მთვარის მე-3 დღე 4.12-ის 9.18 სთ.დან 5.12-ის 10.13 სთ.მდე მოქმედებს.
იწყება ახალმთვარეობა. ცაზე ჩნდება ნამგალა მთვარე (გეკატის დღეები დასრულდა)
სიმბოლური შესატყვისება: ვერძის 25-ე და კუროს მე-6 გრადუსები.
სიმბოლო: ნახტომისთვის მომზადებული ლეოპარდი.
მოქმედება: ბრძოლა.
სახელწოდება: ჯიქი, მეომარი
ეს აქტიური ბრძოლისა და აგრესიის დღეა. ჯავშნით შებორკილი ასტრალური მეომრის აგრესიის დღეა. პასიური ადამიანები მთვარის მესამე დღეს მტკივნეულად განიცდიან, რადგან მათზე ხდება სხვადასხვა სახის ასტრალური თავდასხმები. ადამიანი თუ მებრძოლი არ არის, ის თავის ენერგიის ვერ იყენებს და მფრთხალი, ეჭვიანი და ვერაგი ხდება. საჭიროა ენერგიის კონცენტრაცია და საკუთარი ასტრალური ენერგიის თავდაცვისთვის გამოყენება. ეს ყველაზე საუკეთესო დღეა საბრძოლო ხელოვნების შესასწავლად: ტაი-ჩი, კარატე და სხვა.
ძველად ამ დღეს ჩამოასხამდნენ ვერცხლის ნივთებს.
მთვარის მესამე დღეს სასურველია რაც შეიძლება მეტად იაქტიუროთ ფიზიკურად.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
საქმეები ნორმალურად მიდის. რეკომენდებულია აბანო. ცუდია, თუ მთვარის მესამე დღეს ზეთი დაგეღვრებათ (ეს იმის ნიშანია, რომ ფეხი დაგიცდათ და გზიდან გადახვედით).
სასურველია საუნა. რეკომენდებულია ბიოველის ენერგიებზე მუშაობა.
მისტიური ზეგავლენა:
ეს დღე კარგია დანების გასალესად და საერთოდ მეტალებზე სამუშაოდ. კარგია ომის გამოცხადება.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია სუსტი და პასიური ხალხისათვის. მომეტებულია აგრესია. ბრძოლის დღეა. ნუ დაქორწინდებით ამ დღეს.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ტრავმები, მწვავე დაავადებები, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას მოითხოვენ საშიშია ავად გახდომა ამ დღეს.
თუ ავადმყოფობა კეფისა და ყურების არეშია, აუცილებელია ძვლების გაწმენდა (1 პაკეტი დაფნის ფოთოლი მოხარშეთ 1 ლტ წყალში, იდუღოს იქამდე, სანამ დარჩება ნახევარი ლიტრი. დალევთ 3-ჯერ). აღნიშნულ სხეულის ნაწილებს ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
არიან აქტიურები, მეომრები, სტრატეგები. ხშირად მაგიური ან სპორტული პოტენციალით.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კარგია მეომრის ანდა ხულიგანის ჩასახვისათვის. ვნებიანი და აქტიურები იქნებიან ამ დღეს ჩასახული ადამიანები.
მედიტაცია:
იარაღი.
მთვარე გაივლის ,,თხის რქის’’ ზოდიაქოს 4.12-ის 10.46 სთ.დან 6.12-ის 10.53 -სთ.მდე
მიდრეკილებაა გაციებით გამოწვეული დაავადებებისადმი. შესამჩნევი იქნება დეპრესიის და მელანქოლიის მომატება. გაზრდილია მუხლის და ფეხების ტკივილების და შესაძლო ტრავმის ალბათობა.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში კუროს და ქალწულის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება თევზების და მორიელის ზოდიაქოს.
ბევრი მუშაობა მოუწევთ და სუსტი ჯანმრთელობა ექნება ტყუპების და ლომის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს, ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
თხის რქის და კირჩიბის ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ვერძის და სასწორის ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური პროგნოზი:
4 დეკემბრის ღამის საათებიდან,კულმინაცია 8.00 სთ. მთვარე მარსისკვადრატურა გამოიწვევს აგრესიულოვას საზოგადოებაში, მოიმატებს ტრავმების ალბათობა, მსოფლიო მასშტაბით მოსალოდნელია საომარი შეტაკებების პრეცენდენტებიოფიციალურთუ, არაოფიციალურ დაჯგუფებებს შორის. ამინდის გაუარესებაც ამ საათებშია მოსალოდნელი, 11.00 თან ახლოს, მთვარე შეიცვლის ზოდიაქოს, და გადავა ,,თხის რქის’’ ნუშანში, რაც ზემოთ აღწერილ სიტუაციებს გაახანგრზლივებს დღის 12 საათამდე, დაახლოვებით.
შუადღი შემდეგ დღე ზომიერად დადებითია გვიან საღამომდე.
გისურვებთ წარმატებას და ბედნიერებას!
პატივისცემით, ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili
skype: astrokonsultant

Комментариев нет:
Отправить комментарий