მთვარის 27-ე დღე
მოქმედებს 15 ნოემბერს.
|
სიმბოლური შესატყვისება:
|
მერწყულის მე-13 და 24-ე გრადუსები.
|
|
სიმბოლო:
|
სამკაპა, კვერთხი.
|
|
მოქმედება:
|
ძიება.
|
|
სახელწოდება:
|
სამკაპა, კვერთხი.
|
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია საზღვაო მოგზაურობისთვის. ეცადეთ არ ჩაიხედოთ სარკეში.
სასურველი ამ დღეს გაისტუმროთ ვალები.
მისტიური ზეგავლენა:
საიდუმლო ცოდნის დაგროვების დღეა. არ იყუროთ სარკეში. რეკომენდებულია მედიტაცია, რადგანაც ამ დღეს შესაძლებელია ინტუიციური ხილვა მოჰყვეს.
სოციალური ზეგავლენა:
ნეპტუნის დღეა, სადაც გათამაშდება მთელი მისი მისტერიები. დაკავშირებულია წყალთან და საზღვაო მოგზაურობებთან. საიდუმლო ცოდნასთან.
სამედიცინო თვალსაზრისით:
-
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ცხოვრობენ მუდმივ ორჭოფობასა და მერყეობაში. ესენი არიან მოგზაურები, მუდმივად შემეცნებას მოწყურებულები, მაწანწალები, მისტიკოსები, ფანტაზიორები, მკურნალები (ნეპტუნი განაგებს წამლებს); მაღალი სულიერების დონეზე მდგარი ადამიანები იდეალური სიყვარულის მატარებლები არიან. დაბალზე ჴ ლოთები, ნარკომანები. 27-ე დღეს დაბადებულთა წინაშე დგას ამოცანა დაეუფლონ მედიტაციას, კოსმოსის შესაცნობად, მაგრამ მათ დიდი ნებისმოყოფა დასჭირდებათ, რომ “გაცხრილონ” მდარე სამყარო. ამ გზის გავლაში მათ ვერბალური მაგია, თეთრი მაგია და ლოცვები დაეხმარებათ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
თუ თქვენ კეთილი და თბილი ადამიანი ხართ, ამ დღეს ჩასახული ბავშვი თქვენ დაგემსგავსებათ. ის შესაძლოა ავად გახდეს უცნაური ავადმყოფობით, მიდრეკილება ჰქონდეს ინფექციებისაკენ, მაგრამ რაღაც ძალები ყოველთვის დაიფარავენ მას. მომავალში თქვენი შვილის ცხოვრებაში ახლობლებზე ზრუნვას დიდი ადგილი დაეთმობა. მისგან კეთილი ადამიანი დადგება, მაგრამ ბოროტად ნუ გამოიყენებთ მის მოთმინებას, რადგან მომთმენი და მორჩილი შესაძლოა დამსჯელ, შეშლილ არსებად იქცეს.
მედიტაცია:
-
მთვარე იმყოფება ,,სასწორის'' ზოდიაქოში 14.11-ის 3.47 სთ.დან 16.11-ის 12.19 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მერწყულის და ტყუპების ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება მშვილდოსნის და ლომის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თევზების და კუროს ნიშნებს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თევზების და კუროს ნიშნებს.
სასწორის და ვერძის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მორიელის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსთვის.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მორიელის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსთვის.
დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: 15 ნოემბერი არაერთგვაროვანი დღეა, ღამის და, განსაკუთრებით, დილის 5-6 დან 12 საათამდე აგრესიული პერიოდი იქნება, მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი ცვლილება, მომეტებული ავაროები. მთვარის და აგრესორი პლანეტა მარსის შეერტების გამო , კულმინაცია 7.14 სთ.ზე. მოსალოდნელია ზღვაზე შტორმები. ახალი ციკლონის კერების წარმოშობა-გავრცელება მსოფლიოს მაშტაბით. დღის მეორე ნახევარი 13-14 საათიდან დადებითი იქნება.
(სააათები მითითებულია საქართველოს ადგილობრივი დროით.)
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
facebook: beso beciashvili
skype: asyrokonsultant
მობ: 5 93 21 52 74

Комментариев нет:
Отправить комментарий