четверг, 9 января 2014 г.

9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი. დღის ჰოროსკოპი. 2014 წელი.

მთვარის მე-9 დღე 9.01-ის 13.01 სთ.დან 10.01-ის 14.19 სთ.მდე მოქმედებს.


სიმბოლური შესატყვისება:
კირჩხიბის მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო:
ღამურა.
მოქმედება:
სპაზმა, მოწამვლა.
სახელწოდება:
ღამეს, რძის გზა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია ბინაში მუშაობა, მოგზაურობა. ცუდია ქორწინებისთვის, სწავლისთვის, სამზარეულოში მუშაობისთვის. თუ მე-9 დღეს კაკტუსი აყვავდა, სასიკეთო ნიშანია.
მისტიური ზეგავლენა:
ყველაზე უარყოფითი მთვარის დღეა. მოტყუების, სიამაყის, უთანხმოების. შეუძლია დაღუპოს ყველა წამოწყება. როგორც წესი, ამ მიმართულებით აქტიურობა ამ დღეს ყოველთვის ისჯება. შედეგები საშინელია. რეკომენდებულია განწმენდა, პასიურობა, კონტროლი. გულში სიმძიმის შეგრძნება იმის ნიშანია, რომ ბევრი პრობლემა დაგროვდა და საჭიროა ყურადღება დავუთმოთ სულიერ საზრდოს შეთვისებას, სათავეებს, ტრადიციებს.
შეიძლება შესრულდეს ძალისმიერი ასანები. ძალიან ეფექტური იქნება, თუ ამ დღეს მიუტევებთ ადამიანს, ვინც თქვენ გაწყენინათ.
სოციალური ზეგავლენა:
ნაკლებწარმატებული, საშიში, სატანური დღეა. განდიდების პერიოდია, ილუზიების, სიცრუის, შეცდომების და მოწამვლების. შესაძლოა დაგესიზმროთ საშინელი და მტანჯველი სიზმრები. ეს ის დღეა, როდესაც მხოლოდ ცუდ მინიშნებებს ვიღებთ, რომლებსაც ყურადღებით უნდა მოვექცეთ და ფხიზლად შევაფასოთ თითოეული მათგანი.
საჭიროა ჩანაფიქრების გაწმენდა, აქტიური თვითდაცვა აგრესიული სიბნელისაგან. ყველაზე ძლიერი მანიშნებელი ამ დღეს არის დაღვრილი რძე. თუ დედას ამ დღეს რძე გაუშრა, მისი შვილი დასჯილი იქნება.
არ შეიძლება სარკეში ცქერა, რეცხვა.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადება საშიშია, მაგრამ კარგად იკურნება. ხშირია ნევრალგიები, გულის დაავადებები გამწვავდება. ფსიქოანალიტიკოსების დღეა, თუმცა ფსიქიკა გადატვირთულია კომპლექსებით და გადაუდებელი პრობლემებით. მწვავდება ფობიები და სუიციდური (თვითმკვლელობის) ტენდენციები. ხშირია თვითმკვლელობა და დანაშაული. ხშირია ინტოქსიკაციები, მოწამვლები.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ძალიან ავადმყოფები არიან. ხშირად იწამლებიან ჰორმონული ბალანსი დარღვეული და იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ. შესაძლოა უშველოს გამწმენდმა პროცედურებმა და ჯანსაღი ცხოვრების წესმა. მათ ესაჭიროებათ მუდმივი გამწმენდი პროცედურები, როგორც ფიზიკური, ასევე ასტრალური შლაკებისაგან გასათავისუფლებლად.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
არასასურველი დღეა ჩასახვისათვის. თქვენი შვილი შესაძლოა საზოგადოებისთვის საშიში გახდეს. სხვა შემთხვევაში მისი სიცოცხლე საშინელ ტანჯვაში გაივლის. ნუ გარისკავთ
მედიტაცია:
თეთრი ფონი.


მთვარე გაივლის ,,კუროს’’ ზოდიაქოს         9.01-ის 6.24 სთ.დან  11.01-ის 16.26 სთ.მდე
პრობლემურია ყელის არე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში  ქალწულის   და თხის რქის ნიშნით დაბადებულებისათვის.

ზომიერი წარმატება ექნება კირჩხიბის  და მერწყულის  ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ სასწორის და მშვილდოსნის ნიშნებს.
კუროს  და მორიელის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები
ვერძის  ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ლომის  და მერწყულის ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
ფონისსახოთ მარსი, აგრესორი პლანეტა საქმის გაფართოვების დადებით პლანეტა იუპიტერთან ზუსტ კვადრატსაკეტებს 9 იანვრის ღამის 2.23 საათზე, ხოლო, იგივე საათთან ახლოს, 3.40 სთ.ზე მზე ნეპტუნის პოლუკვადრატია. ეს ასპექტები ზლიერ კრიტიკულია და იმოქმედება (უკვე მოწმედებს 3-4 დღეა)და გამოიწვევს საერთაშორისო და ადგილობრივი ვალუტების და აქციათა ინდექსების  კატასტროფულ  ცვლილებებს ეკონომიკისათვის.
მოსალოდნელია სტიქიური ანომალიები. ამინდის მკვეტრი ცვლილებები მსოფლიო მასშტაბიტ.
ყველაზე კარგი რჩევა იქნება 8 და 9 იანვარს, შეძლებისდაგვარად  არ იმგზავროთშორს მანძილზე, არ წამოიწყოთ დიდი საქმეები და , თუ საშუალებას იძლევა ვადები, მნიშვნელოვანი საქმეები გადაიტანოთ 10 იანვრისათვის.
10 იანვრიდან ასეთი კრიტიკული პლანეტარული გამოსხივებები საგრძნობლად შემცირდება.
9 იანვარს მთვარის მე-9 დღე საქართველოს ადგილობრივი დროით 13 საათზე დაიწყება, რაც პრობლემატურს გახდის 10 იანვრის 13.40 საათამდე პერიოდს.
მოსალოდნელია ძლიერ მომატებული გეომაგნირურობა.
საღამოს 19-20 საათიდან პერიოდი შედარებით დადებითია, როგორც 10 იანვრის ღამის საათები.


მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant


Комментариев нет:

Отправить комментарий