მთვარის მე-4 დღე
მოქმედებს 21 დეკემბერს
სიმბოლური შესატყვისება:
|
კუროს მე-7 და მე-18 გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
შემეცნებითი ხე. არჩევანი ბოროტსა და კეთილს შორის.
|
მოქმედება:
|
მეხსიერება.
|
სახელწოდება:
|
შემეცნებითი ხე. ადამის ვაშლი.
|
ამ დღეს, რომელიც უკეთესია განმარტოვებაში გაატაროთ, რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე ათჯერ უნდა აწონოთ. ეს პირველი არა საკეთილდღეო დღეა. ის შეიცავს ორმაგ თვისებას, ერთდროულად არის ნეგატიურიც და პოზიტიურიც. მასში არის სიბოროტე. დასავლეთ ევროპელ
ასტროლოგიაში იგი ითვლება ადამიანის ცოდვით დაცემის დღედ.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
სუსტად დადებითია იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კარგად იქნება მოფიქრებული. ადვილია ძაფის დართვა, ძაფით მუშაობა, ყვავილებთან, ბუნებაში საქმიანობა. იპოვით დიდი ხნის წინ დაკარგულ ნივთებს. კარგი დღეა ვაჭრობისათვის. ცუდია მოგზაურობისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
ნებისმიერი საქმიანობა კარგად უნდა იყოს მოფიქრებული. კარგია მუშაობა ხმაზე. სიმღერა, რეჩიტატივი, შეწყალების, ლოცვების დღეა. ცუდის მანიშნებელია აწეწილი ძაფი, ანდა თმები. ეს დღე უმჯობესია მარტოობაში გაატაროთ. ნუ მიიღებთ ნაჩქარებ გადაწყვეტილებებს. ამ დღეს სასურველია საეკლესიო ჰიმნების შესრულება უკუნაჩვენებია ჯგუფური სამუშაო, ყვავილების კრეფა, ხეების მოჭრა.
კარგია ძაფის დართვა, ტყეში სეირნობა. თუ წინა ღამეს აწეწილი ძაფი ან თმები გესიზმრათ, იმის მაუწყებელია, რომ ჩანაფიქრზე ხელი უნდა აიღოთ.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია ჯგუფური სამუშაოებისთვის. სხვა მხრივ ნეიტრალურია.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადებები მძიმე იქნება.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
რაღაც საიდუმლოს ატარებენ, რომელშიც შესაძლოა თავადაც ვერ გარკვეულან. სასურველია თითოეულმა მათგანმა ინტუიციის დახმარებით ამოხსნას ეს საიდუმლო. ამ დღეს დაბადებულთა მთავარი ნაკლია ეგოიზმი, თუმცა იგი ამ შემთხვევაში თავდაცვის მიზნით აღმოცენდება.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
საგვარეულოს დაბადების დღეა. შესაძლოა თქვენს ოჯახში დაბრუნდეს რომელიმე გარდაცვლილი წინაპრის სული. დაიბადება ნაზი ბავშვი. თუმცა შესაძლოა გაიზარდოს ზარმაცი.
მედიტაცია:
ხმა.
მთვარე იმყოფება ,,მერწყულის'' ზოდიაქოში 21.12-ის 6.29 სთ,მდე. 23.12-ის 18.42 სთ.მდე მოქმედებს.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ტყუპების და სასწორის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება ვერძის და მშვილდოსნის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ, შესაძლოა, სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კირჩხიბის და ქალწულის ნიშნებს.
საქმეში წარმატება, მაგრამ, შესაძლოა, სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კირჩხიბის და ქალწულის ნიშნებს.
მერწყულის და ლომს ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
თხის რქის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თევზების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კუროს და მორიელის ზოდიაქოსთვის.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თევზების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კუროს და მორიელის ზოდიაქოსთვის.
დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: 21 დეკემბერი დადებითი და წარმატების მომტანი დღეა. კრიტიკული იქნება საღამოს საათები.
(21 სთ,თან ახლოს საათები, მთვარის და აგრესორი პლანეტა მარსის კვადრატურის, უარყოფითი ვიბრაციების გამო მოსალოდნელია მომეტებული აგრესიის, ტრავმების და ავარიების სტატისტიკა მსოფლიო მაშტაბით.
(საათები მითითებულია სქართველოს ადგილობრივი დროით.)
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
facebook: beso beciashvili
skype: asyrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий