четверг, 13 февраля 2014 г.

14 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი, დღის ჰოროსკოპი, 2014 წელი.


მთვარის მე-15 დღე 13.02-ის 17.18 სთ.დან 14.02-ის 18.16 სთ.მდემოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
ქალწულის მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
გველი, ტურა, უწმინდურთან მებრძოლი ადამიანი.
მოქმედება:
ცდუნება.
სახელწოდება:
გველი, ტურა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კრიტიკული დღეა. საქმეებს ყოველ წუთს შეიძლება შეექმნას დაბრკოლება. ცუდია სექსისა და ოჯახისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
გამოიყენეთ ასკეტიზმის ყველა ფორმა. სატანური დღეა. ამ დღეს შინაგანი გველი აქტიურდება ყველა ადამიანში, ამიტომ საჭიროა გამოვიყენოთ ასკეტიზმის ნებისმიერი ფორმა, რომ წმინდა დავრჩეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა ასტრალი. სასარგებლოა სამართლის დაცვა. სასარგებლოა ასკილის ჭამა, მახსოვრობის გასაუმჯობესებლად. საკვებად გამოდგება როგორც ცხარე, ასევე ცხელი, სამარხო საჭმელები. რეკომენდებულია იაპონური სამზარეულო. არ შეიძლება ვაშლი (ძალიან ინური ენერგიისაა).
მე-15 დღის სიზმარი წინასწარმეტყველურია. ამ დღეს დავა ცუდი ნიშანია.  კარგია ძაღლი, თუნდაც იყეფებოდეს.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია. ცდუნებების, მოტყუების ილუზიების და ცოდვების დღეა. არ ილანძღოთ. არ მიიღოთ საჩუქრები.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს უკეთესია ავად არ გახდეთ. გადატვირთულია ჰორმონალური და რეგულატორული ფუნქციები. ისტერიულობა, ფობიები, ტრავმის საშიშროება. ყურადღება მიაქციეთ კუჭქვეშა ჯირკვალს, დიაფრაგმას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
გველის ნატურისანი არიან (სავსევმთვარობა). ჯანმრთელობა კარგი აქვთ, დაჯილდოებული არიან დიდი ნიჭით. დღეგრძელები, თუმცა საკუთარი თავის წყალობით საკმაოდ უბედურები. გადაჭარბებული ვნებიანები, ზოგჯერ გიჟურად. ცუდად სწავლობენ. ყველა ასტრალურ ცდუნებებს ადვილად ემორჩილებიან, რადგან ასტრალური გველის გავლენის ქვეშ არიან დაბადებულები. მათთვის უცხო არაა არანაირი ხორციელი ცდუნება.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კრიტიკული დღეა ჩასახვისათვის. სიყვარული და სიძულვილი დაიპყრობს თქვენს ბავშვს. სიბოროტის მტერი იქნება. იგრძნობს მიწიერი და ზეციური ძალების მხარდაჭერას. უცოდველი არსებიდან ცხოვრება მებრძოლს ჩამოაყალიბებს. მის სულს თანაგრძნობის უნარი ექნება.
მედიტაცია:
სიჩუმე, სიცარიელე.


მთვარე
 გაივლის ,,ლომის’’ ზოდიაქოს  12.02-ის 23.15 სთ.დან15.02-ის 11.25 სთ.მდე.
პრობლემურია გული და გულსისხლძარღვთა სისტემა.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, ,შვილდოსნის და ვერძის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება სასწორის და ტყუპების ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თხის რქის და თევზების ნიშნებს.
ლომის და მერწყულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო  მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მორიელის და კუროს ზოდიაქოსათვის.

15 თებერვალს 3.52 საათზე სრული სავსე მთვარეობაა,
 სავსე მთვარის მძიმე და რთული ზემოქმედება მეტად დაძაბულს გახდის 12 დან 18 თებერვლამდე პერიოდს!!! 
ურთიერთობებში, გადამეტებული ემოციები, მძიმე ფსიქოილოგიური მდგომარეობები, უძილობა,  გულსისხლძარღვთა დაავადებების პრობლემები.
 მზე და მთვარე ერთმანეთის საპირისპიროს განლაგებულია და დედამიწა შუაშია ამ დრის, ერთ წრფეში.  თუ შეიძლება ითქვას სავსე მთვარეობა, 29 დღეში ერთხელ პრობლემურს ხდის ცხოვრების პირობებს, გაცილებით მეტია აგრესიულობა, ფსიქიკური გართულებების გამოხატულება, ავადმყოფთა სიტუაციის დამძიმება, განსაკუთრებით გულსისხლძარღვთა დაავადებების მიდრეკილების მქონე პიროვნებები უნდა იყვნენ ზედმიწევნით ფრთხილად.
ალკოჰოლის ზემოქმედება ორჯერ გაზრდილია, ორგანიზმის ტოკსიკაცია სწრაფად და მაქსიმალურად ხდება სავსე მტვარის დროს, ამიტომ  ალკოჰოლის მიღება მაქსიმუმამდე უნდა შემცირდეს. როგორც სხვა  ნივთიერებების, მაგალითად ყავის. მსოფლიოში არის პრაქტიკა, როდესაც სავსე მტვარეზე გეგმიურ ოპერაციებს არ ატარებენ, გადაუდებელი შემთხვევების გარდა,შემდგომი გართულების თავიდან  აცილების  გამო.

დღის დეტალური პროგნოზი:
14 თებერვალი დადებითი დღეა.
მხოლოდ, საღამოს 21.30 მთვარე სატურნის კვადრატურა გამოიწვევს ცხოვრებაში დაბრკოლებებს და უხასუათობას, სევდიან განწყობას, სავსემთვარესთან მიახლოვებისგამო, დაძაბული ფსიქიკის გამო, მოსალოდნელია აგრესიის ხშირი გამოხატულებები. ხოლო, ღამის 1.30 საათზე, უკვე 16 თებერვალს, მოულოდნელ კატასტროფებს, 2-3 საათის დიაპაზონში.


აღნიშნული საათები ნაჩვენებია საქართველოს ადგილობრივი დროით.




პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий