი რთული და
აგრესიული დღეა, საჭიროა, ისე გავატაროთ, რომ არ დავზარალდეთ ნებისმიერ სფეროში.
ძალიან
არასახარბიელოა წვეულებების დაგეგმვა და მოწყობა, ალკოფოლის მიღება, მითუმეტეს 2
დან სამი რიცხვის ღამის საათებში., რადგან
3 დეკემბრის 4.22 საათზე მზე და მთვარე ერთ ხაზზე მოეწყობა, ანუ, ახალი
მთვარის დადგომაა, რაც უდიდეს კრიტიკულ ენერგიას ასხივებს, ეს შეერთება მეომრულ
,,მშვილდოსნის’’ ზოდიაქოში ხდება, რაც პირდაპირი მინიშნებაა აგრესიული და მეომრული
განწყობის საზოგადოებაში, როგორც მსოფლიო მასშტაბებით შეიარაღებული კონფლიქტების, შესაძლო სისხლიანი შეტაკებების, ასევე, ყოველი ადამიანის ცხოვრებაში მოსალოდნელი აგრესიის ფაქტების.
საჭიროა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და უსაფრთხოდ
მივიდეთ 4 დეკემბრის თარიღამდე, როდესაც დამთავრდება ,,გეკატის დღეები’’ და ცაზე გამოჩნდება
ახალი მთვარე.
გისურვებთ წარმატებას და ბედნიერებას!
პატივისცემით, ასტროლოგი ბესო
ბეციაშვილი.
მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili
skype: astrokonsultant
მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili
skype: astrokonsultant

Комментариев нет:
Отправить комментарий