მთვარის მე-3 დღე
20.11-ის9.18 სთ.დან 21.11-ის 11.00 სთ.მდე მოქმედებს.
იწყება ახალმთვარეობა. ცაზე ჩნდება ნამგალა მთვარე (გეკატის დღეები დასრულდა)
|
სიმბოლური შესატყვისება:
|
ვერძის 25-ე და კუროს მე-6 გრადუსები.
|
|
სიმბოლო:
|
ნახტომისთვის მომზადებული ლეოპარდი.
|
|
მოქმედება:
|
ბრძოლა.
|
|
სახელწოდება:
|
ჯიქი, მეომარი
|
ეს
აქტიური ბრძოლისა და აგრესიის დღეა. ჯავშნით შებორკილი ასტრალური მეომრის აგრესიის დღეა. პასიური ადამიანები მთვარის მესამე დღეს მტკივნეულად განიცდიან, რადგან მათზე ხდება სხვადასხვა სახის ასტრალური თავდასხმები. ადამიანი თუ მებრძოლი არ არის, ის თავის ენერგიის ვერ იყენებს და მფრთხალი, ეჭვიანი და ვერაგი ხდება. საჭიროა ენერგიის კონცენტრაცია და საკუთარი ასტრალური ენერგიის თავდაცვისთვის გამოყენება. ეს ყველაზე საუკეთესო დღეა საბრძოლო ხელოვნების შესასწავლად: ტაი-ჩი, კარატე და სხვა.
ძველად ამ დღეს ჩამოასხამდნენ ვერცხლის ნივთებს.
მთვარის
მესამე დღეს სასურველია რაც შეიძლება მეტად იაქტიუროთ ფიზიკურად.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
საქმეები ნორმალურად მიდის. რეკომენდებულია აბანო. ცუდია, თუ მთვარის მესამე დღეს ზეთი დაგეღვრებათ (ეს იმის ნიშანია, რომ ფეხი დაგიცდათ და გზიდან გადახვედით).
სასურველია საუნა. რეკომენდებულია ბიოველის ენერგიებზე მუშაობა.
მისტიური ზეგავლენა:
ეს დღე კარგია დანების გასალესად და საერთოდ მეტალებზე სამუშაოდ. კარგია ომის გამოცხადება.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია სუსტი და პასიური ხალხისათვის. მომეტებულია აგრესია. ბრძოლის დღეა. ნუ დაქორწინდებით ამ დღეს.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ტრავმები, მწვავე დაავადებები, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას მოითხოვენ საშიშია ავად გახდომა ამ დღეს.
თუ ავადმყოფობა კეფისა და ყურების არეშია, აუცილებელია ძვლების გაწმენდა (1 პაკეტი დაფნის ფოთოლი მოხარშეთ 1 ლტ წყალში, იდუღოს იქამდე, სანამ დარჩება ნახევარი ლიტრი. დალევთ 3-ჯერ). აღნიშნულ სხეულის ნაწილებს ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
არიან აქტიურები, მეომრები, სტრატეგები. ხშირად მაგიური ან სპორტული პოტენციალით.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კარგია მეომრის ანდა ხულიგანის ჩასახვისათვის. ვნებიანი და აქტიურები იქნებიან ამ დღეს ჩასახული ადამიანები.
მედიტაცია:
იარაღი.
მთვარე იმყოფება ,,მშვილდოსნის'' ზოდიაქოში 18.11-ის. 22.58 სთ.დან 21.11-ის 11.14 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ვერძის და ლომის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება მერწყულის და სასწორის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კუროს და კირჩხიბის ნიშნებს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კუროს და კირჩხიბის ნიშნებს.
მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თევზების და ქალწულის ზოდიაქოსთვის.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თევზების და ქალწულის ზოდიაქოსთვის.
დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: 20 ნოემბერი დადებითი და წარმატების მომტანი დღეა, განსაკუთრებით, დილის 9-10 საათიდან 15-16სთ-მდე დიაპაზონი. კულმინაცია 14.40 სთ. მთვარის და პლანეტა მერკურის შეერთება ხელს შეუწყობს მოლაპარაკებებს, კომერციულ საქმიანობას, საერთოდ, გონებრივ, ინტელექტუალურ საქმიანობას.
(საათები მითითებულია სქართველოს ადგილობრივი დროით.)
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
facebook: beso beciashvili
skype: asyrokonsultant
მობ: 5 93 21 52 74

Комментариев нет:
Отправить комментарий