вторник, 4 февраля 2014 г.

4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი, დღის ჰოროსკოპი, 2014 წელი.

მთვარის მე-6 დღე 4.02-ის 10.30 სთ.დან 5.02-ის  11.04 სთ.მდე მოქმედებს.
იგი წინ უსწრებს მთავრის პირველ მეოთხედს

სიმბოლური შესატყვისება:
ტყუპების 1-ლი და მე-12 გრადუსები.
სიმბოლო:
ღრუბლები, წერო (სიმბოლიზირდება პასიურ ქალურ საწყისთან).
მოქმედება:
შეწყალება.
სახელწოდება:
პრანა, ცისარტყელა, წერო.

ეს კოსმიური ენერგიის შთანთქმის და ათვისების, წინასწარმეტყველებისა და აზრების გადაცემის პერიოდია. ამ დღეს მუშაობა ხდება სიტყვებზე. მეცადინეობენ პრანაიამაში. რეკომენდებულია აგრეთვე სხვადასხვა სუნებზე მუშაობა, რამდენადაც მხოლოდ ზედა სასუნთქ გზებში და აგრეთვე ფილტვების ზედა ნაწილში ხდება კოსმიური ენერგიის  პრანას ტრანსფორმაცია. ეს სიყვარულისა და შეწყალების დღეა. იგი შეგახსენებთ პატიებას.
ძველ დროში ამ დღეს ღრუბლებზე მკითხაობდნენ. თუ ცა მოწმენდილია, ანდა მთლიანად ღრუბლებითაა დაფარული ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროში არ არის ჰარმონია. კარგია ღრუბლების ყურება, მელოდიური ხმების მოსმენა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია ჯგუფური საქმიანობისათვის, იპოვით დაკარგულ და მოპარულ ნივთებს. სიზმრები აცხადდება. უკეთესია თუ მათზე არ უამბობთ არავის.
მისტიური ზეგავლენა:
კოსმიური ენერგიის შთანთქმისა და შეთვისების, წინასწარმეტყველების, აზრების გადაცემის, პრანაიამაში მეცადინეობის პერიოდია.
სოციალური ზეგავლენა:
ბედნიერი დღეა, წარმატებულია სამეცნიერო კვლევისათვის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ავადმყოფები სწრაფად გამოჯამრთელდებიან. უნდა იმუშაოთ ბრონქებზე, ზედა სასუნთქ გზებზე. კარგია სასუნთქი გზების მკურნალობა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
კოსმიური ენერგიის გამტარები, ტრანსფორმატორები არიან. ხშირად დღეგრძელები არიან. მქადაგებლები.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
მეოცნებე და მოგზაურის ხანგრძლივი ცხოვრება ელის. ამ დღეს ჩასახული ბავშვი იდეალის ძიებაში იქანება  ეყვარება ბუნება.


მთვარე
 გაივლის ,,ვერძის’’ ზოდიაქოს  .3.02-ის 8.54 სთ.დან 5.02-ის 13.46 სთ.მდე
 პრობლემურია თავის არე. მოსალოდნელია უძილობები ანდა, გადამეტებული ძილიანობა. გონებრივიგადაღლა. თვალების დაავადებების გართულება, თვალების გადაღლა.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, ლომის და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება ტყუპების და მერწყულის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ქალწულის და მორიელის ნიშნებს.
ვერძის და სასწორის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან,კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლომონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
თევზების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კუროს ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კირჩხიბის და თხისრქის ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
4 თებერვლისღამის1.30 საათთან ახლოს მთვარე ურანის შეერთების გამო მოიმატებს ტრავმატიზმის, კატასტროფების ალბათობა, ელექტრო და   წყვეტილი მუშაობა პრობლემას შეუქმნის მსოფლიო მასშტაბით ავია და კოსმოსური ფრენის საკომუნიკაციო სისტემებს, რაც შესაძლო სერიოზული საფრთხის მიზეზი გახდება. დილის 4-5საათიდან 8-10 საათამდე პრობლემატურია საქმისათვის, ხსირიიქნება გაუთვალისწინებელი შეფერხებები.
დღის დანარჩენი მონაკვეთი ზომიერად დადებითი იქნება.



პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий