მთვარის მე-9 დღე
27.10-ის 13.47 სთ.დან 28.10-ის
პირველი კვადრატურა მთვარესა და მზეს შორის
სიმბოლური შესატყვისება:
|
კირჩხიბის მე-7 და მე-18 გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
ღამურა.
|
მოქმედება:
|
სპაზმა, მოწამვლა.
|
სახელწოდება:
|
ღამეს, რძის გზა.
|
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია ბინაში მუშაობა, მოგზაურობა. ცუდია ქორწინებისთვის, სწავლისთვის, სამზარეულოში მუშაობისთვის. თუ მე-9 დღეს კაკტუსი აყვავდა, სასიკეთო ნიშანია.
მისტიური ზეგავლენა:
ყველაზე უარყოფითი მთვარის დღეა. მოტყუების, სიამაყის, უთანხმოების. შეუძლია დაღუპოს ყველა წამოწყება. როგორც წესი, ამ მიმართულებით აქტიურობა ამ დღეს ყოველთვის ისჯება. შედეგები საშინელია. რეკომენდებულია განწმენდა, პასიურობა, კონტროლი. გულში სიმძიმის შეგრძნება იმის ნიშანია, რომ ბევრი პრობლემა დაგროვდა და საჭიროა ყურადღება დავუთმოთ სულიერ საზრდოს შეთვისებას, სათავეებს, ტრადიციებს.
შეიძლება შესრულდეს ძალისმიერი ასანები. ძალიან ეფექტური იქნება, თუ ამ დღეს მიუტევებთ ადამიანს, ვინც თქვენ გაწყენინათ.
სოციალური ზეგავლენა:
ნაკლებწარმატებული, საშიში, სატანური დღეა. განდიდების პერიოდია, ილუზიების, სიცრუის, შეცდომების და მოწამვლების. შესაძლოა დაგესიზმროთ საშინელი და მტანჯველი სიზმრები. ეს ის დღეა, როდესაც მხოლოდ ცუდ მინიშნებებს ვიღებთ, რომლებსაც ყურადღებით უნდა მოვექცეთ და ფხიზლად შევაფასოთ თითოეული მათგანი.
საჭიროა ჩანაფიქრების გაწმენდა, აქტიური თვითდაცვა აგრესიული სიბნელისაგან. ყველაზე ძლიერი მანიშნებელი ამ დღეს არის დაღვრილი რძე. თუ დედას ამ დღეს რძე გაუშრა, მისი შვილი დასჯილი იქნება.
არ შეიძლება სარკეში ცქერა, რეცხვა.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადება საშიშია, მაგრამ კარგად იკურნება. ხშირია ნევრალგიები, გულის დაავადებები გამწვავდება. ფსიქოანალიტიკოსების დღეა, თუმცა ფსიქიკა გადატვირთულია კომპლექსებით და გადაუდებელი პრობლემებით. მწვავდება ფობიები და სუიციდური (თვითმკვლელობის) ტენდენციები. ხშირია თვითმკვლელობა და დანაშაული. ხშირია ინტოქსიკაციები, მოწამვლები.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ძალიან ავადმყოფები არიან. ხშირად იწამლებიან ჰორმონული ბალანსი დარღვეული და იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ. შესაძლოა უშველოს გამწმენდმა პროცედურებმა და ჯანსაღი ცხოვრების წესმა. მათ ესაჭიროებათ მუდმივი გამწმენდი პროცედურები, როგორც ფიზიკური, ასევე ასტრალური შლაკებისაგან გასათავისუფლებლად.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
არასასურველი დღეა ჩასახვისათვის. თქვენი შვილი შესაძლოა საზოგადოებისთვის საშიში გახდეს. სხვა შემთხვევაში მისი სიცოცხლე საშინელ ტანჯვაში გაივლის. ნუ გარისკავთ
მედიტაცია:
თეთრი ფონი.
მთვარე იმყოფება ,,თხის რქის'' ზოდიაქოში 25.10-ის 4.12 სთ.დან 27.10-ის 16.58 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ კუროს და ქალწულის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება თევზების და მორიელის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ტყუპების და ლომის ნიშნებს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ტყუპების და ლომის ნიშნებს.
თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ვერძის და სასწორის ზოდიაქოსთვის.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ვერძის და სასწორის ზოდიაქოსთვის.
დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: 27 ოქტომბერი რთული დღეა, დადებითი იქნება 13-14 საათამდე პერიოდი, ხოლო, დღის მეორე ნახევარი და საღამოს საათები ფარდობითარ რთული..
აუცილებელია გავითვალისწინოთ ზემოთ მოყვანილი მთვარის კრიტიკული მე-9 დღის რეკომენდაციები, რომლის ზემოქმედებაც იწყება 13-14 საათის შემდგომ.
(სააათები მითითებულია საქართველოს ადგილობრივი დროით.)
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
facebook: beso beciashvili
მობ: 5 93 21 52 74
skype:astrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий