пятница, 28 марта 2014 г.

28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, 2014 წელი

მთვარის 27- დღე 28.03-ის 5.09 სთ.დან 29.03-ის 5.54 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
მერწყულის მე-13 და 24- გრადუსები.
სიმბოლო:
სამკაპა, კვერთხი.
მოქმედება:
ძიება.
სახელწოდება:
სამკაპა, კვერთხი.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია საზღვაო მოგზაურობისთვის. ეცადეთ არ ჩაიხედოთ სარკეში.
სასურველი ამ დღეს გაისტუმროთ ვალები.
მისტიური ზეგავლენა:
საიდუმლო ცოდნის დაგროვების დღეა. არ იყუროთ სარკეში. რეკომენდებულია მედიტაცია, რადგანაც ამ დღეს შესაძლებელია ინტუიციური ხილვა მოჰყვეს.
სოციალური ზეგავლენა:
ნეპტუნის დღეა, სადაც გათამაშდება მთელი მისი მისტერიები. დაკავშირებულია წყალთან და საზღვაო მოგზაურობებთან. საიდუმლო ცოდნასთან.
სამედიცინო თვალსაზრისით:
კარგი შედეგს მოიტანს კუჭნაწლავის მკურნალობა.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ცხოვრობენ მუდმივ ორჭოფობასა და მერყეობაში. ესენი არიან მოგზაურები, მუდმივად შემეცნებას მოწყურებულები, მაწანწალები, მისტიკოსები, ფანტაზიორები, მკურნალები (ნეპტუნი განაგებს წამლებს); მაღალი სულიერების დონეზე მდგარი ადამიანები იდეალური სიყვარულის მატარებლები არიან. დაბალზე  ლოთები, ნარკომანები. 27- დღეს დაბადებულთა წინაშე დგას ამოცანა დაეუფლონ მედიტაციას, კოსმოსის შესაცნობად, მაგრამ მათ დიდი ნებისმოყოფა დასჭირდებათ, რომ გაცხრილონ მდარე სამყარო. ამ გზის გავლაში მათ ვერბალური მაგია, თეთრი მაგია და ლოცვები დაეხმარებათ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
თუ თქვენ კეთილი და თბილი ადამიანი ხართ, ამ დღეს ჩასახული ბავშვი თქვენ დაგემსგავსებათ. ის შესაძლოა ავად გახდეს უცნაური ავადმყოფობით, მიდრეკილება ჰქონდეს ინფექციებისაკენ, მაგრამ რაღაც ძალები ყოველთვის დაიფარავენ მას. მომავალში თქვენი შვილის ცხოვრებაში ახლობლებზე ზრუნვას დიდი ადგილი დაეთმობა. მისგან კეთილი ადამიანი დადგება, მაგრამ ბოროტად ნუ გამოიყენებთ მის მოთმინებას, რადგან მომთმენი და მორჩილი შესაძლოა დამსჯელ, შეშლილ არსებად იქცეს.
მედიტაცია: არ არის რეკომენდებული.

მთვარე გაივლის ,,თევზების’’ ზოდიაქოს     28.03-ის 4.10 სთ.დან 30.03-ის 14.24 სთ.მდე
 პრობლემურია ტერფების ზონა, მაღალია ინფექციური დაავადებების გავრცელების ალბათობა.


აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში კირჩხიბის და მორიელის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება კუროს და თხის რქის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ლომის  და სასწორის ნიშნებს.
თევზების და  ქალწულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო  მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მერწყულის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ვერძის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ტყუპების   და  მშვილდოსნის ზოდიაქოსათვის.

მზე გადავიდა ,,ვერძის'' ზოდიაქოში.20.03-ის 20.57 სთ.ზე. 20.04-ის 7.55 სთ.მდე.მოქმედებს.
აღნიშნულ პერიოდში მოიმატებს აგრესიის გამოხატულება, კატასტროფების და თავის არის როგორც ტრავმების, ასევე, დაავადებების ალბათობა.
ვერძის პერიოდში  ძველის ნგრევის და ახლის დაწყების სურვილი ჩნდება, მაგრამ 2014 წლის აპრილი მთლიანად ისეთი კრიტიკული პლანეტარული განლაგებების ნაკრებია, რომ არავის ვურჩევ სერიოზული , გრძელვადიანი საქმის წამოწყებას. აგრეთვე, მოსალოდნელია 30 მარტის ახალი მთვარის შემდეგ აპრილის თვე იყოს ძლიერ დაძაბული, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და ჯანმრთელობის დარღვევის მხრივ, განსაკუთრებით პრობლემატურია 19-26 დიაპაზონი და ღავად 30 აპრილი, ახალი მთვარე მზის ნაწილობრივი დაბნელებით.
ვერძის თვე დადებითია ლომის და მშვილდოსნისათვის, ზომიერად დადებითი ტყუპების და მერწყულისათვის, ხოლო კრიტიკულია კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოს წარმომადგენლებისათვის.


დღის დეტალური აღწერა:
რთული დღეა. დაიწყო ,,გეკატის დღეები'', 2-2 დღე ახალ მთვარესთან ახლოს პრობლემურსხდის ფსიქიკას და მთლიან დაძაბულებას იწვევს ნებისმიერ საქმეში. ახალი მთვარის დადგომა 30 მარტის 22.45 საათზე მოხდება. გაუარესდება ამინდი მსოფლიოს ბევრ რეგიონში.
28 მარტის 13.51 საათზე მერკური ქირონის შეერთება მოქმედებს 2-3 დგე წინ და უკან, გამოიწვევს ტყუილისდა მაქინაციების გზით სიმარტლის დამალვას საზოგადოებისათვის. საერთაშორისო დონეზე, როგორც ადგილობრივ გამოცხადდება აბსურდული დონის ახალი ამბები, რაც,პირაპირ გამოხნულიიქნება ტყუილის სიმარტლედ დანერგვისათვის. ამდაგვარი მოვლენებისაკენ, აღნიშნული პლანეტარული განლაგება წაუბიძგებს ნებისმიერ საზოგადიებრივ ჯგუფს, ადამიანს.
28 მარტის 14.26 საათი და , ფაქტიურად მთელი დღე მოცულია მთვარე ნეპტუნის შეერთებით, თითქმის იგივე ზემოქმედებისაა ეს შეერთებაც და ხელს უწყობს სიმართლის დაფარვას, გაუთვალისწინებელ სეცდომებს საქმეში, ქურდობას და ნივთების დაკარგვას, დავიწყებას. 
ფსიქიკურ დონეზე სულიერი,( ასევე ფიზიკური ) მოწამვლების დღეა, გახშირდება მსოფლიო მასშტაბით სუიციდის შემთხვევები. ასეთი მდგომარეობა ახალ მთვარესთან ახლოს დღეებს დამოუკიდებლად ახასიათებს, და ამას ემატება აღნიშნული ასპექტი და 17.10 საათზე მთვარე მარსის პოლუტარაკვადრატი, აგრესიის მატარებელი ვიბრაცია, გვიანი საღამო შედარებით დადებითია. 




*აღნიშნული საათები ნაჩვენებია საქართველოს ადგილობრივი დროით. ბლოგის სტატისტიკა მიჩვენებს მკითხველთა ზუსტ ადგილმდებარეობას ზოგადი სტატისტიკის სახით, 30-40 პროცენტი ევროპის და ამერიკის კონტინენტიდან შემოდის ინფორმაციის გასაცნობად, ამიტომ, დაბეჯითებით გთხოვთ, შეცდომების თავიდან აცილებისათვის, პროგნოზებში ნაჩვენები საქართველოს ადგილობრივი დრო გადაიყვანოთ სადაც ცხოვრობთ იმ  ქვეყნის ადგილობრივ დროზე.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant 


-

Комментариев нет:

Отправить комментарий