пятница, 12 августа 2016 г.

13 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, 2016 წელი.


მთვარის მე-12 დღე 13.08-ის 16.04 სთ.დან 14.08-ის 16.56 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
ლომის მე-13 და 24- გრადუსები.
სიმბოლო:
გული, თასი.
მოქმედება:
ლოცვა.
სახელწოდება:
გული, თასი (გრაალის თასი).

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ცუდია ვაჭრობისათვის, გასამდიდრებლად, აზარტული თამაშებისთვის. საშუალოა სიყვარულისა და ქორწინებისათვის. ძალიან წყნარი და ბრძენი დღეა. კარგია ბაღში მუშაობა. ეს არის ასტრალური, ვიზუალური სახეების პერიოდი. წყალზე ყურადღების დაკონკრეტების, აზრების განსაწმენდად. ეს დღეა როდესაც სიბრძნე იმარჯვებს გონებასა და გრძნობებზე. სასარგებლოა შემოწირულობებიდან ნაწილის გასაჩუქრება, მოწყალების გაცემა, განსაკუთრებით თუ მას გთხოვენ. ვინაც არ იქნება ამ დღეს მოწყალე, შესაძლოა თვითონ მოაკლდეს შეწყალება.
მისტიური ზეგავლენა:
თანაგრძნობისა და შეწყალების, საჩუქრების და მოწყალების დღეა. არ შეიძლება ჩხუბი, გაბრაზება. განმარტოების დღეა. სიმშვიდის, გარშემომყოფთა სიყვარულის დღეა. სასურველია სითხეებთან მუშაობა, ბევრი წყლის სმა, არ შეიძლება ტირილი.
ლოცვებისა და განმარტოების, საკუთარ თავში ჩაღრმავების, შემწყნარებლობის, ალტრუიზმის დღეა, მაგრამ არ შეიძლება მოშვება და ტირილი. გაბრაზება უკუნაჩვენებია.
სოციალური ზეგავლენა:
კეთილი, მშვიდობიანი, შეწყალებისა და თანაგრძნობის კოსმიური სიყვარულის გააქტიურების დღეა.
ერთის მხრივ შეიცავს ადამიანის სიყვარულს ღმერთის მიმართ, მეორე მხრივ კი ღმერთის სიყვარულს თავისი ქმნილების მიმართ. ეს ერთ-ერთი დღეთაგანია, როდესაც ლოცვები სრულდება. კარგია მე-12 დღეს აღსარების თქმა. თუ ვინმეს ეჩხუბეთ, ძნელი იქნება მერე მასთან შერიგება.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადებები ხშირად სასიკვდილოა. წყლის ბალანსის დარღვევის გამო უკეთესია წვენებით მკრუნალობა.
ამ დღეს რეკომენდებულია ნაკლები უხეში საკვები. მიიღეთ ბევრი წყალი. რეკომენდებულია წვენები (გარდა ვაშლისა). გულის, ფილტვების, ზედა სასუნთქი გზების გაწმენდის დღეა. სასარგებლოა ამოსახველებელი წამლების მიღება. სრულიად უკუნაჩვენებია დატვირთვა გულზე.
მეთორმეტე დღეს ცუდი ნიშანია გატეხილი ჭურჭელი და დაღვრილი სითხე ტანჯვისა და მარტოობის ნიშანია.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
მოწყალე და კეთილები არიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ტანჯვის ფიალას ბოლომდე შესვამს. იქნება ძალიან უბედური, ანდა ცოდვებისგან განიწმინდება ტანჯვის გზით. ექნება ძლიერი ინტუიცია, მკურნალობის ნიჭი. ზოგიერთი ბიჭი შესაძლოა მღვდელი გახდეს.
მედიტაცია:

წყალი.
მთვარე იმყოფება ,, მშვილდოსნის '' ზოდიაქოში       11.08-ის 21.24 სთ.დან 14.08-ის8.12 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში  ვერძის  და ლომის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ მერწყულის და სასწორის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კუროს და  კირჩხიბის   ნიშნებს.
მშვილდოსნის    და  ტყუპების ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
 მორიელის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თხის რქის    ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  თევზების  და ქალწულის  ზოდიაქოსათვის.



 დღის დეტალური ასტროლოგიური  პროგნოზი: რთული დღეა  13 აგვისტო. ფონის სახით მოქნედებს ვენერა -სატურნის კვადრატურა. ხშირი იქნება ანგინის, ყელის დაავადებების გართულება, აგრეთვე საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პრობლემები. 15 საათთან ახლოს მთვარის და მზის დადებითი განლაგება, ტრიგონი იმოქმედებს დადებითად,  საქმესი წარმატების მიღწევა იქნება შესაძლებელი. გვიანი საღამოს სააათები ფარდობითად უარყოფითია და გამოიწვევს საქმეში დაბრკოლებას, (მთვარის და იუპიტერის კვადრატურა). მოსალოდნელია ამინდის გაუარესება მსოფლიოს ბევრ რეგიონში.

პატივისცემით  ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი
მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili 
skype:astrokonsultant 

Комментариев нет:

Отправить комментарий