მთვარის 24-ე დღე 25.03-ის 3.03სთ.დან 26.03-ის 3.50 სთ.მდე მოქმედებს.
|
სიმბოლური შესატყვისება:
|
თხის რქის მე-7 და მე-18 გრადუსები.
|
|
სიმბოლო:
|
დათვი, შივა.
|
|
მოქმედება:
|
მძიმე ნაბიჯები.
|
|
სახელწოდება:
|
მთა, დათვი, შივა.
|
მთვარე
გადის გველმტარებლის თანავარსკვლავედს ზევიდან-ქვევით
და თხის რქიდან გადადის მერწყულში. ეს არის ძველის ნგრევისა და ახლის შექმნის პერიოდი.
საყოფაცხოვრებო
ზეგავლენა:
ცუდია მოგზაურობისთვის, უსაქმურობისთვის, დარდისთვის. კარგია ახალი საქმეების დასაწყებად, განსაკუთრებით სახლის მშენებლობისთვის. ბოსტანში მუშაობისთვის.
ეს დღე დაკავშირებულია მშენებლობასთან: შეიძლება სახლის შენება, საძირკვლის ჩაყრა, ტაძრის აგება. საერთოდ ფუნდამენტალური საძირკვლები შემდგომში იწყვევს რეზერვების აქტიურ გამოყენებას.
ძველ ეგვიპტეში პირამიდების ფუნდამენტების ჩაყრა ზუსტად ამ დღეს ხდებოდა.
ამ დღეს “დათვი” სჯის მოძალადეებსა და სადისტებს.
მისტიური
ზეგავლენა:
ძალების გამოღვიძების დღეა, ძალიან ძლიერი დღეა. ასრულებენ მძიმე სამუშაოს, სავარჯიშოებს. შეიძლება საკუთარი ტაძრის მშენებლობის დაწყება.
დღე დაკავშირებულია ბუნების ძალების გამოღვიძებასთან. ადამიანს შეიძლება ექნეს ხილვა ან მასში ხდება უდიდესი ძალის გამოღვიძება. თუ მან არ იცის როგორ გამოიყენოს ის, შემდგომში პასუხი მოეთხოვება. რეალიზდება საგვარეულო წყევლა.
სოციალური
ზეგავლენა:
კეთილი დღეა, თუმცა არც მთლად კარგი. საუბრისას არ გამოიყენოთ ზეწოლა მოსაუბრეზე, აგრეთვე უკუნაჩვენებია უხეში ხუმრობა და ცინიზმი.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს ხშირად გამოჯანსაღება მოაქვს. შესაძლოა მოგვცეს ძნელადგანკურნებადი მძიმე დაავადებებიც.
ფიზიკური ბუნების დამორჩილების დღეა. შეიძლება მომზადდეს წამლები. კარგია ძალისმიერი ფიზიკური სავარჯიშოები. იოგა. საკეთილდღეოა სექსუალური ენერგიის გამოსაღვიძებლად. ეს დღე ყველა ნაყოფიერების ღმერთის კულტის დღეა, შეერთების დღე, ჩასახვის დღე, მაგრამ ბოროტად არ უნდა გამოიყენოთ სექსუალური პრაქტიკები, თორემ პრობლემებს ვერ მოთვლით. ეს დღე საკუთარი ორგანიზმის გასამაგრებლად და სულიერი დონის ასამაღლებლად უნდა გამოიყენოთ.
ამ
დღეს
დაბადებული
ადამიანები:
ძლიერები არიან. ხშირად დაფიქრებულები, “არაამქვეყნიურები”. სხვადასხვა სფეროში თანდაყოლილი ტალანტით.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
მორალურად სუფთა და მოხერხებულები, დიდი ძალის პატრონები, მოუხეშავი, კეთილი და ჭკვიანები იქნებიან. კარგი მადა, გარშემომყოფთა სიყვარული ექნებათ, თუმცა შესაძლოა ხანგრძლივი დაავადებები ჰქონდეთ. დაიცავით თქვენი ბავშვი სიზარმაცისგან.
მედიტაცია:
დიდი
ნაგებობები, ბუნება.
მთვარე გაივლის ,,თხისრქის’’ ზოდიაქოს 24.03-ის 00.03 სთ.დან 26.03-ის 2.39 სთ.მდე.
პრობლემურია ფეხების, მუხლების, სახსრების პრობლემა, გაზრდილია მელანქოლიის და დეპრესიის ტენდენციები, აგრეთვე, გაციებისაგან გამოწვეული დაავადებების გახშირებაა მოსალოდნელი.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში კუროს და ქალწულის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება თევზების და მორიელის ზოდიაქოს.
ზომიერი წარმატება ექნება თევზების და მორიელის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ტყუპების და ლომის ნიშნებს.
თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ვერძის და სასწორის ზოდიაქოსათვის.
თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ვერძის და სასწორის ზოდიაქოსათვის.
მზე გადავიდა ,,ვერძის'' ზოდიაქოში.20.03-ის 20.57 სთ.ზე. 20.04-ის 7.55 სთ.მდე.მოქმედებს.
აღნიშნულ პერიოდში მოიმატებს აგრესიის გამოხატულება, კატასტროფების და თავის არის როგორც ტრავმების, ასევე, დაავადებების ალბათობა.
ვერძის პერიოდში ძველის ნგრევის და ახლის დაწყების სურვილი ჩნდება, მაგრამ 2014 წლის აპრილი მთლიანად ისეთი კრიტიკული პლანეტარული განლაგებების ნაკრებია, რომ არავის ვურჩევ სერიოზული , გრძელვადიანი საქმის წამოწყებას. აგრეთვე, მოსალუდნელია 30 მარტის ახალი მთვარის შემდეგ აპრილის თვე იყოს ძლიერ დაძაბული, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და ჯანმრთელობის დარღვევის მხრივ.
ვერძის თვე დადებითია ლომის და მშვილდოსნისათვის, ზომიერად დადებითი ტყუპების და მერწყულისათვის, ხოლო კრიტიკულია კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოს წარმომადგენლებისათვის.
20 მარტი ითვლება ,,საერთაშორისო ასტროლოგის დღედ'', აგრეთვე, ,,გაზაფხულის ბუნიობის'' დადგომა იგივე რიცხვის 16.57 სთ.ზე, როდესაც მზე გადავიდა ,,ვერძის'' ზოდიაქოში.
დღის დეტალური აღწერა:
25 მარტი ზომიერად დადებითი დღეა. აგრესიის გამოხატულება საზოგადოებაში, მეტი კატასტროფების სტატისტიკა მოსალოდნელია 14 საათიდან 16.00-16.30სთ.ზე. მთვარე მარსის კვადრატურა. აუცილებელია არ ჩავებათ კონფლიქტებში და შორს მგზავრობაც გადავდოთ აღნიშნულ საათებში.
საღამოს საათები, ფარდობითად დადებითია.
*აღნიშნული საათები ნაჩვენებია საქართველოს ადგილობრივი დროით. ბლოგის სტატისტიკა მიჩვენებს მკითხველთა ზუსტ ადგილმდებარეობას ზოგადი სტატისტიკის სახით, 30-40 პროცენტი ევროპის და ამერიკის კონტინენტიდან შემოდის ინფორმაციის გასაცნობად, ამიტომ, დაბეჯითებით გთხოვთ, შეცდომების თავიდან აცილებისათვის, პროგნოზებში ნაჩვენები საქართველოს ადგილობრივი დრო გადაიყვანოთ სადაც ცხოვრობთ იმ ქვეყნის ადგილობრივ დროზე.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий