пятница, 27 декабря 2013 г.

27 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი. 2013 წელი.

მთვარის 25- დღე 27.12-ის 2.30 სთ.დან   28.12-ის 3.38 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
თხის რქის მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
კუ, ნიჟარა ორი ჭურჭელი, ცოცხალი და მკვდარი წყლებით.
მოქმედება:
წარმოსახვა.
სახელწოდება:
ნიჟარა, ჭურჭელი, კუ.

შეეცადეთ დაასრულოთ საქმეები ზუსტად ამ დღეს.
პასიური დღეა, ცქერის, მარტოობის, კონცენტრაციისა და წარმოსახვის დღეა. შეიძლება სამკურნალო შიმშილობის დაწყება. სულიერების ამაღლებაზე მუშაობა.
ამ დღეს ყველა ადამიანი უნდა განიწმინდოს სულიერი თუ ფიზიკური შლაკებისაგან, მოუსმინოს თავის შინაგან ხმას. უკუნაჩვენებია აჩქარება. თუკი 25- დღეს ჩაგესმებათ რაიმე წინასწარმეტყველური ხმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვინმეს დამონებული ჰყავხართ.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
სუსტად უარყოფითია. ცუდია ქორწინებისთვის, მოგზაურობისთვის.
მისტიური ზეგავლენა:
ერთვებიან უმაღლესი ფსიქიური ძალები. ბევრის მიღწევა შეიძლება, თუ ამ დღეს ჩაუღრმავდებით განჭვრეტას, სიმშვიდეს, მოლოდინს და განივითარებთ მგრძნობიარობას.
სოციალური ზეგავლენა:
სუსტად უარყოფითია. მოითხოვს რაციონალიურობას და გონივრულობას.
სამედიცინო თვალსაზრისით:
-
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ძალიან ადრე ბრძენდებიან. აუჩქარებლები არიან, მაგრამ ბევრი შეუძლიათ. ფლობენ სულიერი და მისტიური განვითარების უშრეტ მარაგს. ხშირად იბადებიან წინასწარმეტყველები”.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
დაბადების საიდუმლო, ან რაიმე გაუგებარი გარემოება დიდ როლს ითამაშებს ამ დღეს ჩასახულ ადამიანზე. ის მიიღებს დაცვას და მფარველობას. დამახასიათებელია ინტუიცია, წინასწარხედვა და გულჩახვეულობა, საშიში დაავადებები და მხცოვანის სიბრძნე. მთავარია ფორმულა: მიზანი ამართლებს საშუალებას არ გახდეს პრინციპი მის ცხოვრებაში.
მედიტაცია:
შესაძლებელი იდეალი ადამიანში.

მთვარე გაივლის ,,სასწორის’’ ზოდიაქოს      25.12-ის 10.17 სთ.დან  27.12-ის 17.58 სთ.მდე.
პრობლემურია თირკმელები, წელის  არე, ფსიქიკა.

აღნიშნული პერიოდი დადებითიაპირველ რიგში მერწყულის  და ტყუპების ნიშნით დაბადებულებისათვის.

ზომიერი წარმატება ექნება მშვილდოსნის და ლომის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თევზების და კუროს ნიშნებსმაგრამ ბოლოს,ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
სასწორის და ვერძის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მორიელის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
27დეკემბრის დილის საათები 14 საათამდე ზომიერად დადებითია. 14-15 საათზემთვარევენერას კვადრატურა გამოიწვევს ზოგადად უხასიათობას, სიყვარულში შესაძლო ურთიერთგაუგებრობას, შემოქმედებითი მუშაობის შეფერხებას.
18.00 საათზე მთვარე შეიცვლისზოდიაქოს, და გადავა ,,მორიელის’’ ნიშანში, რაც ამ საათთან ახლოს პერიოდს გახდის კრიტიკულს. 19-20 საათოდან საღამო დადებითია, მთვარე ნეფტუნის ტრიგონი, რაც ხელს შეუწყობს  ბოლო დღეებში დაგროვებული პრობლემების მოგვარებას.

ფონის სახით აგრძელებს მარსი ურანის ოპოზიცია მოქმედებას., ქმნის კატასტროფების დიდ ალბათობას.  პრობლემები შეექმნება ელექტრო და ტელესაკომუნიკაციო სისტემების მუშაობას, გახშირდება ხანძრის, ელექტრო ტრავმების სტატისტიკა.  მაქსიმალურად მოვერიდოთ შორს მანძილზე მგზავრობას  ამ დღეებში. უკვე 23 დეკემბრიდან იგრძნობა უბედური შემთხვევების გაზრდილი სტატისტიკა.
აღნიშნული ასპექტისზეგავლენით  მოიმატებს ჩხუბის, სხეულის დაჭრის სტატისტიკა, აგრეთვე , ავტო, ავია და ყველა სახოს კატასტროფების სტატისტიკა მსობლიოს მასშტაბით. ხანძრის ალბათობა იქნება გაზრდილი, დენის, ანდა ასაფეთქებელი ნივთიერებების მიზეზით.
25-26 -27 დეკემბერი სტიქიის სერიოზული გართულებებით იქნება აღნიშნული მსოფლიოს ბევრ რეგიონში.
ყოველგვარი მგზავრობა შორს მანძილზე, წვეულებების მოწყობა და მასობრივი ღონისძიეები უნდა მინიმუმამდე შემცირდეს ამ პერიოდში.



პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий