пятница, 9 июня 2017 г.

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი, 2017 წელი.


მთვარის მე-15 დღე
8.06-ის 19.23 სთ.დან 9.06-ის 20.17სთ.მდე

სიმბოლური შესატყვისება:
ქალწულის მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
გველი, ტურა, უწმინდურთან მებრძოლი ადამიანი.
მოქმედება:
ცდუნება.
სახელწოდება:
გველი, ტურა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კრიტიკული დღეა. საქმეებს ყოველ წუთს შეიძლება შეექმნას დაბრკოლება. ცუდია სექსისა და ოჯახისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
გამოიყენეთ ასკეტიზმის ყველა ფორმა. სატანური დღეა. ამ დღეს შინაგანი გველი აქტიურდება ყველა ადამიანში, ამიტომ საჭიროა გამოვიყენოთ ასკეტიზმის ნებისმიერი ფორმა, რომ წმინდა დავრჩეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა ასტრალი. სასარგებლოა სამართლის დაცვა. სასარგებლოა ასკილის ჭამა, მახსოვრობის გასაუმჯობესებლად. საკვებად გამოდგება როგორც ცხარე, ასევე ცხელი, სამარხო საჭმელები. რეკომენდებულია იაპონური სამზარეულო. არ შეიძლება ვაშლი (ძალიან ინური ენერგიისაა).
მე-15 დღის სიზმარი წინასწარმეტყველურია. ამ დღეს დავა ცუდი ნიშანია.  კარგია ძაღლი, თუნდაც იყეფებოდეს.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია. ცდუნებების, მოტყუების ილუზიების და ცოდვების დღეა. არ ილანძღოთ. არ მიიღოთ საჩუქრები.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს უკეთესია ავად არ გახდეთ. გადატვირთულია ჰორმონალური და რეგულატორული ფუნქციები. ისტერიულობა, ფობიები, ტრავმის საშიშროება. ყურადღება მიაქციეთ კუჭქვეშა ჯირკვალს, დიაფრაგმას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
გველის ნატურისანი არიან (სავსევმთვარობა). ჯანმრთელობა კარგი აქვთ, დაჯილდოებული არიან დიდი ნიჭით. დღეგრძელები, თუმცა საკუთარი თავის წყალობით საკმაოდ უბედურები. გადაჭარბებული ვნებიანები, ზოგჯერ გიჟურად. ცუდად სწავლობენ. ყველა ასტრალურ ცდუნებებს ადვილად ემორჩილებიან, რადგან ასტრალური გველის გავლენის ქვეშ არიან დაბადებულები. მათთვის უცხო არაა არანაირი ხორციელი ცდუნება.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კრიტიკული დღეა ჩასახვისათვის. სიყვარული და სიძულვილი დაიპყრობს თქვენს ბავშვს. სიბოროტის მტერი იქნება. იგრძნობს მიწიერი და ზეციური ძალების მხარდაჭერას. უცოდველი არსებიდან ცხოვრება მებრძოლს ჩამოაყალიბებს. მის სულს თანაგრძნობის უნარი ექნება.
მედიტაცია:
სიჩუმე, სიცარიელე.
მთვარე იმყოფება ,,მშვილდოსნის'' ზოდიაქოში        
   8.06-ის 3.00 სთ.დან 10.06-ის  15.36 სთ.მდე
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ვერძის  და ლომის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება მერწყულის  და  სასწორის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თევზების და  კირჩხიბის  ნიშნებს.
მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თხის  რქის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თევზების და ქალწულის ზოდიაქოსთვის.


დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი:  9  ივნისს სავსე მთვარის კრიტიკული  ზემოქმედება საგრძნობი იქნება. ასევე, 9 ივნისის დილის საათებში,  პლანეტა იუპიტერი შეიცვლის მიმართულებას და რეტროგრადული  მოძრაობიდან გადავა დირექტულ, სწორ  მიმართულებაზე 8  მარტამდე 2018 წლის, რაც ითვლება დადებით  ფაქტორად საქმის  ზოგადად წინსვლისთვის. 12-15 ივნისიდან, იუპიტერთი  მდგომარეობა დადებითად  იმოქმედებს ზოგადად ყველა ადამიანზე და საქმეში  წინსვლაზე. 
(შეგახსენეთ, რომ უკანმავალი, რეტროგრადული  იუპიტერის ფაზა დაიწყო ამა წლის 5  თებერვალს 9 ივნისამდე და გამოიწვია ყველა  სფეროში საგრძნობი კრიზისი.)
ზუსტი  სავსე  მთვარეა17.09  სთ.ზე, რაც იმოქმედებს ჯანმრთელობაზე  ნეგატიურად. ხშირი  იქნება ფსიქიკურად არამდგრადი პიროვნებების მხრიდან აგრესია. რეკომენდებული არ არისსავსე მთვარეზე გეგმიური ოპერაციების ჩატარება, ოპერაციის შემდგომი გართულებების თავიდან აცილების გამო. ასეთ  დროს მხოლოდ გადაუდებელი ოპერაციების ჩატარებაა მიზანშეწონილი.
პატივისცემით ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი 
მობ. 593215274
 facebook: beso beciashvili
skype:astrokonsultant

www.astrokonsultant.blogspot.com .


Комментариев нет:

Отправить комментарий