пятница, 31 января 2014 г.

31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი, დღისჰოროსკოპი, 2014 წელი.

მთვარის 1-ლი დღე 31.01-ის 1.38 სთ.დან 8.07 სთ.მდე.
(დასაწყისი: ახალი მთვარიდან მთვარის ამოსვლამდე)

სიმბოლური შესატყვისება:
ვერძის 1-ლი და 12- გრადუსები
სიმბოლო:
მანათობელი, ლამპარი, შუქი.
მოქმედება:
აზრი.
სახელწოდება:
მანათობელი, სხივი.

შემოქმედებითი ჩანაფიქრების დღეა. არავითარი საქმის დაწყება არ შეიძლება, მხოლოდ მათი დაგეგმვა ხდება. ის, რასაც ამ დღეს დაგეგმავთ, შემდგომში განხორციელდება და ამასთან თქვენი ჩარევის გარეშეც. ეს როგორც ცნობილია მაგიური დღეა, როდესაც შესაძლოა შექმნათ წარმოსახვითი სახეები, მენტალური ფორმები ცნობიერებაში, რომლებიც შემდგომ განხორციელდებიან. მთვარის 1- დღეს ფიქრი არა საჭიროზე”, ძალზე წინდაუხედავი საქციელია, რადგან ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რეალიები, რომლებმაც შემდგომ უბედურება მოგვიტანონ.
ეს ძალიან სუფთა დღეა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ნეიტრალური დღეა. ცუდია მოგზაურობისთვის, ვაჭრობისთვის.
მისტიური ზეგავლენა:
აზრის ფორმები და სახეები შექმნილი მთვარის ამ დღეს, საკმაოდ მყარია  და ქმნიან შეუსუსტებელი მოქმედების მიზანსწრაფულობას. ჩანაფიქრებისა და გეგმების დღეა.
სოციალური ზეგავლენა:
სუსტად უარყოფითია. არ ითანამშრომლოთ პარტნიორთან, ნუ მოიწადინებთ კონტაქტებს, ურთიერთობებს. სერიოზულ საქმეებს ნუ დაიწყებთ, მიმდინარე კი უკეთესია გადადოთ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს არ უნდა გადაიტვირთოთ. არ მიიღოთ ალკოჰოლი, ნუ შეჭამთ ცხარე და ძალიან  ცხელ საჭმელს. დაავადებები ხანგრძლივია, მაგრამ ავადმყოფი გამოკეთდება. ხშირად რთულდება დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზმში ქვების წარმოშობასთან, შეკრულობასთან. გამწვავდება კლაუსტროფობია.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
სულ რაღაც დიდის მოლოდინში არიან. მათ შეიძლება ასე ელოდონ სიცოცხლის ბოლომდე და წარმატებას ვერც მიაღწიონ. ზოგჯერ მათ რაღაც ზებუნებრივი ძალა უბიძგებს და ისინი გმირობას ჩადიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახულ ბავშვს ზეცა მფარველობს. მისთვის დამახასიათებელია ძლიერი ნებისყოფა, ხანგრძლივი და საინტერესო სიცოცხლე. ბიჭი შესაძლოა სასულიერო პირი გამოვიდეს, მაგრამ ამ დღეს ჩასახვისთვის საჭიროა შეემზადოთ ხანგრძლივი მარხვით. ფიზიოლოგიურად მძიმე დღეა. შინაგან ორგანოებს ამჭიდროვებს. თუ არ დაიცავთ რეკომენდაციებს, ენერგიის გადატყორცნა მოხდება შინაგან ორგანოებზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში ქვების წარმოქმნა. სანამ დაავადებები არ არის, არ უნდა მივცეთ მათ წარმოქმნისა და განვითარების საშუალება.
მედიტაცია:
სანთელი.

 მთვარის მე-2 დღე  31.01-ის 8.07 სთ.და1.02-ის 8.46 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
ვერძის მე-13 და 24- გრადუსები
სიმბოლო:
გზა, პირი
მოქმედება:
მოთხოვნილება
სახელწოდება:
დიდი თევზი, ყბა.
მთვარის მე-2 დღეს დადებით შედეგს იძლევა დიეტა. მთვარის ამოსვლის წინ ყველასთვის რეკომენდირებულია კუჭის ამორეცხვა. დალევ 1 ლტ დამარილებულ წყალს ლიმონით. ვინც შეჩვეულია მიიღებს ყვავის პოზას”. წყნარად დაჯდება და დაიწყებს პროდუქტებზე ფიქრს. თუ ჩამოთვლისას რომელიმე პროდუქტის გახსენებაზე გულის რევას იგრძნობთ, ის პროდუქტი სწყენს თქვენს ორგანიზმს (ასევე შესაძლებელია მეგობრების შემოწმება) სრულად უკუნაჩვენებია ამ დღეს სიბოროტე, გულგრილობა და სიკეთე პირიქით აუცილებელია ჩაინერგოს ადამიანმა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია მოგზაურობისთვის, შემოქმედებისთვის, ვაჭრობისათვის, დიდი საქმეებისა და სწავლისათვის. ასევე კარგია დასაგეგმად.
მისტიური ზეგავლენა:
ძირითადი მიმართულება ფიზიოლოგია, დიეტოლოგია. თუ იგრძენით რამეზე გულის რევა, იმ პროდუქტზე უარი უნდა თქვათ. ფიტოზემოქმედება: გამწმენდი პროცედურები (შიმშილობის გარეშე). დასაშვებია ფიზიკური ვარჯიშების ნებისმიერი სახე, მხოლოდ გადაღლის გარეშე.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია ახლო კონტაქტებისათვის, ქორწინების გასაფორმებლად, ქურდობისათვის, სასამართლო პროცესებისთვის. უკეთესია არ იჩხუბოთ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს კარგია ფიზიკური ვარჯიშები, ანდა საინფორმაციო ციკლის დაწყება, თუ ამას არ გააკეთებთ, შესაძლოა ორგანიზმში მოხდეს ფიზიკური სხეულების გამყარება (მარილები, შლაკები, ქვები). ტკივილს იწყებს კბილები. შესაძლოა პარადონტოზი. სასურველია ყურადღება მიექცეს აგრეთვე პირის ღრუს, კბილებს, სასას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ცდილობენ ყველაფერი მიიტაცონ, მოიხვეჭონ თავისკენ. ისინი მიისწრაფიან ქონების შესაძენად. ზოგჯერ ძუნწები არიან, მიჯაჭვული არიან თავის წრეს და ქონებას. გულმოდგინეები და ჭკვიანები, იშვიათად ცდებიან შეფასებაში, არასოდეს არ სუქდებიან.
დაბალი განვითარების ადამიანებში ეს ყველაფერი სიხარბესა და მიმტაცებლობაში აისახება. არასოდეს სუქდებიან, თუმცა ჭამენ ყველაფერს განურჩევლად. მათ შეიძლება განუვითარდეთ სიძუნწის, მომხვეჭელობის ინსტინქტი, ემონებიან ნივთებს.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ძალიან კარგია, განსაკუთრებით წარმატებულია გოგონას ჩასახვა. მას ელის წარმატება, სურვილების შესრულება და აუცილებლად ვინმეს მხრიდან მფარველობა.
მედიტაცია:
მოხმარების პროცესი.

მთვარე გაივლის ,,მერწყულის’’ ზოდიაქოს    30.01-ის 8.33 სთ.დან 1.02-ის 6.44 სთ.მდე.
 ნერვული დაავადებებს იწვევს. გადაღლისაგან პრობლემები. გულის წასვლების ალბათობა მომატებულია. მიდრეკილება სისლნაკლულობისადმი. ტერფებზე ვენების გაფართოება.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, ტყუპების და სასწორის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება ვერძის და მშვილდოსნის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კირჩხიბის და ქალწულის ნიშნებს.
მერწყულის და ლომის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან,კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლომონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თევზების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კუროს და მორიელის ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური პროგნოზი:დაიწყო ,,გეკატის დღეები’’, ახალ მთარესტან ახლოს პერიოდი,საზოგადოდ მომატებულიიქნება აპატიური,დეპრესიული მდგომარეობები, გადამეტებულიემოციების გამო ურთიერთობის დაძაბვა პარტნიორებთან, მეგობრებთან, თანამშრომლებთან,ამიტომ დაბეჯითებით გთხოვთ, 2-3თებერვლამდე თავი შეიკავოთ ნებისმიერიდაპირისპირებისაგან დაც შეიძლება ნაკლებად მიიღოთ ალკოჰოლი. 31 იანვრის ღამისსაათებში იქნება ახალმთვარობის დადგომა , კერძოდ 1.38 სთ.ზე.
ახალიმთვარის 1-ლი დღე გრძელდებადილის8.07 საათამდე, რადგან ახალმთვარეობის დადგომა ღამის საათებში მოხდაამჯერად, ხოლო, ყოველი მთვარია ახალი დღეიწყება აღმოსავლეთით მთვარის ამოსვლიდან.
შემოქმედებითი ჩანაფიქრების და დაგეგმვის პერიოდია აღნიშნული 31 იანვრის ღამის საათები, მთვარის 1-ლი დღე. ამ დროს დაგეგმილი საქმე ნაკლები ძალისხმევით განხორციელდება.
ახალი მთვარის დადგომას ბუდისტური სამყარო ახალი ,,ცხენის წელიწადის'' დადგომით ეგებება.

31 იანვარი და უახლოესი დღეები მოცულია იუპიტერ პლუტონის ზუსტი ოპოზიციით. საზოგადოების მასობრივი მღელვარების კულმინაცია სხვადასხვა საკითხების გამო, დაპირისპირება, თვით სისხლისღვრის დონეზე დამახასიატებელია ასეთი პლანეტარული განლაგების დროს. საქმეში დაბრკოლება და ეკონომიკის რყევა. ასეთი პროცესები მთელი 2 თვის პერიოდს მოიცავს, ზოგადად, მაგრამ, 31 იანვარს, და ახლოს დგეებში კულმინაციურ სიზუსტეს აღწევს მისი ზემოქმედება.
როგორც კონკრეტულად 31 იანვროის დღის მიმოხილვა, ვიტყოდი, რომ დღე ზომიერად დადებითია, 
ჩინური კალენდრის მიხედვით ახალი წელი 31 იანვარს დგება, კერძოდ ,,ცხენის წელიწადი'' შედის ძალაში.


პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий