вторник, 11 февраля 2014 г.

12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი, დღისჰოროსკოპი, 2014 წელი.

მთვარის მე-14 დღე 12.02 -ის 16.22 სთ.დან 13.02-ის 17.18 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
ქალწულის მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო:
საყვირი.
მოქმედება:
გამოწვევა.
სახელწოდება:
საყვირი, ხეობა.
ვინაიდან ეს მოწოდების დღეა, იგი ასოცირდება საყვირთან. დაკავშირებულია ინფორმაციის წყაროების გამოყენებასთან.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია მოგზაურობისათვის, კომერციისა და თამაშებისათვის. ამ დღეს ჩადენილი დანაშაულები იხსნება. ძლიერდება მუსიკის დადებითი ზეგავლენა.
მისტიური ზეგავლენა:
ძალიან სერიოზული დღეა. სცდიან ძალებს ფიზიკურ სამყაროში. მთავარი ეტაპების დასაწყისი დღეა სრულყოფილების მისაღწევად. ბევრი რამ კარგად გამოდის. რეკომენდებულია ინფორმაციაზე მუშაობა, ლოცვა შეიძლება, მაგრამ არა მეტისმეტი გულმოდგინებით. სასარგებლოა მომეტებული ნუშის ჭამა, დამარილებული პროდუქტების მიღება. უარი თქვით მწარეზე და ტკბილზე. სასარგებლოა წმინდა ტექსტებზე მუშაობა. ხდება საიდუმლო ცოდნის მიღება. ადამიანებს ეხსნება მესამე თვალი (თუ მასზე მივმართავთ გულისხმევას). არ შეიძლება არავითარი მაგიური საქმიანობა. არ შეიძლება თვალების გადატვირთვა, სუნამოს გამოყენება. უკეთესია ვერიდოთ სარკეში ცქერას.
სასარგებლოა ნებისმიერი ფიზიკური ვარჯიში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დღეს ხშირად შემოგვაწვება დარდი და სევდა, მელანქოლია. ბევრი თვითმკვლელობა ხდება. შეიმჩნევა დევნის მანია. სხვა სამყაროებთან კონტაქტები.
სოციალური ზეგავლენა:
ძალიან ბედნიერი დღეა, თითქმის ყველაფრისთვის, განსაკუთრებით დიდი, გლობალური, ხანგრძლივი საქმეებისთვის. წარმატებით ხორციელდება სამსახურის შეცვლა. კარგია სასამართლოსა და განქორწინებისათვის. საქმეები წარმატებით წავა, თუმცა შესაძლოა მოყვეს შედეგები.
ნებისმიერი საქმის დაწყება უკეთესია მე-14 დღისთვის გადაიტანოთ. ამ დღეს დაწყებული საქმეები გამოვა. თუ გაუშვით დღე, მთელი თვე დაკარგულია.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღის დაავადებები სწრაფად და ადვილად გაივლის. რეკომენდებულია ორგანიზმის გაწმენდა შხამებისა და ნარჩენებისაგან. ამ დღეს ფსიქიკა გადატვირთულია. შესაძლოა განწყობილების ცვალებადობა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობისანი არიან. მუდმივად ავტორიტეტის ძიებაში. მათ ექნებათ მოწოდება რაიმეს მიმართ. ახასიათებთ შესანიშნავი შემგუებლობა, შენიღბვის ნიჭი, ჭკუა და ეშმაკობა, უნარი გაიჩინონ მიმდევრები. ისინი მზად არიან გმირობისათვის, თითქმის სტერილურები და საკმაოდ აზიზები არიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ბავშვი არ გაწყვეტს კავშირს სხვა სამყაროსთან. მას წინაპრები მიეხმარებიან. მუდამ ესმოდეთ იქნება სინდისის ხმა. გაუგებარი დარდი და წინათგრძნობა ყოველთვის მათი თანამგზავრი იქნება, მაგრამ კეთილი ძალები ყოველთვის დაიფარავენ, თვით ყველაზე კრიტიკულ მომენტებსა და სიტუაციებშიც კი.
მედიტაცია:
ბგერა.

მთვარე
 გაივლის ,,კირჩხიბის’’ ზოდიაქოს 10.02-ის  10.33 სთ.დან 12.02-ის 23.15 სთ.მდე
პრობლემურია საჭმლის მომნელებელი სისტემა.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, მორიელის და თევზების ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება ქალწულის და კუროს ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მშვილდოსნის და მერწყულის ნიშნებს.
კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო  მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ლომის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი სასწორის და ვერძის ზოდიაქოსათვის.

15 თებერვალს 3.52 საათზე სრული სავსე მთვარეობაა, რაც უკვე 12 თებერვლიდან გამოიწვევს გადამეტებული იემოციების გამოხატვას, პრობლემებს ჯანმრთელობის სფეროზე, უძილობას და მომეტებულ ნეგატიურ მოვლენებს, აღნიშნული სავსე მთვარის დღეები გაგრძელდება დაახლოებით 18 თებერვლამდე,


დღის დეტალური პროგნოზი:
12 თებბერვალს გრძელდება მზე სატურნის კრიტიკული კვადრატურის, ნეგატიური ასპექტის, უარყოფითი ზეგავლენა. 11-12თებერვალი კულმინაციაა, გამოიწვევს მსოფლიო მასშტაბით ადამიანების მსხვერპლს,, ეს იქნება სტიქიის თუ კატასტროფების თუ, შეიარაღებული კონფლიქტების მიზეზით.
12 თებერვლის 14.30 საათზე კულმინაცია, დაწყებული 11-12 საათიდან, 16-17 საათამდე მოცულია აგრესიის და მომეტებული კონფლიქტურობის მასობრივი გამოვლინებები. მოიმატებს კატასტროფების სტატისტიკა. თუ აუცილებლობა არ მოითხოვს, საჭიროა აღნიშნულ საათებში არ იაქტიუროთ, ნაკლებად გადაადგილდეთ შორს მანძილზე, არ  ჩაებათ აგრესიულ კამათში, რომელიც, შესაძლოა აგრესიაში გადაიზარდოს.
16 საათიდან, 12 თებერვლის საღამო შედარებით მშვიდი და დადებითია.

აღნიშნული საათები ნაჩვენებია საქართველოს ადგილობრივი დროით.



პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий