пятница, 5 августа 2016 г.

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, 2016 წელი.


მთვარის მე-5 დღე 
6.08-ის 9.26 სთ.დან 7.08-ის 10.27 სთ.მდე

სიმბოლური შესატყვისება:
კუროს მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
მარტორქა, რომელიც მიანიშნებს პრინციპების ერთგულებაზე. მეხუთე დღეს ხალხს ამშვიდებენ წმინდა ქალწულები.
მოქმედება:
კვება.
სახელწოდება:
მარტორქა, ზეთით სავსე კანდელი, საკვები.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია გზისთვის. კვების დღეა. უარი არ უნდა თქვათ ჭამაზე, Uმცა არც გადამეტებაა სასურველი. არ იშიმშილოთ. ამ დღეს, რომელიც სიმბოლირდება საკვების შეთვისებასთან. მის ტრანსფორმაციასთან. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს საკვებს. ეს ერთადერთი დღეა, როცა ორგანიზმი ბოლომდე ითვისებს მას. ამიტომ უნდა მიენდოთ ინსტინქტებს და ჭამოთ ის რაც მოგინდებათ. ასე იქცევიან იოგები. ისინი ცოტა-ცოტა ყველაფერს ყიდულობენ ბაზარში და მიირთმევენ. ამ დღეს საჭიროა კარგად დანაყრება, თუმცა ზომიერად. პროდუქტებიდან მთავარ ადგილზე უნდა იყოს რძე და ხაჭო.
მისტიური ზეგავლენა:
კარგია ტირილი. შეიძლება ბალახებზე მუშაობა, დიეტის შემუშავება. სიმტკიცის დღეა. შეიძლება პრინციპების გამო დავა. ვინმეს დაცვა.
სოციალური ზეგავლენა:
იმპულსური დღეა, მაგრამ არა ცუდი.
კარგია მე-5 დღეს გზაში ყოფნა, ტირილი, ცხადში თუ სიზმრად, ბალახებზე მუშაობა, შეგროვება, გაშრობა, ნაყენების მომზადება.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადებები მძიმეა, ხშირად სასიკვდილო, დაძაბულად მუშაობს ნაწლავები, საჭმლის მომნელებელი ჯირკვლები. ყურადღება უნდა მიექცეს საყლაპავ მილს. შიმშილი არ შეიძლება. უკუნაჩვენებია ცხოველური საკვები.
საკვებიდან მოერიდეთ კომბოსტოს მწნილს, მჟავე კიტრს. მოერიდეთ ისეთი პროდუქტების მიღებას, რომლებიც შეიცავენ ლპობის მიკრობებს.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
არ სუქდებიან. მათი დამახასიათებელი თვისებაა მოუსვენრობა. საკმაოდ ძლიერები არიან, თითქმის გოლიათები. მათთვის სასარგებლოა ახალ-ახალი ინფორმაციის მიღება.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახულთა ბედი რთული იქნება. ისინი კარდინალურ გარდაქმნებში იქნებიან ბოროტსა და კეთილს შორის და ეს შესაძლოა ორ ან სამჯერ განმეორდეს სიცოცხლის მანძილზე. ამ დღეს ჩასახულ ბავშვს შეიძლება მთელი სიცოცხლე ძლიერი და ბოროტი მტრები ხვდებოდნენ. ის დასჯილი იქნება ყოველი ბოროტის აქმისა და აზრის გამო. მთელი მისი სიბოროტე თვითონ შემოუბრუნდება. მას კარმა სდევს თან. ბავშვს ექნება ზებუნებრივი ინდივიდუალობა.
მედიტაცია:

საკვები.
მთვარე იმყოფება ,, ქალწულის '' ზოდიაქოში     4.08-ის 11.33 სთ.დან  6.08-ის 20.56 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში  თხის რქის  და კუროს ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ მორიელის და კირჩხიბის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მერწყულის და  ვერძის   ნიშნებს.
ქალწულის    და  თევზების ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
 ლომის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება სასწორის    ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მშვილდოსნის  და  ტყუპების  ზოდიაქოსათვის.

პლანეტა მარსი გადავიდა მშვილდოსნის ზოდიაქოში 22 აგვისტოდან  27 სექტემბრამდე.
პირველ რიგში წარმატებას მოუტანს, ჯანმრთელობას და ენერგიას აღუდგენს ვერძის და ლომის ნიშნებს, ზომიერ წარმატებას და ჯანმრთელობას მოუტანს და ენერგიულს გახდის ამ პერიოდში მარსი მერწყულის და სასწორის ზოდიაქოს ნისნებვს.
ხელმზღვანელობასთან და საერთოდ დაპირისპირებას განაპირობებს ტყუპების ნისნისათვის. 
კრიტიკული იქნება და აგრესიული ეს პერიოდი თევზების და ქალწულის ნისნის მატარებლებისათვის.
დანარჩენი ზოდიაქოებისათვის ამ ნიშნით რაიმეს თქმა არ იქნებოდა გამართლებული და თვალსაჩინო.


 დღის დეტალური ასტროლოგიური  პროგნოზი:6 აგვისტო დადებითი დღეა, მთვარის და იუპიტერის შეერთება დილის საათებსი წარმატებულს ხდის 6 აგვისტოს დღის პირველ ნახევარს და საერთოდ მთლიან დღეს.  ნებისმიერ სფეროში საქმეში წინსვლაა მოსალოდნელი, თავისთავად, შესაბამისი აქტიურობის შედეგად.

პატივისცემით  ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი
მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili 
skype:astrokonsultant 

Комментариев нет:

Отправить комментарий