воскресенье, 16 марта 2014 г.

16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, 2014 წელი.


მთვარის მე-15 დღე 15.03-ის 18.04 სთ.დან 16.03-ის 19.03 სთ.მდე მოქმედებს.
16 მარტი სრული სავსე მთვარის დადგომის დღეა, 21.08 სთ.ზე.

სიმბოლური შესატყვისება:
ქალწულის მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
გველი, ტურა, უწმინდურთან მებრძოლი ადამიანი.
მოქმედება:
ცდუნება.
სახელწოდება:
გველი, ტურა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კრიტიკული დღეა. საქმეებს ყოველ წუთს შეიძლება შეექმნას დაბრკოლება. ცუდია სექსისა და ოჯახისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
გამოიყენეთ ასკეტიზმის ყველა ფორმა. სატანური დღეა. ამ დღეს შინაგანი გველი აქტიურდება ყველა ადამიანში, ამიტომ საჭიროა გამოვიყენოთ ასკეტიზმის ნებისმიერი ფორმა, რომ წმინდა დავრჩეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა ასტრალი. სასარგებლოა სამართლის დაცვა. სასარგებლოა ასკილის ჭამა, მახსოვრობის გასაუმჯობესებლად. საკვებად გამოდგება როგორც ცხარე, ასევე ცხელი, სამარხო საჭმელები. რეკომენდებულია იაპონური სამზარეულო. არ შეიძლება ვაშლი (ძალიან ინური ენერგიისაა).
მე-15 დღის სიზმარი წინასწარმეტყველურია. ამ დღეს დავა ცუდი ნიშანია.  კარგია ძაღლი, თუნდაც იყეფებოდეს.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია. ცდუნებების, მოტყუების ილუზიების და ცოდვების დღეა. არ ილანძღოთ. არ მიიღოთ საჩუქრები.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს უკეთესია ავად არ გახდეთ. გადატვირთულია ჰორმონალური და რეგულატორული ფუნქციები. ისტერიულობა, ფობიები, ტრავმის საშიშროება. ყურადღება მიაქციეთ კუჭქვეშა ჯირკვალს, დიაფრაგმას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
გველის ნატურისანი არიან (სავსევმთვარობა). ჯანმრთელობა კარგი აქვთ, დაჯილდოებული არიან დიდი ნიჭით. დღეგრძელები, თუმცა საკუთარი თავის წყალობით საკმაოდ უბედურები. გადაჭარბებული ვნებიანები, ზოგჯერ გიჟურად. ცუდად სწავლობენ. ყველა ასტრალურ ცდუნებებს ადვილად ემორჩილებიან, რადგან ასტრალური გველის გავლენის ქვეშ არიან დაბადებულები. მათთვის უცხო არაა არანაირი ხორციელი ცდუნება.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კრიტიკული დღეა ჩასახვისათვის. სიყვარული და სიძულვილი დაიპყრობს თქვენს ბავშვს. სიბოროტის მტერი იქნება. იგრძნობს მიწიერი და ზეციური ძალების მხარდაჭერას. უცოდველი არსებიდან ცხოვრება მებრძოლს ჩამოაყალიბებს. მის სულს თანაგრძნობის უნარი ექნება.
მედიტაცია:
სიჩუმე, სიცარიელე.

მთვარე გაივლის ,,ქალწულის’’ ზოდიაქოს   14.03-ის      18.17 სთ.დან  17.-3-ის 4.46 სთ.მდე.
  პრობლემურია საჭმლის მომნელებელი ტრაქტი.


აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში თხის რქის და კუროს ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება მორიელის და კირჩხიბის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მერწყულის  და ვერძის ნიშნებს.
ქალწულის და თევზების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო  მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ლომის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება სასწორის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსათვის.

 სავსე მთვარის მძიმე და რთული ზემოქმედება მეტად დაძაბულს გახდის 14 დან 19 თებერვლამდე პერიოდს!!! 
განსაკუთრებით 16 მარტს, სრული სავსე მთვარის დღეს, 21.08 სთ. 
ურთიერთობებში გადამეტებული ემოციები, მძიმე ფსიქოილოგიური მდგომარეობები, უძილობა, გულსისხლძარღვთა დაავადებების პრობლემები.
 მზე , მთვარე დადედამიწაერთ წრფეშია   განლაგებულია სავსე მთვარის დროს, თავისთავად, დედამიწა შუაშია მოქცეული ამ დროს.  
შეიძლება ითქვას, სავსე მთვარეობა  29 დღეში ერთხელ პრობლემურს ხდის ცხოვრების პირობებს, გაცილებით მეტია აგრესიულობა, ფსიქიკური გართულებების გამოხატულება, ავადმყოფთა სიტუაციის დამძიმება, განსაკუთრებით გულსისხლძარღვთა დაავადებების და ფსიქიკური დარჭვევებისადმი  მიდრეკილების მქონე პიროვნებები უნდა იყვნენ ზედმიწევნით ფრთხილად.
ალკოჰოლის დატოქსინების ზემოქმედება ორჯერ გაზრდილიაორგანიზმის  ტოკსიკაცია სწრაფად და მაქსიმალურად ხდება სავსე მტვარის დროს, ამიტომ,  ალკოჰოლის მიღება მინიმუმამდე  უნდა შემცირდეს. როგორც სხვა  ნივთიერებების, მაგალითად ყავის. მსოფლიოში არის პრაქტიკა, როდესაც სავსე მტვარეზე გეგმიურ ოპერაციებს არ ატარებენ, გადაუდებელი შემთხვევების გარდა,შემდგომი გართულების თავიდან  აცილების  მიზნით.


დღის დეტალური აღწერა: 
16 მარტი დადებითი დღეა ზოგადად. 
თავისთავად, გასათვალისწინებელია საერთ სავსე მთვარის დაძაბულება.

აღნიშნული საათები ნაჩვენებია საქართველოს ადგილობრივი დროით. ბლოგის სტატისტიკა მიჩვენებს მკითხველთა ზუსტ ადგილმდებარეობას ზოგადი სტატისტიკის სახით, 30-40 პროცენტი ევროპის და ამერიკის კონტინენტიდან შემოდის ინფორმაციის გასაცნობად, ამიტომ, დაბეჯითებით გთხოვთ, შეცდომების თავიდან აცილებისათვის, პროგნოზებში ნაჩვენები საქართველოს ადგილობრივი დრო გადაიყვანოთ სადაც ცხოვრობთ იმ  ქვეყნის ადგილობრივ დროზე.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant



Комментариев нет:

Отправить комментарий