пятница, 15 декабря 2017 г.

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2017 წელი.


მთვარის 28- დღე
მოქმედებს 15 დეკემბერს.
სიმბოლური შესატყვისება:
მზე. მერწყულის 25- და თევზების მე-6 გრადუსებს.
სიმბოლო:
ლოტოსი.
მოქმედება:
წყალობა.
სახელწოდება:
ლოტოსი.
სიკეთის მომცემი მზის დღეა, სადაც შესაძლოა სულიერი ხილვა მოხდეს. ამ დღეს სულის აღქმა მიმდინარეობს. ადამიანი ძილში, ანდა მედიტაციის დროს შეიცნობს თავის წინა დაბადებებს. უმაღლეს ჭეშმარიტებებს შეიცნობს. სულიერების ამაღლების პერიოდია. ყველა ჩაკრისა და მათზე მუშაობის დღეა. განკუთვნილია ძილში წინასწარმეტყველურ სიზმრებზე მუშაობისთვის და ნათელხილვისთვის.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია დიდი საქმეებისთვის, შენაძენისთვის, წამოწყებებისთვის. ამ დღეს უნდა ეცადოთ ამაღლებულ ხასიათზე იყოთ, სულის სიღრმეში ჩაიხედოთ, აკონტროლოთ ემოციები. კარგია სასარგებლო მცენარეების დარგვა, კეთილი აზრების თესვა. არ შეიძლება ხეების მოჭრა, ყვავილების მოწყვეტა და ჩუქება.
ეს მიწიერი საქმეების დღეა.
მისტიური ზეგავლენა:
საჩუქრებისა და ნაპოვნების დღეა. ცნობიერებისა და ლოგიკის საიდუმლო სამალავებზე მუშაობის დღეა. სიზმრებზე მუშაობის დღეა.
სოციალური ზეგავლენა:
ძალიან სასიკეთოა, განსაკუთრებით თუ კარგ ხასიათზე ხართ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
რეკომენდებულია წვენებით შიმშილობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს თვალების გაფრთხილება. უკეთესია ნაკლები იკითხოთ და არ გადაიღალოთ.
დაავადებები რთულია, განსაკუთრებით მოხუცებისთვის. უნდა გაუფრთხილდეთ თავს, თავის ტვინს, აუცილებელია აკონტროლოთ არტერიული წნევა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
-
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ბავშვი ნებისმიერ საქმეს წარმატებით გაართმევს თავს. მთელი სამყარო მას ეკუთვნის. სიმშვიდე და სიხარული, თვითშეგნება და სამყაროს საიდუმლოების შეცნობის სიხარული აავსებს მის გულს. ცისა და მიწის საიდუმლობებები მუდამ მასთან იქნება. თუმცაღა, არსებობს სიზარმაცის საშიშროება.
მედიტაცია:

იდეალები, სანთელი.
მთვარე იმყოფება ,,მშვილდოსნის'' ზოდიაქოში     16.12-ის 5.06-სთ.დან  18.12-ის 17.33 სთ.მდე

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ვერძის და ლომის  ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება  მერწყულის და სასწორის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ, შესაძლოა, სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კუროს და  კირჩხიბის ნიშნებს.
მშვილდოსნის და  ტყუპების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მორიელის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თევზების და ქალწულის ზოდიაქოსთვის.

 დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: 16 დეკემბერი დადებითი წარმატების მომტანიდღეა. 28-ე მთვარის დღე, რომლის ენერგეტიკა მოიცავს 16 დეკემბერს ერთ-ერთი დადებითი და საიმედო დღეა. ახლოვდება ახალმთვარეობა, რომელიც ამ თვეში 18 რიცხვშია.
(საათები  მითითებულია სქართველოს ადგილობრივი  დროით.)
პატივისცემით ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი 
 facebook: beso beciashvili
skype: asyrokonsultant
მობ: 5 93 21 52 74

Комментариев нет:

Отправить комментарий