მთვარის მე-17 დღე
მოქმედებს 6.12-ის 19.18 სტ.დან 7.10-ის 19.54 სთ.მდე.
სიმბოლური შესატყვისება:
|
სასწორის მე-13 და 24-ე გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
ზარი, ყურძნის მტევანი.
|
მოქმედება:
|
ექსტაზი.
|
სახელწოდება:
|
ზარი, ყურძნის მტევანი.
|
ამ
დღეს ხდება შინაგანი თავისუფლების შეძენა. დიონისეს მისტერიის დღეა. ძველ საბერძნეთში ამ ღმერთის პატისვისცემად წმინდა ვაკხანალიები იმართებოდა. ეს დაგროვების, ნაყოფიერების, ექსტაზისა და ყოფიერების, სიხარულის დღეა. კარგია ცოლ-ქმრული
ურთიერთობებისათვის. წყვილების კონტაქტების, ქეიფების, ბანკეტებისა და წვეულებებისათვის. ყველაზე ნათელი ასპექტი ამ დღისათვის არის სიყვარული, მაგრამ ზომიერების დაცვა არ უნდა დაგავიწყდეთ. ეს დღე ბევრ მოულოდნელობას შეიცავს, უდიდესი არაკონტროლირებადი ენერგიების გამო.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ცუდია ერთფეროვანი, მოსაწყენი საქმისათვის, გადაღლისა და ანგარიშებისათვის. კარგია მოგზაურობისათვის, ვაჭრობისათვის, ქორწინებისათვის. წარმატებულია ქურდებისათვის.
მე-17 დღე კონტაქტების დღეა. მხიარულების და სიმღერის. ჯგუფური ვარჯიშების, ძალისმიერი ასანებისთვის. ამ დღის შედეგები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. მაღალ დონეზე იდეალური სიყვარულის გასაღების პოვნა, დაბალ დონეზე - თავშეუკავებელი სიგიჟე და ლოთობა.
რეკომენდებულია მშრალი ღვინო.
მისტიური ზეგავლენა:
-
სოციალური ზეგავლენა:
-
სამედიცინო თვალსაზრისით:
ინფექციური დაავადებების გამოვლინების დღეა. ქალებს ფსიქიკა დაძაბული აქვთ. ტრავმისთვის საშიში დღეა. ამ დღეს კარგია ქორწინება. მას დიდხანს ექნება საფუძვლად სიყვარული. საერთოდ, ქორწილისთვის კარგია მე-12, მე-16 და მე-17 დღეები (მე-16 დღეს ჴ ქორწინება დაეფუძნება ჰარმონიულობას, მე-12 დღეს ჴ უმაღლეს სიყვარულს).
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
უზომოდ საჭიროებენ თავის მეორე ნახევარს. მათ დიდი მოთხოვნილება აქვთ ჰყავდეთ ჭეშმარიტი მეუღლე ანდა საყვარელი ჴ პოლარული ენერგიის წყარო. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება იქნება უსუსური და საბრალოდ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ბავშვის ჩასახვა მოხდება სიხარულსა და მხიარულებაში, ასეთივე იქნება მისი ხასიათიც, მაგრამ ფრთხილად იყავით, თქვენი შვილი შესაძლოა გაიზარდოს ლოთი და მატყუარა.
მედიტაცია:
ცეკვა.
მთვარე იმყოფება ,,კუროს'' ზოდიაქოში 7.10-ის 3.55 სთ.დან 9.10-ის 5.45 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ქალწულის და თხის რქის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება კირჩხიბის და თევზების ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ სასწორის და მშვილდოსნის ნიშნებს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ სასწორის და მშვილდოსნის ნიშნებს.
კუროს და მორიელის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ვერძის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ლომის და მერწყულის ზოდიაქოსთვის.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ლომის და მერწყულის ზოდიაქოსთვის.
დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: 7 ოქტომბერი დადებითი დღეა.
(სააათები მითითებულია საქართველოს ადგილობრივი დროით.)
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
facebook: beso beciashvili
მობ: 5 93 21 52 74
skype:astrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий