среда, 17 августа 2016 г.

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, 2016 წელი.


მთვარის მე-16 დღე 17.08-ის 19.15 სთ.დან 18.08-ის 19.54 სთ.მდე მოქმედებს.
მთვარის მესამე ფაზის პირველი დღე
18 აგვისტოს 13.26 სთ.ზე სრული სავსე მთვარეა.

სიმბოლური შესატყვისება:
სასწორის 1-ლი და მე-12 გრადუსები.
სიმბოლო:
მტრედი, პეპელა.
მოქმედება:
განწმენდა.
სახელწოდება:
მტრედი, პეპელა, კიბე.

ვინაიდან მთვარის მესამე ფაზის პირველი დღეა, ზოგჯერ სავსემთვარეობა უწევს. წმინდა დღეთაგან ეს ერთ-ერთი დღეა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
დადებითია, განსაკუთრებით დალაგებისთვის. ეს დღე გამოირჩევა სამართლიანობით, ჰარმონიულობით და წონასწორობით ფიზიკურ და ასტრალურ სხეულს შორის. მიაჩნიათ, რომ ყვირილი, უცერემონიო საქციელი ამ დღეს მთლიანად უნდა გამოირიცხოს. საჭიროა სიმშვიდის დაცვა. არ უნდა დავუშვათ დაირღვეს სულიერი სიმშვიდე და კომფორტი, რამდენადაც ამ დღის სიმბოლოა ზომიერება. ეს ერთ-ერთი დღეა მოძღვართან მისვლის, სიბოროტე და აგრესიულობა, შური, გამოვლენილი ამ დღეს, დაცემამდე მიგიყვანთ. უკუნაჩვენებია სექსი. განწმენდის და შემდგომი ცხოვრების დადგეგმვის დღეა. უნდა ვიმუშავოთ სულის, სხეულისა და ფსიქიკის ჰარონიაზე. ნუ დაგმოიყენებთ ცხოველურ საკვებს (თევზის გარდა). შეიძლება სოკო. არ შეიძლება ჩიტების მოკვლა. 
მისტიური ზეგავლენა:
-
სოციალური ზეგავლენა:
კარგია ნებისმიერი მშვიდობიანი საქმიანობისათვის. ანგარიშების ჩაბარების და კონტაქტის დღეა.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ნაჩვენებია ფიზიკური ვარჯიშები, გამწმენდი პროცედურები. ამ დღეს მძაფრდება სიმარტოვის შეგრძნება, ცხოვრებით უკმაყოფილება.
სისხლის განახლების დღეა. დაავადებები მიუთითებს არაწმინდა სულიერებაზე. ამასვე მიუთითებს ტანსაცმელზე მიცხობილი ტალახი.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
სისუფთავის და თეთრი ფერის მოყვარულები არიან. მოსწონთ ცისფერი და ვერცხლისფერი, პეწენიკები არიან (კარგი გაგებით) ფანტაზიორები, ნაყოფიერი სიცოცხლე აქვთ, სხვებს არ განსჯიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
თქვენს შვილს მშვიდი ხასიათი ექნება. ეყვარება ცხოველები და ბუნება. სულიერი სიწმინდის მოთხოვნილება ექნება, ბევრი მიმართავს მას რჩევისათვის. მის ცხოვრებაში იქნება მოგზაურობები, გარდაქმნები, ძირითადად კი გაწონასწორებული ადამიანი იქნება.
მედიტაცია:

თეთრი ფერი.
 მთვარე იმყოფება ,, მრწყულის '' ზოდიაქოში      16.08-ის 15.52 სთ.დან 18.08-ის 20.34 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში  ტყუპების  და  სასწორის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ ვერძის და მშვილდოსნის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კირჩხიბის და  ქალწულის   ნიშნებს.
მერწყულის    და ლომის ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
 თხის რქის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თევზების    ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  კუროს  და მორიელის  ზოდიაქოსათვის.



 დღის დეტალური ასტროლოგიური  პროგნოზი: 18 აგვისტო რთული დღეა. სრული სავსე მთვარის პერიოდია 13.26 სთ.ზე. როგორც ცნობილია, სავსე მთვარე მოქმედებს პირველ რიგში კრიტიკულად ჯანმრთელობაზე. ერთის მხრის, იწვევს ემოციურ დაძაბულობას, განსაკუთრებით ემოციურად გაუწონასწორებელ პიროვნებებთან, მეორეს მხრივ, პრობლემებს უქმნის გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისადმი მიდრეკილების მქონე პიროვნებებს. აგრეთვე,  იწვევს კატასტროფების ტატისტიკის ზრდას მთელ მსოფლიოში.
მიუხედავად სავსე მთვარის გამო არსებული დაძაბულობის, ეს დღე ბევრისათვის  საქმეში წინსვლის და წარმატების დღე  იქნება.

პატივისცემით  ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი
მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili 
skype:astrokonsultant 

Комментариев нет:

Отправить комментарий