пятница, 7 марта 2014 г.

7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, დღის ჰოროსკოპი, 2014 წელი.

მთვარის მე-7 დღე 7.03-ის 10.57 სთ.დან 8.03-ის 11.42 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
ტყუპების მე-13 და 22- გრადუსები.
სიმბოლო:
მამალი, ქარის სქემა (მეტეროლოგიური ხელსაწყო, სადაც ქარის მიმართულების აღნიშვნა ხდება).
მოქმედება:
გამოღვიძება.
სახელწოდება:
კაიუ, ეოლ ხრაოშ, მამალი.
ამ დღეს არ შეიძლება ცრუობა, თუ არ შეგიძლია იმუშაო ვერბალურად, უკეთესია გაჩერდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ფილტვები დაგიავადდეთ. წიგნებზე ზრუნვისა და ჩანაწერების გაკეთების დღეა. უნდა შესრულდეს ასანები, ხელებზე სწორად ლაპარაკზე ვარჯიში (პარაზიტი სიტყვებისაგან გათავისუფლება) სასურველია თუ ამ დღეს რაიმე თავგადასავალი მოხდება. არ შეიძლება ქათმის ხორცის და კვერცხის ჭამა, ჭურჭლის გატეხვა. არ არის კარგი წიგნებისა და წერილების, ქაღალდის დახევა.
ყველაფერი რაც კი ითქმება, ახდება. ნაკლები ვილაპარაკოთ.
სიზმრები ცხადდება. წინასწარმეტყველური სიზმრებია.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია ნივთების შეძენა. კარგია დაქორწინება.
მისტიური ზეგავლენა:
სტიქიებზე, ბუნებაში არსებულ სულებზე მუშაობის დღეა. ლოცვის და ვერბალური მაგიის დღეა. იგი დაკავშირებულია ლოცვის უფრო ღრმა გამოყენებაზე, ვიდრე მე-4 დღეს.
სოციალური ზეგავლენა:
აქტიური, იღბლიანი, უიღბლოა დამნაშავეთათვის. დღე, როდესაც სერიოზული პროვოკაციები მიდის დანაშაულებამდე.
ძალიან ცუდია სიზმარში მებრძოლი მამლის ნახვა. ეს სწრაფი კატასტროფის ნიშანია. თვით პიროვნებაზე ანდა მის ახლობლებზე.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ყურადღება უნდა მიექცეს ფილტვებს, რამდენადაც ამ დღეს ძალიან ადვილია გაცივება. წარმატებული იქნება ამ დღეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია. ძალზე არასაკეთილდღეოა კბილის ამოსაღებად.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ზედაპირულები არიან. ჭორების მაძიებელნი, ფიზიკურად ძლიერები არიან და კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
თქვენი ბავშვი სამართლიანობის დამცველი იქნება. შესაძლოა გახდეს ორატორი, ექიმი, სწავლული, აქტიური და ჯანმრთელი ადამიანი, თუ არ იქნება მატყუარა. ამ დღეს ჩასახულებს ელით მოგზაურობები, ხანდახან გზაში საშიშროებით.
მედიტაცია:

სუნთქვა.

მთვარე გაივლის ,,ტყუპების’’ ზოდიაქოს        7.03-ის 6.37 სთ.დან 9.03-ის 17.33 სთ.მდე
  პრობლემურია ფილტვები, ბრონქები. აგრეთვე, შესაძლოა გამოიწვიოს ნერვული დაავადებების გართულება.


აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, სასწორის და მერწყულის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება ლომის და ვერძის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მორიელის  და თცისრქის ნიშნებს.
ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო  მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კუროს ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ქალწულის და თევზების ზოდიაქოსათვის.


 ზოგადად, უახლოესი დღეების კრიტიკული პლანეტარული განლაგებები გამოიწვევს სტიქიურ ანომალიებს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში. იუპიტერ  ურანის კვადრატურა საერთო მძიმე ფონს ჰქმნის 11 მარტამდე, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი შესამჩნევი იქნება მსოფლიოს მასშტაბით.
ნებისმიერი საქმიანობა შეხვდება წინააღმდეგობას, რომელიც განიმუხტება 8-11 მარტის შემდგომ პერიოდში.
აღნიშნულ ვადებში არავის ვურჩევ ახალი და ხანგრძლივი საქმის წამოწყებას.

დღის დეტალური აღწერა: 
7 მარტიდან იწყება აღნიშნული კრიზისის შესუსტება და მისგან გამოსვლის პირველი ნიშნებს ვიგრძნობთ ზოგადად.
დილის 6.37 საათთან ახლოსდაძაბული ვიბრაციებიიქნება მთვარის მშვილდოსნის ზოდიაქოში გადასვლისგამო.
დილითვე, 8.45 საათთან ახლოს პერიოდი დადებითია მთვარე ვენერას ტრიგონის წყალობით და მოიტანს იმედისმომცემ სიმშვიდეს ბევრი ადამიანის ცხოვრებაში, დაძაბული განვლილი დღეების შემდეგ. 
ზოგადი ტრიგონი მთვარის მერკურისა და მარსს შორის, როგორც აღმოსავლური ასტროლოგია გვასწავლის, უკვე იმოქმედებს და ენერგიას და დადებით მოლაპარაკებებს შეუწყობს ხელს დღის განმავლობაში. კარგად წარიმართება მსოფლიოში არსებულიპოლიტიკურიკრიზისისათვისკონსტრუქციულიმოლაპარაკებები.
შედარებით საფრთხილოა 17-18 საათის დიაპაზონი, მთვარე ნეპტუნის კვადრატურა, მოსალოდნელია ფარული ხელის შეშლა საქმეში, გაუთვალისწინებელი მიზეზებით, რაც ლოგიკას არ დაექვემდებარება.
ფრთხილად უნდა ვიყოთ დანაკარგების, ნივთების დავიწყების და ამდაგვარად დაკარგვის, შესაძლო ქურდობის შემთხვევებისაგან.
საღამო ზომიერად დადებითია. 



აღნიშნული საათები ნაჩვენებია საქართველოს ადგილობრივი დროით. ბლოგის სტატისტიკა მიჩვენებს მკითხველთა ზუსტ ადგილმდებარეობას ზოგადი სტატისტიკის სახით, 30-40 პროცენტი ევროპის და ამერიკის კონტინენტიდან შემოდის ინფორმაციის გასაცნობად, ამიტომ, დაბეჯითებით გთხოვთ, შეცდომების თავიდან აცილებისათვის, პროგნოზებში ნაჩვენები საქართველოს ადგილობრივი დრო გადაიყვანოთ სადაც ცხოვრობთ იმ  ქვეყნის ადგილობრივ დროზე.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 5 93 215274
facebook: 
ბესო ბეციაშვილი
skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий