воскресенье, 9 февраля 2014 г.

9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი, დღის ჰოროსკოპი, 2014 წელი.

მთვარის 11- დღე 9.02-ის 13.47 სთ.დან 10.02-ის 14.36 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
ლომის 1 და მე-12 გრადუსები.
სიმბოლო:
ცეცხლოვანი ხმალი, გვირგვინი.
მოქმედება:
პროფესიონალიზმი.
სახელწოდება:
გვირგვინი, ხმალი, ლაბირინთი.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
დიდი საქმეები არ წამოიწყოთ, ზარალს მოიტანს. ცუდია ვაჭრობისათვის, საქმიანობისათვის, სადაც ტრამვის საშიშროებაა. კარგია მოგზაურობისათვის, ადიგილის შესაცვლელად, აგრეთვე დაწყებული საქმის დასამთავრებლად.
მისტიური ზეგავლენა:
უკონტროლო ენერგიის დღეა. გამოუცდელებს არ ურჩევენ რამის დაწყებას ან გაკეთებას. შეიძლება ყურადღება დაეთმოს სხეულს, დაისვენეთ, გააკეთეთ ვარჯიშები მოქნილობისა და ძალის განსავითარებლად. ამ დღეს უფრთხილდით მწერებს. ეს ის დღეა, როცა აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ნებისმიერი საქმიანობისას. შეიძლება გააკეთოთ რაიმე გამწმენდი პროცედურები, კერძოდ ასტრალის, მაგიური მოქმედებებით და ლოცვით, მაგრამ ამ ყველაფრისათვის ზედმიწევნით მომზადებული უნდა იყოთ.
თუ ადამიანმა არ იცის, ანდა არ არის განწმენდილი, ნუ დაიწყებს რაიმე სერიოზულს. ხალხი ვინც კარგად არ არის დახელოვნებული ყოველდღიური პრაქტიკით, არ უნდა გადაიტვირთონ, არ აიღოთ ხელში მჭრელი ინსტრუმენტები, პურიც კი არ დაჭრათ ამ დღეს. დაწყებული საქმისათვის თავის დანებება არ შეიძლება. ყველაფერი ბოლომდე უნდა მიიყვანოთ.
ძირს დავარდნილი დანა, ჩანგალი, საშიშროებაზე გაფრთხილებთ. არ არის რეკომენდირებული მწერებთან მიახლოება (არც მოკვლა არ შეიძლება).
სოციალური ზეგავლენა:
არც ისე სიკეთისმომტანი დღეა. სხეულისა და გონების მკვეთრი გამოვლინება ხდება. არ შეუდგეთ უცხო საქმიანობას (განსაკუთრებით ტრამვის საშიშროება თუ არის).
სამედიცინო თვალსაზრისით:
აუწერელი მოულოდნელობების დღეა. ბევრი საოცრება ხდება. ავადმყოფზე გაძლირებუილ ზემოქმედება საკმაოდ ცუდია. დაწყებული ავადმყოფობები საშიშია, განსაკუთრებით ქალებისათვის.
კარგია მთვარის მე-11 დღეს შიმშილობის დაწყება.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ფლობენ ოკულტური ნიჭის დიდ ძალას, თავისდა საუბედუროდ. ცხოველები არ წყალობენ. მწერები პირიქით, სულ გარს ახვევიან. განსაკუთრებულ ნიჭს არაფერში არ ამჟღავნებენ. ამ დღეს დაბადებულები ძლიერები და პრაქტიკულად ამოუცნობი და უცნაური ხალხია. ხშირად ემართებათ კატაკლიზმები. ასეთ ხალხს ხშირად კბენენ ძაღლები, კალიები და თვით ძროხებიც კი.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ბიჭის ჩასახვისათვის საუკეთესო დღეა. ბევრი არაჩვეულებრივი ბუნებრივი ძალების მატარებელი იქნება. აქტიური მებრძოლი. ექნება მაგიის ნიჭი.
მედიტაცია:
სხეულის შინაგანი პროცესები.

მთვარე
 გაივლის ,,ტყუპების’’ ზოდიაქოს   7.02-ის 22.44 სთ.10.02-ის  10.33 სთ.მდე
 პრობლემურია ფილტვები, ბრონქები. აგრეთვე, შესაძლოა გამოიწვიოს ნერვული დაავადებების გართულება.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, სასწორის და მერწყულის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება ლომის და ვერძის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მორიელის და თხის რქის ნიშნებს.
ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან,კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლომონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კუროს ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ქალწულის და თევზების ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
9 თებერვალი ცალსახად დადებითია. მთელ დღეზე მოქმედება მე-10 და მე-11 მთვარის დღის და მთვარე მზის ტრიგონი, დადებითი განლაგება 16 საათთან ახლოს კულმინაცია, დილიდან, მართალია კვირა დღეა, მაგრამ ბევრი საქმე დადებითად გადაწყდება, ვისაც აქვს ასეთი დადეგმილი. აგრეთვე ,საღამოს გვიან და უკვე 10 თებერვლის 0.55 საათზე მთვარე მარსის ტრიგონი, ასევე 9 თებერვლის საღამოს გახდის ენერგიულს და ოპტიმისტურს, აქტიურს, საზოგადოება იქნება ურთიერთობის და შეხვედრების, სტუმრად წასვლის და ჯგუფურად კულტურილ და გასართობ ღონისზიებებზე დასწრების ხალისზე. 9 თევერვლის გვიანი საღამოდან 10 თებერვლის ღამე, ფაქტიურად უძილობის პერიოდიც არის ერთდროულად.
გისურვებთ დადებითი უქმე დღე- კვირა წარმატებულად გაგეტარებინოთ.




პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий