пятница, 17 января 2014 г.

18 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი, დღის ჰოროსკოპი, 2014 წელი.


მთვარის მე-17 დღე 17.01-ის 20.22 სთ.დან 18.01-ის 21.20 სთ.მდე მოქმედებს

სიმბოლური შესატყვისება:
სასწორის მე-13 და 24- გრადუსები.
სიმბოლო:
ზარი, ყურძნის მტევანი.
მოქმედება:
ექსტაზი.
სახელწოდება:
ზარი, ყურძნის მტევანი.

ამ დღეს ხდება შინაგანი თავისუფლების შეძენა. დიონისეს მისტერიის დღეა. ძველ საბერძნეთში ამ ღმერთის პატისვისცემად წმინდა ვაკხანალიები იმართებოდა. ეს დაგროვების, ნაყოფიერების, ექსტაზისა და ყოფიერების, სიხარულის დღეა. კარგია ცოლ-ქმრული ურთიერთობებისათვის. წყვილების კონტაქტების, ქეიფების, ბანკეტებისა და წვეულებებისათვის. ყველაზე ნათელი ასპექტი ამ დღისათვის არის სიყვარული, მაგრამ ზომიერების დაცვა არ უნდა დაგავიწყდეთ. ეს დღე ბევრ მოულოდნელობას შეიცავს, უდიდესი არაკონტროლირებადი ენერგიების გამო.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ცუდია ერთფეროვანი, მოსაწყენი საქმისათვის, გადაღლისა და ანგარიშებისათვის. კარგია მოგზაურობისათვის, ვაჭრობისათვის, ქორწინებისათვის. წარმატებულია ქურდებისათვის.
მე-17 დღე კონტაქტების დღეა. მხიარულების და სიმღერის. ჯგუფური ვარჯიშების, ძალისმიერი ასანებისთვის. ამ დღის შედეგები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. მაღალ დონეზე იდეალური სიყვარულის გასაღების პოვნა, დაბალ დონეზე - თავშეუკავებელი სიგიჟე და ლოთობა.
რეკომენდებულია მშრალი ღვინო.
მისტიური ზეგავლენა:
-
სოციალური ზეგავლენა:
-
სამედიცინო თვალსაზრისით:
ინფექციური დაავადებების გამოვლინების დღეა. ქალებს ფსიქიკა დაძაბული აქვთ. ტრავმისთვის საშიში დღეა. ამ დღეს კარგია ქორწინება. მას დიდხანს ექნება საფუძვლად სიყვარული. საერთოდ, ქორწილისთვის კარგია მე-12, მე-16 და მე-17 დღეები (მე-16 დღეს ქორწინება დაეფუძნება ჰარმონიულობას, მე-12 დღეს უმაღლეს სიყვარულს).
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
უზომოდ საჭიროებენ თავის მეორე ნახევარს. მათ დიდი მოთხოვნილება აქვთ ჰყავდეთ ჭეშმარიტი მეუღლე ანდა საყვარელი პოლარული ენერგიის წყარო. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება იქნება უსუსური და საბრალოდ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ბავშვის ჩასახვა მოხდება სიხარულსა და მხიარულებაში, ასეთივე იქნება მისი ხასიათიც, მაგრამ ფრთხილად იყავით, თქვენი შვილი შესაძლოა გაიზარდოს ლოთი და მატყუარა.
მედიტაცია:
ცეკვა.

მთვარე
 გაივლის ,,ლომის’’ ზოდიაქოს        16.01 -ის 17.00 სთ.დან 19.01-ის 5.23 სთ.მდე
პრობლემურია გული და გულსისხლძარღვთა სისტემა.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ  რიგში  მშვილდოსნის   და  ვეძის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება სასწორის  და ტყუპების  ზოდიაქოს.ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თხის რქის და თევზების ნიშნებს.
ლომის  და მერწყულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები
კირჩხიბის  ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ქალწულის  ზოდიაქოს ნიშანს.კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მორიელის  და კუროს ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
18 იანვარი მთლიანობაში დადებითი დღეა.  მაგრამ, საქმეში დაბრკოლებაა მოსალოდნელი 11-13 საათის შუალედში,  მთვარე სატურნისკვადრატურა. და შესაძლო აგრესია, ამდა ტექნიკასტან პრობლემები 17, 19 საათის პერიოდისათვის, მთვარე ურანის პოლუტარაკვადრატი.   აღნიშნული საათის შემდეგ , გვიანი საღამო ნეიტრალური ზემოქმედების იქნება.

(საერთოდ, 2-3 დღე, ჯერ კიდევ გრძელდება სავსე მთვარის გამო დაძაბული ფსიქიკური მდგომარეობები, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია.)

პატივისცემით  ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი




მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий