მთვარის 25-ე დღე 26.01-ის 3.30 სთ.დან 27.01-ის
4.35 სთ.მდე მოქმედებს.
|
სიმბოლური შესატყვისება:
|
თხის რქის
მე-19 და
30-ე გრადუსები.
|
|
სიმბოლო:
|
კუ,
ნიჟარა ორი ჭურჭელი,
ცოცხალი
და მკვდარი წყლებით.
|
|
მოქმედება:
|
წარმოსახვა.
|
|
სახელწოდება:
|
ნიჟარა,
ჭურჭელი, კუ.
|
შეეცადეთ დაასრულოთ საქმეები ზუსტად ამ დღეს.
პასიური დღეა, ცქერის, მარტოობის, კონცენტრაციისა და წარმოსახვის დღეა. შეიძლება სამკურნალო შიმშილობის დაწყება. სულიერების ამაღლებაზე მუშაობა.
ამ დღეს ყველა ადამიანი უნდა განიწმინდოს სულიერი თუ ფიზიკური შლაკებისაგან, მოუსმინოს თავის შინაგან ხმას. უკუნაჩვენებია აჩქარება. თუკი 25-ე დღეს ჩაგესმებათ რაიმე წინასწარმეტყველური ხმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვინმეს დამონებული ჰყავხართ.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
სუსტად უარყოფითია. ცუდია ქორწინებისთვის, მოგზაურობისთვის.
მისტიური ზეგავლენა:
ერთვებიან უმაღლესი ფსიქიური ძალები. ბევრის მიღწევა შეიძლება, თუ ამ დღეს ჩაუღრმავდებით განჭვრეტას, სიმშვიდეს, მოლოდინს და განივითარებთ მგრძნობიარობას.
სოციალური ზეგავლენა:
სუსტად უარყოფითია. მოითხოვს რაციონალიურობას და გონივრულობას.
სამედიცინო თვალსაზრისით:
-
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ძალიან ადრე ბრძენდებიან. აუჩქარებლები არიან, მაგრამ ბევრი შეუძლიათ. ფლობენ სულიერი და მისტიური განვითარების უშრეტ მარაგს. ხშირად იბადებიან “წინასწარმეტყველები”.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
დაბადების საიდუმლო, ან რაიმე გაუგებარი გარემოება დიდ როლს ითამაშებს ამ დღეს ჩასახულ ადამიანზე. ის მიიღებს დაცვას და მფარველობას. დამახასიათებელია ინტუიცია, წინასწარხედვა და გულჩახვეულობა, საშიში დაავადებები და მხცოვანის სიბრძნე. მთავარია ფორმულა: “მიზანი ამართლებს საშუალებას” არ გახდეს პრინციპი მის ცხოვრებაში.
მედიტაცია:
შესაძლებელი იდეალი ადამიანში.
მთვარე გაივლის ,,მშვილდოსნის’’ ზოდიაქოს 26.01-ის 7.13 სთ.დან 28.01-ის 12.04 სთ.მდე პრობლემურია ღვიძლისმუშაობა..
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, ვერძის და ლომის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება მერწყულის და სასწორის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კუროს და კირჩხიბის ნიშნებს.
მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თხისრქის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თევზების და ქალწულის ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური პროგნოზი:
26 იანვარი ზოგადად დადებითი დღეა. დილის 8 საათთან ახლოს პერიოდი პრობლემურია, მტვარე გადადის მშვილდოსნის ზოდიაქოში. შემდგომი საატები დადებირია. 14 საათთან ახლოს მოსალოდნელია ფარულიხელის შემშლელი მოვლენები საქმეში, მაგრამ, 15-16 საათიდან, დღის ბოლოსათვის ბევრადამიანს საქმე დსებითად შემოუბრუნდება. საღამოს17-19 საათი წარმატებულია კონკრეტულად, მთვარე მზის სექსტილი, და მოულოსნელი წარმატებულიმოვლენები, ინფორმაციაამის შესახებ, დადებით განწყობაზე დააყენებს ზოგადად საზოგადოებას, 21-22 საათისათვის.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий