მთვარის 24-ე დღე
მოქმედებს 28 ივლისს.
სიმბოლური შესატყვისება:
|
თხის რქის მე-7 და მე-18 გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
დათვი, შივა.
|
მოქმედება:
|
მძიმე ნაბიჯები.
|
სახელწოდება:
|
მთა, დათვი, შივა.
|
მთვარე
გადის გველმტარებლის თანავარსკვლავედს ზევიდან-ქვევით
და თხის რქიდან გადადის მერწყულში. ეს არის ძველის ნგრევისა და ახლის შექმნის პერიოდი.
საყოფაცხოვრებო
ზეგავლენა:
ცუდია მოგზაურობისთვის, უსაქმურობისთვის, დარდისთვის. კარგია ახალი საქმეების დასაწყებად, განსაკუთრებით სახლის მშენებლობისთვის. ბოსტანში მუშაობისთვის.
ეს დღე დაკავშირებულია მშენებლობასთან: შეიძლება სახლის შენება, საძირკვლის ჩაყრა, ტაძრის აგება. საერთოდ ფუნდამენტალური საძირკვლები შემდგომში იწყვევს რეზერვების აქტიურ გამოყენებას.
ძველ ეგვიპტეში პირამიდების ფუნდამენტების ჩაყრა ზუსტად ამ დღეს ხდებოდა.
ამ დღეს “დათვი” სჯის მოძალადეებსა და სადისტებს.
მისტიური
ზეგავლენა:
ძალების გამოღვიძების დღეა, ძალიან ძლიერი დღეა. ასრულებენ მძიმე სამუშაოს, სავარჯიშოებს. შეიძლება საკუთარი ტაძრის მშენებლობის დაწყება.
დღე დაკავშირებულია ბუნების ძალების გამოღვიძებასთან. ადამიანს შეიძლება ექნეს ხილვა ან მასში ხდება უდიდესი ძალის გამოღვიძება. თუ მან არ იცის როგორ გამოიყენოს ის, შემდგომში პასუხი მოეთხოვება. რეალიზდება საგვარეულო წყევლა.
სოციალური
ზეგავლენა:
კეთილი დღეა, თუმცა არც მთლად კარგი. საუბრისას არ გამოიყენოთ ზეწოლა მოსაუბრეზე, აგრეთვე უკუნაჩვენებია უხეში ხუმრობა და ცინიზმი.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს ხშირად გამოჯანსაღება მოაქვს. შესაძლოა მოგვცეს ძნელადგანკურნებადი მძიმე დაავადებებიც.
ფიზიკური ბუნების დამორჩილების დღეა. შეიძლება მომზადდეს წამლები. კარგია ძალისმიერი ფიზიკური სავარჯიშოები. იოგა. საკეთილდღეოა სექსუალური ენერგიის გამოსაღვიძებლად. ეს დღე ყველა ნაყოფიერების ღმერთის კულტის დღეა, შეერთების დღე, ჩასახვის დღე, მაგრამ ბოროტად არ უნდა გამოიყენოთ სექსუალური პრაქტიკები, თორემ პრობლემებს ვერ მოთვლით. ეს დღე საკუთარი ორგანიზმის გასამაგრებლად და სულიერი დონის ასამაღლებლად უნდა გამოიყენოთ.
ამ
დღეს
დაბადებული
ადამიანები:
ძლიერები არიან. ხშირად დაფიქრებულები, “არაამქვეყნიურები”. სხვადასხვა სფეროში თანდაყოლილი ტალანტით.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
მორალურად სუფთა და მოხერხებულები, დიდი ძალის პატრონები, მოუხეშავი, კეთილი და ჭკვიანები იქნებიან. კარგი მადა, გარშემომყოფთა სიყვარული ექნებათ, თუმცა შესაძლოა ხანგრძლივი დაავადებები ჰქონდეთ. დაიცავით თქვენი ბავშვი სიზარმაცისგან.
მედიტაცია:
დიდი
ნაგებობები, ბუნება.
მთვარე იმყოფება ,, კუროს '' ზოდიაქოში 26.07-ის19.37 სთ.დან 28.07-ის 22.16 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ქალწულის და თხის რქის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ კირჩხიბის და თევზების ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ სასწორის და მშვილდოსნის ნიშნებს.
კუროს და მორიელის ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ზომიერი წარმატება ექნებათ კირჩხიბის და თევზების ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ სასწორის და მშვილდოსნის ნიშნებს.
კუროს და მორიელის ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ვერძის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ლომის და მერწყულის ზოდიაქოსათვის.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ლომის და მერწყულის ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: 28 ივლისი რთული დღეა. განსაკუთრებით პრობლემური იქნება 16 საათიდან 19 საათამდე პერიოდი, კამათის, აგრესიის და გახშირებული კატასტროფების საათებია. მოსალოდნელია სტიქიური ანომალიები მსოფლიოს მაშტაბით.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili
skype:astrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий