понедельник, 8 августа 2016 г.

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, 2016 წელი.


მთვარის მე-8 დღე 9.08-ის 12.22 სთ.დან 10.08-ის 13.18 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
ტყუპების 25- და კირჩხიბის მე-6 გრადუსი.
სიმბოლო:
ფენიქსი, განძის ზარდახშა, ხანძარი, აგრეთვე ფარშევანგი, რომელსაც უბედურება მოაქვს.
მოქმედება:
ტრანსფორმირება.
სახელწოდება:
ფენიქსი, განძის ზარდახშა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია სახლის აშენება, რაიმეს დაგეგმვა, ავეჯის გადაადგილება. არ შეიძლება ბანაობა, რეცხვა. უკეთესია თუ არ მიიღებთ ალკოჰოლს.
მისტიური ზეგავლენა:
ბიოქიმიური ტრანსფორმაციის პერიოდია, ალქიმიის, მონანიებისა და ცოდვებისაგან განწმენდის დღეა. ამ დღეს ხდება ცეცხლით განწმენდა (რომლისთვისაც საკვებს წარმოადგენს ხე ან ბაწარი მაგალითად სანთელში). გარდასახვების, წამლებისა და პრეპარატების მომზადების დღეა. ზუსტი მეცნიერებისა და საკუთარ თავზე მუშაობის დღეა, ნებისმიერი მიმართულებით.
სოციალური ზეგავლენა:
აქტიური დღეა. შესაძლოა მოხდეს გაუთვალისწინებელი მოვლენები. ცუდია ნელი (ზოზინა) ხალხისათვის. კარგია ავანტიურისტებისათვის, განსასჯელთათვის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
შეიძლება შიმშილი, კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა კუჭთან ერთად ყურადღება უნდა მიექცეს პერიფერიულ ნერვულ სისტემას. ამ დღეს განსაკუთრებით კარგია სამკურნალო პრეპარატების მომზადება, 
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
არიან ალქიმიკოსები, მსახიობები, გოგონები ზეორიგინალური წყობის ფსიქიკით და განსაკუთრებული ტვინით. როგორც წესი, ამ დღეს დაბადებულებს არ უყვართ ფიზიკური დატვირთვა, ზოგავენ ენერგიას.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახულ ბავშვებს ნათელი, მაგრამ რთული ცხოვრება ელით. მოგზაურობა და დაბრუნება. ადამიანი შესაძლოა იყოს უსაზღვროდ ბედნიერი, ანდა ისეთი უბედური, რომ ხელი აიღოს სიცოცხლეზე. ზოგიერთებისათვის დამახასიათებელია ძლიერი ნებისყოფა და ახლადდაბადების უნარი.
მედიტაცია:

ცეცხლი, ქიმიური რეაქცია.
მთვარე იმყოფება ,, მორიელის '' ზოდიაქოში      9.08-ის 8.51 სთ.დან 11.08-ის 21.24 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში  თევზების  და კირჩხიბის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ თხის რქის და ქალწულის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ვერძის და  ტყუპების   ნიშნებს.
მორიელის    და  კუროს ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
 სასწორის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მშვილდოსნის    ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  მერწყულის  და  ლომის  ზოდიაქოსათვის.



 დღის დეტალური ასტროლოგიური  პროგნოზი: 9 აგვისტო ნეიტრალური დღეა.
პატივისცემით  ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი
მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili 
skype:astrokonsultant 

Комментариев нет:

Отправить комментарий