вторник, 21 января 2014 г.

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი, დღის ჰოროსკოპი, 2014 წელი.

მთვარის მე-20 დღე 20.01-ის 22.18 სთ.დან 21.01-ის 23.18 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
მორიელის მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
არწივი ნიანგის კუდით”, რაც ნიშნავს ორი ნიშნის, მორიელსა და მშვილდოსნის შეერთებას.
მოქმედება:
ფრენა.
სახელწოდება:
არწივი, მუზა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ბედნიერი დღეა ყველაფრისთვის, გარდა მოსაწყენი, აუცილებელი საქმეებისთვის.
მისტიური ზეგავლენა:
აღმოჩენების, გულახდილობის დღეა. სულიერი გარდაქმნის, ეჭვების დაძლევის, ნებისმიერი ვალებისგან ან მძიმე მდგომარეობებისგან განთავისუფლების დღეა.
ძალიან სერიოზული და საინტერესო დღეა. სულიერი გარდაქმნისა და კოსმიური კანონების შემეცნების დღეა.
არწივი რელიგიური გამარჯვების სიმბოლოა.
სოციალური ზეგავლენა:
კერთილსაიმედო დღეა, განსაკუთრებით მიზანსწრაფული და ძლიერი იდეების მატარებელი ხალხისათვის. ლიდერებისა და ორატორების დღეა. თითქმის ყველა საქმის კეთება კარგია.
სამედიცინო თვალსაზრისით:
პრობლემური დაავადებები იშვიათია, თუმცა მაღალია ტრავმატიზმის პროცენტი, საშიშია ხერხემლისთვის. შიმშილობისთვის საუკეთესო დღეა. აკრძალულია ხორცეულის მიღება. ერიდეთ თვალების გადაღლას. უკეთესის სახლში ყოფნა და ჩვეულებრივი ოჯახური საქმიანობა. არ შეიძლება ექსტრასენსობით განკურნვა  ბევრ ენერგიას დაკარგავთ.
მე-20 დღის საშიშროებაა სიამაყე, ქედმაღლობა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ხშირად შემოქმედებითები ხალხია. უკეთეს შემთხვევაში  არიან საქმის გულისთვის თავგადადებულები, უარეს შემთხვევაში - მეტისმეტად ამაყი და მიუკარებანი, ხანდახან ცრუავტორიტეტები ან დიქტატორები გამოდიან. მიდრეკილება აქვთ ასტრალური მოგზაურობისაკენ, მუდმივ მოლოდინში ცხოვრობენ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კრიტიკული დღეა. ამ დღეს ჩასახული ბავშვი მოისურვებს ცხოვრებაში შეუძლებლის მიღწევას, ყველაფრის გაგებას, შესაძლებელია თუ არა ეს, მის პოტენციალზეა დამოკიდებული. ტყუილი მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია.
მედიტაცია:
ცა, ბუნება, ცხოველთა გრაციოზულობა.


20 იანვრის 7.51 სთ.ზე მზე შედის ,,მერწყულის'' ზოდიაქოში 18 თებერვლის 21.59 სთ.მდე
აღნიშნული პერიოდი, პირველ რიგში, დადებითია ,,ტყუპების’’ და ,,სასწორის’’ ნიშნით დაბადებული პიროვნებებისათვის. ზომიერი წარმატება ექნებათ ,,ვერძის’’ და ,,მშვილდოსნის’’ ნიშნებს. კრიტიკულია აღნიშნული პერიოდი ,,კუროს’’ და ,,მორიელის’’ ნიშნებისათვის. დანარჩენი ზოდიაქოებისათვის მხოლოდ მზის განლაგებით საუბარი არ იქნებოდა გამართლებული და ზუსტი, ამის გამო მათ ვერ მოვიხსენიებ.
აღნიშნული პერიოდის ზემოქმედება, გინდ დადებითი და გინდ უარყოფითი უფრო ძლიერდება საკუთარი დაბადების თარიღის გამეორებასთან ახლოს დღეებში, მხოლოდ გადმოტანილი  მერწყულის პერიოდში. მაგალითად, პიროვნება დაბადბულია 12ივნისს, შესაბამისად, იგი ,,ტყუპების’’ზოდიაქოს წარმომადგენელია, აღნიშნულ პერიოდში ,,,მერწყულის’’ ვადებში, ეს თარიღი გამეორდება 12 თებერვალს, რაც გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ 12 ივნისს დაბადებულ პიროვნებას ძლიერ დადებითი პერიოდი ექნება ზუსტად 12 თებერვალთან ახლოს დღეებში. ყოველ ადამიანს შეუძლია, როგორც ასტროლოგმა, ნაწილობრივ მაინც მეტ სიზუსტეს მიაღწიოს, თუ საკუთარ დაბადების თარიღს გაითვალისწინებს, როგორც მაგალითშია მოყვანილი, იმის შესაბამისად.

მთვარე გაივლის ,,ქალწულის’’ ზოდიაქოს       19.01-ის 5.23 სთ.დან 21.01-ის 16.43 სთ.მდე
პრობლემურია ნაწლავური სისტემა.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ  რიგში  თხისრქის   და  კუროს ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება მორიელის  და  კირჩხიბის  ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მერწყულის და ვერძის ნიშნებს.
ქალწულის  და თევზების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები
ლომის  ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება სასწორის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მშვილდოსნის  და ტყუპების ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
21 დადებითი დღეა მთლიანობაში.
16.43 საათზე. მთცარეგადადის ,,სასწორის ‘’ ზოდიაქოში, რაც აღნიშნულ დრისთან ახლოს პერიოდს შედარებით კრიტიკულს გახდის,მაგრამ, 19.40 საათზე მთვარე მზის დადებითი ასპექტი, მთლიანობაში დადებითად იმოქმედებს მთელ დღეზე და განსაკუთრებით 17 საათოდან საღამოს პერიოდზე.
 სავსე მთვარის კრიტიკული ზემოქმედების შემდეგ პირველი დღე იქნება , როდესაც ნებისმიერი მიმართულების საქმე დადებითად გადაწყდება.
პატივისცემით  ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი



მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant


Комментариев нет:

Отправить комментарий