четверг, 22 июня 2017 г.

23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი, 2017 წელი.


მთვარის 29- დღე 
მოქმედებს 23 ივნისს
სიმბოლური შესატყვისება:
პლუტონი. თევზების მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო:
ჰიდრა, რვაფეხა.
მოქმედება:
პანიკა.
სახელწოდება:
ჰიდრა, რვაფეხა.
ერთ-ერთი ყველაზე საშიში და საშინელი, სატანური დღეა. ეს ის დღეა, როდესაც ადამიანს ნისლივით გარს ახვევია ასტრალი. ნებისმიერი სიზმარი, წინასწარმეტყველება იქნება ცრუ და არარეალური. ეშმაკების თარეშის დღეა. ახლოვდება გეკატის დღეები. ამ დღეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა დავიცვათ თავი სატანიზმისგან, წინ აღვუდგეთ მათ. საჭიროა მარხვის შენახვა, თავშეკავება, მონანიება და მოთმინება. არ შეიძლება ახალი საქმის დაწყება. თვით დაგეგმვაც კი. ყველაზე უკეთესია, თუ სახლის საქმეებით შემოვიფარგლებით.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ძლიერ ნეგატიური.
მისტიური ზეგავლენა:
დაცემისა და კატასტროფების დღეა.
საჭიროა გავწყვიტოთ ცრუ კავშირები, განვდევნოთ აბეზარი ხალხი და ნეგატიური აზრები. ჩავიტაროთ ორგანიზმის გაწმენდა, ძალიან ცივ წყალში ჩავდგათ ფეხები. რეკომენდირებულია ოთახებში საკმევლის მოტარება, კარგია კანდელის დანთება. მღვრიე წყალს, სიბნელეს და ბნელ შენობებს ერიდეთ.
სოციალური ზეგავლენა:
ძლიერ ნეგატიური.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ძლიერ ნეგატიური.
არ შეიძლება ძვლის და რქის ნაკეთობების ტარება. საკვებად სასარგებლოა სახლში გამომცხვარი ღვეზელი, პური, ბლინები. ცუდი ნიშანია კივილის გაგება, საყვირის ხმა, გაბმული ბგერა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ცხოვრებაში რამეს არასწორად აკეთებ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
იშვიათად გადარჩებიან. ბედი არ ექნებათ. მუდმივ ბრძოლასა და ძიებაში იქნებიან. მძიმე ცხოვრება ელით. ამ დღეს დბადებულები მთელი ზოდიაქოს განტევების ვაცები არიან. ხშირად სატანურად იქცევიან. მთელი სიცოცხლე ვიღაცას ებრძვიან. ხანგრძლივი, მაგრამ წარუმატებელი სიცოცხე ელით.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული პირირსპირ შეხვდება სატანას. შესაძლოა იგი მკვლელი გახდეს, სადისტი ანდა სატანჯელმისჯილი. შესაძლოა აგრეთვე ღვთისმსახური, ბოროტების წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლი გახდეს, თუმცა იქამდე დიდი და გრძელი გზა ელის.
მედიტაცია:

არა
მთვარე იმყოფება ,,ტყუპების'' ზოდიაქოში         22.06-ის 2.44 სთ.დან 24.06-ის 2.07 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში სასწორის მერწყულის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება ლომის  და  ვერძის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მორიელის და თხის  რქის  ნიშნებს,
ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კუროს ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ქალწულის და თევზებ ზოის დიაქოსთვის.


დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: დაიწყო  ,,გეკატის  დღეები'', უმთვარო  ღამეები, როდესაც მთვარე უახლოვდება მზეს და ახალი  მთვარის  დროს შეუერთდება მას 24 ივნისს. მთვარის მე-3  დღეს, 26 ივნისს მზის ჩასვლის შემდეგ, დასავლეთის  მხარეს  გამოჩნდება ,,ნამგალა მთვარე'', როდესაც დასრულდება  გეკატის დღეები. ზოგადად, აღნიშნული პერიოდი  რთულად და დამთრგუნველად  მოქმედებს  დსიქიკაზე. 
23 ივნისი ერთადერთი  დღეა, მილეული  მთვარის დღეებში, 28- მთვარის  დღე, რომელიც  დადებითი ენერგეტიკის  მატარებელია.
23  ივნისი    დადებითი  დღეა. საქმეში  დაბრკოლების გამომწვევია 15-17  საათის  დიაპაზონი, მთვარის და ყველაზე  რთული და კრიტიკული  პლანეტა  სატურნის  ოპოზიცია, მისი  უარყოფითი  ვიბრაციების ზემოქმედება.
პატივისცემით ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი 
მობ. 593215274
 facebook: beso beciashvili
skype:astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий