воскресенье, 24 декабря 2017 г.

24. დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2017 წელი.



თვარის მე-7 დღე 
მოქმედებს 24 დეკემბერს.
სიმბოლური შესატყვისება:
ტყუპების მე-13 და 22- გრადუსები.
სიმბოლო:
მამალი, ქარის სქემა (მეტეროლოგიური ხელსაწყო, სადაც ქარის მიმართულების აღნიშვნა ხდება).
მოქმედება:
გამოღვიძება.
სახელწოდება:
კაიუ, ეოლ ხრაოშ, მამალი.
ამ დღეს არ შეიძლება ცრუობა, თუ არ შეგიძლია იმუშაო ვერბალურად, უკეთესია გაჩერდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ფილტვები დაგიავადდეთ. წიგნებზე ზრუნვისა და ჩანაწერების გაკეთების დღეა. უნდა შესრულდეს ასანები, ხელებზე სწორად ლაპარაკზე ვარჯიში (პარაზიტი სიტყვებისაგან გათავისუფლება) სასურველია თუ ამ დღეს რაიმე თავგადასავალი მოხდება. არ შეიძლება ქათმის ხორცის და კვერცხის ჭამა, ჭურჭლის გატეხვა. არ არის კარგი წიგნებისა და წერილების, ქაღალდის დახევა.
ყველაფერი რაც კი ითქმება, ახდება. ნაკლები ვილაპარაკოთ.
სიზმრები ცხადდება. წინასწარმეტყველური სიზმრებია.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია ნივთების შეძენა. კარგია დაქორწინება.
მისტიური ზეგავლენა:
სტიქიებზე, ბუნებაში არსებულ სულებზე მუშაობის დღეა. ლოცვის და ვერბალური მაგიის დღეა. იგი დაკავშირებულია ლოცვის უფრო ღრმა გამოყენებაზე, ვიდრე მე-4 დღეს.
სოციალური ზეგავლენა:
აქტიური, იღბლიანი, უიღბლოა დამნაშავეთათვის. დღე, როდესაც სერიოზული პროვოკაციები მიდის დანაშაულებამდე.
ძალიან ცუდია სიზმარში მებრძოლი მამლის ნახვა. ეს სწრაფი კატასტროფის ნიშანია. თვით პიროვნებაზე ანდა მის ახლობლებზე.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ყურადღება უნდა მიექცეს ფილტვებს, რამდენადაც ამ დღეს ძალიან ადვილია გაცივება. წარმატებული იქნება ამ დღეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია. ძალზე არასაკეთილდღეოა კბილის ამოსაღებად.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ზედაპირულები არიან. ჭორების მაძიებელნი, ფიზიკურად ძლიერები არიან და კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
თქვენი ბავშვი სამართლიანობის დამცველი იქნება. შესაძლოა გახდეს ორატორი, ექიმი, სწავლული, აქტიური და ჯანმრთელი ადამიანი, თუ არ იქნება მატყუარა. ამ დღეს ჩასახულებს ელით მოგზაურობები, ხანდახან გზაში საშიშროებით.
მედიტაცია:

სუნთქვა.
22 დეკემბრიდან 20 იანვრამდე  მზე იმყოფება ,,თხის რქის'' ზოდიაქოში.
 აღნიშნული პერიოდი დადებითი იქნება, პირველ რიგში, კუროს და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით  დაბადებული პიროვნებებისათვის. 
ზომიერი წარმატება ექნებათ თევზების და მორიელის ნიშნებს. 
საქმეში წინსვლა, მაგრამ შესაძლოა სუსტი ჯანმდთელობა ექნებათ ტყუპების და ლომის ნიშნებს.
მშვილდოსნის ნიშნით  დაბადებულებისთვის აღნიშნული პერიოდი დადებითი იქნება. თავად თხის რქის ნიშით დაბადებულებმა, ასტროლოგიური უძველესი კანონის მიხედვით, დაბადების დღემდე დარჩენილი ერთი კვირა და ,განსაკუთრებით, ბოლო სამი დღე, აუცილებელია მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ ურთიერთობებში, საქმეში. დაბადების დღის საღამოს და მეორე დღიდან შემდგომი პერიოდი წარმატებული იქნება მათთვისაც.
კირჩხიბის ნიშნით დაბადებულებისთვის, აღნიშნული პერიოდი შესაძლოა აღინიშნოს დაპირისპირებით, საკუთარი პოზიციის განმტკიცებისათვის ბრძოლით.
მერწყულის ნიშნით დაბადებულებისთვის ეს პერიოდი ზოგადად  დადებითი იქნება.
სუსტად კრიტიკულია აღნიშნული ,,თხის რქის'' პერიოდი ვერძის და სასწორის ზოდიქოს ნიშნით დაბადებულებისთვის.

მთვარე იმყოფება ,,თებზების'' ზოდიაქოში    23.12-ის 18.42 სთ.დან  26.12-ის 4.27 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში კირცხიბის და ორიელის  ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება  კუროს  და თხის რქის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ, შესაძლოა, სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ლომის და  სასწორის ნიშნებს.თევზების და ქალწუის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მერწყულის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  ვერძის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ტყუპების და მშვილდოსნის
 ზოდიაქოსთვის.

 დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: 24 დეკემბერი დადებიღი დღეა, განსაკუთრებით დღია პირბელი ნახევარი. 
(საათები  მითითებულია სქართველოს ადგილობრივი  დროით.)
პატივისცემით ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი 
 facebook: beso beciashvili
skype: asyrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий