მთვარის მე-4 დღე (7:00-10:00)
|
სიმბოლური შესატყვისება:
|
კუროს მე-7 და
მე-18 გრადუსები.
|
|
სიმბოლო:
|
შემეცნებითი ხე. არჩევანი ბოროტსა და
კეთილს შორის.
|
|
მოქმედება:
|
მეხსიერება.
|
|
სახელწოდება:
|
შემეცნებითი ხე. ადამის ვაშლი.
|
ამ
დღეს, რომელიც უკეთესია განმარტოვებაში გაატაროთ, რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე ათჯერ უნდა აწონოთ. ეს პირველი არა საკეთილდღეო დღეა. ის შეიცავს ორმაგ თვისებას, ერთდროულად არის ნეგატიურიც და პოზიტიურიც. მასში არის სიბოროტე. დასავლეთ ევროპელ
ასტროლოგიაში იგი ითვლება ადამიანის ცოდვით დაცემის დღედ.
საყოფაცხოვრებო
ზეგავლენა:
სუსტად დადებითია იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კარგად იქნება მოფიქრებული. ადვილია ძაფის დართვა, ძაფით მუშაობა, ყვავილებთან, ბუნებაში საქმიანობა. იპოვით დიდი ხნის წინ დაკარგულ ნივთებს. კარგი დღეა ვაჭრობისათვის. ცუდია მოგზაურობისათვის.
მისტიური
ზეგავლენა:
ნებისმიერი საქმიანობა კარგად უნდა იყოს მოფიქრებული. კარგია მუშაობა ხმაზე. სიმღერა, რეჩიტატივი, შეწყალების, ლოცვების დღეა. ცუდის მანიშნებელია აწეწილი ძაფი, ანდა თმები. ეს დღე უმჯობესია მარტოობაში გაატაროთ. ნუ მიიღებთ ნაჩქარებ გადაწყვეტილებებს. ამ დღეს სასურველია საეკლესიო ჰიმნების შესრულება უკუნაჩვენებია ჯგუფური სამუშაო, ყვავილების კრეფა, ხეების მოჭრა.
კარგია ძაფის დართვა, ტყეში სეირნობა. თუ წინა ღამეს აწეწილი ძაფი ან თმები გესიზმრათ, იმის მაუწყებელია, რომ ჩანაფიქრზე ხელი უნდა აიღოთ.
სოციალური
ზეგავლენა:
ცუდია ჯგუფური სამუშაოებისთვის. სხვა მხრივ ნეიტრალურია.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადებები მძიმე იქნება.
ამ
დღეს
დაბადებული
ადამიანები:
რაღაც საიდუმლოს ატარებენ, რომელშიც შესაძლოა თავადაც ვერ გარკვეულან. სასურველია თითოეულმა მათგანმა ინტუიციის დახმარებით ამოხსნას ეს საიდუმლო. ამ დღეს დაბადებულთა მთავარი ნაკლია ეგოიზმი, თუმცა იგი ამ შემთხვევაში თავდაცვის მიზნით აღმოცენდება.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
საგვარეულოს დაბადების დღეა. შესაძლოა თქვენს ოჯახში დაბრუნდეს რომელიმე გარდაცვლილი წინაპრის სული. დაიბადება ნაზი ბავშვი. თუმცა შესაძლოა გაიზარდოს ზარმაცი.
მედიტაცია:
ხმა.
მთვარე იმყოფება ,,ლომის'' ზოდიაქოში 26.06-ის 2.07სთ.დან 28.06-ის 4.41 სთ.მდე
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მშვილდოსნის და ვერძის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება სასწორის და ტყუპების ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თხის რქის და თევზების ნიშნებს,
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თხის რქის და თევზების ნიშნებს,
ლომის და მერწყულის ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მორიელის და კუროს ზოდაქოსთვის.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მორიელის და კუროს ზოდაქოსთვის.
დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: 27 ივნისი სუსტად დადებითი დღეა, საჭიროა გავითვალისწინოთ მთვარის მე-4 დღის რეკომენდაციები.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ. 593215274
facebook: beso beciashvili
skype:astrokonsultant

Комментариев нет:
Отправить комментарий