суббота, 30 декабря 2017 г.

30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2017 წელი.


მთვარის მე-13 დღე 
30.12-ის 15.30 სთ.დან 16.19 სთ.მდე მოქმედებს. 31.12-ის 

სიმბოლური შესატყვისება:
ლომის 25- და ქალწულის მე-6 გრადუსები.
სიმბოლო:
ბორბალი (გველი, რომელიც თავის კუდს კბენს) შუაში სვასტიკით. სვასტიკა სარკისებურია”, ის თითქოს ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით.
მოქმედება:
იმედი.
სახელწოდება:
ბორბალი, გველი, რომელიც თავის კუდს კბენს.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
შესანიშნავი დღეა სწავლისათვის, საჭმლის მოსამზადებლად, პურის გამოსაცხობად, არ არის ცუდი შენაძენისათვის, დაგროვების, საოჯახო ნივთების დასამზადებლად. ცუდია დიდი საქმეებისა და მოგზაურობისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
მაგიური დღეა, ინფორმაციის დაგროვების, მრგვალი თილისმების დამზადების, ძაფის დართვის, კონტაქტების ორგანიზების, სწავლის, წარსულის კორექციის, კარმაზე მუშაობის დღეა.
კარგი პერიოდია ჯგუფური კონტაქტებისათვის, სწავლისათვის. ამ დღეს პური უნდა გამოაცხოთ.
სოციალური ზეგავლენა:
კარგი დღეა. განსაკუთრებით ჯგუფური სამუშაოსათვის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ავადმყოფობები საშიშია, მაგრამ ამ დღეს შესანიშნავად მოქმედებს წამლები, კოსმეტიკური საშუალებები. მიდის გაახალგაზრდავების პროცესები. საჭიროა კუჭის დატვირთვა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
არიან იდეალური მოსწავლეები, მისტიკოსები. ამ დღეს დაბადებული ადამიანი ეს არის გველი, რომელიც თავის კუდს კბენს. ეს ადამიანია, რომელიც ფეხს უწყობს დროს, კონტაქტში შედის სხვა სამყაროსთან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ბედნიერი ანდა უბედური შემთხვვა ამ ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ფორტუნას ჭირვეულობა და კარმის კანონები მასზე ყოველთვის მთლიანად განხორციელდება. გრძელი სიცოცხლის გზა ექნება. გარემოებიდან გამომდინარე ან თავისუფალი იქნება, ანდა მთლიანად დამოკიდებული.
მედიტაცია:
მზის გამოსახულებიანი სვასტიკა.

მთვარე იმყოფება ,,ტყუპების'' ზოდიაქოში    30.12-ის 12.32 სთ.დან  1.01-ის 12.10 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში სასწორის და მერწყულის  ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება  ლომის  და ვერძის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ, შესაძლოა, სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მორიელის და  თხის რქის ნიშნებს.
ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კუროს ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ქალწულის და თევზების
 ზოდიაქოსთვის.

 დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: 30 დეკემბერი დადებითი და წარმატების მომტანი დღეა.
(საათები  მითითებულია სქართველოს ადგილობრივი  დროით.)
პატივისცემით ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი 
 facebook: beso beciashvili
skype: asyrokonsultant


Комментариев нет:

Отправить комментарий