суббота, 17 июня 2017 г.

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, 2017 წელი.




მთვარის 24- დღე  
მოქმედებს  18  ივნისს
სიმბოლური შესატყვისება:
თხის რქის მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო:
დათვი, შივა.
მოქმედება:
მძიმე ნაბიჯები.
სახელწოდება:
მთა, დათვი, შივა.
მთვარე გადის გველმტარებლის თანავარსკვლავედს ზევიდან-ქვევით და თხის რქიდან გადადის მერწყულში. ეს არის ძველის ნგრევისა და ახლის შექმნის პერიოდი.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ცუდია მოგზაურობისთვის, უსაქმურობისთვის, დარდისთვის. კარგია ახალი საქმეების დასაწყებად, განსაკუთრებით სახლის მშენებლობისთვის. ბოსტანში მუშაობისთვის.
ეს დღე დაკავშირებულია მშენებლობასთან: შეიძლება სახლის შენება, საძირკვლის ჩაყრა, ტაძრის აგება. საერთოდ ფუნდამენტალური საძირკვლები შემდგომში იწყვევს რეზერვების აქტიურ გამოყენებას.
ძველ ეგვიპტეში პირამიდების ფუნდამენტების ჩაყრა ზუსტად ამ დღეს ხდებოდა.
ამ დღეს დათვი სჯის მოძალადეებსა და სადისტებს.
მისტიური ზეგავლენა:
ძალების გამოღვიძების დღეა, ძალიან ძლიერი დღეა. ასრულებენ მძიმე სამუშაოს, სავარჯიშოებს. შეიძლება საკუთარი ტაძრის მშენებლობის დაწყება.
დღე დაკავშირებულია ბუნების ძალების გამოღვიძებასთან. ადამიანს შეიძლება ექნეს ხილვა ან მასში ხდება უდიდესი ძალის გამოღვიძება. თუ მან არ იცის როგორ გამოიყენოს ის, შემდგომში პასუხი მოეთხოვება. რეალიზდება საგვარეულო წყევლა.
სოციალური ზეგავლენა:
კეთილი დღეა, თუმცა არც მთლად კარგი. საუბრისას არ გამოიყენოთ ზეწოლა მოსაუბრეზე, აგრეთვე უკუნაჩვენებია უხეში ხუმრობა და ცინიზმი.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს ხშირად გამოჯანსაღება მოაქვს. შესაძლოა მოგვცეს ძნელადგანკურნებადი მძიმე დაავადებებიც.
ფიზიკური ბუნების დამორჩილების დღეა. შეიძლება მომზადდეს წამლები. კარგია ძალისმიერი ფიზიკური სავარჯიშოები. იოგა. საკეთილდღეოა სექსუალური ენერგიის გამოსაღვიძებლად. ეს დღე ყველა ნაყოფიერების ღმერთის კულტის დღეა, შეერთების დღე, ჩასახვის დღე, მაგრამ ბოროტად არ უნდა გამოიყენოთ სექსუალური პრაქტიკები, თორემ პრობლემებს ვერ მოთვლით. ეს დღე საკუთარი ორგანიზმის გასამაგრებლად და სულიერი დონის ასამაღლებლად უნდა გამოიყენოთ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ძლიერები არიან. ხშირად დაფიქრებულები, არაამქვეყნიურები”. სხვადასხვა სფეროში თანდაყოლილი ტალანტით.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
მორალურად სუფთა და მოხერხებულები, დიდი ძალის პატრონები, მოუხეშავი, კეთილი და ჭკვიანები იქნებიან. კარგი მადა, გარშემომყოფთა სიყვარული ექნებათ, თუმცა შესაძლოა ხანგრძლივი დაავადებები ჰქონდეთ. დაიცავით თქვენი ბავშვი სიზარმაცისგან. 
მედიტაცია:

დიდი ნაგებობები, ბუნება.
მთვარე იმყოფება ,,ვერძის'' ზოდიაქოში        
        17.06-ის 21.54სთ.დან 20.06-ის 1.53  სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ლომის  და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება ტყუპების  და  მერწყულის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ქალწულის და  მორიელის  ნიშნებს,
ვერძის და სასწორის ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
თევზების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება კუროს ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კირჩხიბის და თხის  რქის ზოდიაქოსთვის.


დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: 18  ივნისი  ნეიტრალური  დღეა. აგრესიულია11-14 საათის პერიოდი, მთვარე აგრესორი  პლანეტა  მარსის  კვადრატურა შექმნის დაჭრა-ოპერაციის, ტრავმების ხშირ შემთხვევებს. გავუფრთხილდეთ  საყოფაცხოვრებო  მჭრელ  იარაღებს, ავტო და ნებისმიერი  სახის ავარიებს, საწარმოო ტრავმებს, აგრესიას ხალხის მასაში. დღის  მეორე ნახევარი, ფარდობითად, დადებითი  იქნება.
პატივისცემით ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი 
მობ. 593215274
 facebook: beso beciashvili
skype:astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий