четверг, 14 сентября 2017 г.

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2017 წელი.


მთვარის 25- დღე 
მოქმედებს 15 სექტემბერს.

სიმბოლური შესატყვისება:
თხის რქის მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
კუ, ნიჟარა ორი ჭურჭელი, ცოცხალი და მკვდარი წყლებით.
მოქმედება:
წარმოსახვა.
სახელწოდება:
ნიჟარა, ჭურჭელი, კუ.

შეეცადეთ დაასრულოთ საქმეები ზუსტად ამ დღეს.
პასიური დღეა, ცქერის, მარტოობის, კონცენტრაციისა და წარმოსახვის დღეა. შეიძლება სამკურნალო შიმშილობის დაწყება. სულიერების ამაღლებაზე მუშაობა.
ამ დღეს ყველა ადამიანი უნდა განიწმინდოს სულიერი თუ ფიზიკური შლაკებისაგან, მოუსმინოს თავის შინაგან ხმას. უკუნაჩვენებია აჩქარება. თუკი 25- დღეს ჩაგესმებათ რაიმე წინასწარმეტყველური ხმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვინმეს დამონებული ჰყავხართ.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
სუსტად უარყოფითია. ცუდია ქორწინებისთვის, მოგზაურობისთვის.
მისტიური ზეგავლენა:
ერთვებიან უმაღლესი ფსიქიური ძალები. ბევრის მიღწევა შეიძლება, თუ ამ დღეს ჩაუღრმავდებით განჭვრეტას, სიმშვიდეს, მოლოდინს და განივითარებთ მგრძნობიარობას.
სოციალური ზეგავლენა:
სუსტად უარყოფითია. მოითხოვს რაციონალიურობას და გონივრულობას.
სამედიცინო თვალსაზრისით:
-
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ძალიან ადრე ბრძენდებიან. აუჩქარებლები არიან, მაგრამ ბევრი შეუძლიათ. ფლობენ სულიერი და მისტიური განვითარების უშრეტ მარაგს. ხშირად იბადებიან წინასწარმეტყველები”.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
დაბადების საიდუმლო, ან რაიმე გაუგებარი გარემოება დიდ როლს ითამაშებს ამ დღეს ჩასახულ ადამიანზე. ის მიიღებს დაცვას და მფარველობას. დამახასიათებელია ინტუიცია, წინასწარხედვა და გულჩახვეულობა, საშიში დაავადებები და მხცოვანის სიბრძნე. მთავარია ფორმულა: მიზანი ამართლებს საშუალებას არ გახდეს პრინციპი მის ცხოვრებაში.
მედიტაცია:

შესაძლებელი იდეალი ადამიანში.
მთვარე იმყოფება კირჩხიბის ზოდიაქოში  ზოდიაქოში     14.09-ის 2.12 სთ.დან 16.09-ის 5.10  სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მორიელის და თევზების ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება  ქალწულის და  კუროს ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მშვილდოსნის და მერწყულის  ნიშნებს.
 კირჩხიბის და თხის  რქის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  ლომის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი სასწორის და ვერძის ზოდიაქოსთვის.

 .დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: სუსტად  კრიტიკული  დღეს. საჭიროა  გავითვალისწინოთ 25-ე მთვარის დღის რეკომენდაციები.
პატივისცემით ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი 
 facebook: beso beciashvili
skype:astrokonsultant   

Комментариев нет:

Отправить комментарий