воскресенье, 21 января 2018 г.

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2018 წელი.


მთვარის მე-6 დღე
21.01-ის 10.44 სთ.დან 22.01-ის 11.14 სთ.მდე მოქმედებს.
იგი წინ უსწრებს მთავრის პირველ მეოთხედს

სიმბოლური შესატყვისება:
ტყუპების 1-ლი და მე-12 გრადუსები.
სიმბოლო:
ღრუბლები, წერო (სიმბოლიზირდება პასიურ ქალურ საწყისთან).
მოქმედება:
შეწყალება.
სახელწოდება:
პრანა, ცისარტყელა, წერო.

ეს კოსმიური ენერგიის შთანთქმის და ათვისების, წინასწარმეტყველებისა და აზრების გადაცემის პერიოდია. ამ დღეს მუშაობა ხდება სიტყვებზე. მეცადინეობენ პრანაიამაში. რეკომენდებულია აგრეთვე სხვადასხვა სუნებზე მუშაობა, რამდენადაც მხოლოდ ზედა სასუნთქ გზებში და აგრეთვე ფილტვების ზედა ნაწილში ხდება კოსმიური ენერგიის პრანას ტრანსფორმაცია. ეს სიყვარულისა და შეწყალების დღეა. იგი შეგახსენებთ პატიებას.
ძველ დროში ამ დღეს ღრუბლებზე მკითხაობდნენ. თუ ცა მოწმენდილია, ანდა მთლიანად ღრუბლებითაა დაფარული ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროში არ არის ჰარმონია. კარგია ღრუბლების ყურება, მელოდიური ხმების მოსმენა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია ჯგუფური საქმიანობისათვის, იპოვით დაკარგულ და მოპარულ ნივთებს. სიზმრები აცხადდება. უკეთესია თუ მათზე არ უამბობთ არავის.
მისტიური ზეგავლენა:
კოსმიური ენერგიის შთანთქმისა და შეთვისების, წინასწარმეტყველების, აზრების გადაცემის, პრანაიამაში მეცადინეობის პერიოდია.
სოციალური ზეგავლენა:
ბედნიერი დღეა, წარმატებულია სამეცნიერო კვლევისათვის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ავადმყოფები სწრაფად გამოჯამრთელდებიან. უნდა იმუშაოთ ბრონქებზე, ზედა სასუნთქ გზებზე. კარგია სასუნთქი გზების მკურნალობა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
კოსმიური ენერგიის გამტარები, ტრანსფორმატორები არიან. ხშირად დღეგრძელები არიან. მქადაგებლები.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
მეოცნებე და მოგზაურის ხანგრძლივი ცხოვრება ელის. ამ დღეს ჩასახული ბავშვი იდეალის ძიებაში იქანება ეყვარება ბუნება.

მთვარე იმყოფება ,,თევზების'' ზოდიაქოში      20.01-ის 0.27 სთ.დან  22.01-ის 10.27-სთ.მდე

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში კირჩხიბის და მორიელის  ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება   კუროს და თხის რქის  ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ, შესაძლოა, სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ლომის და სასწორის ნიშნებს.
თევზების და ქალწულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მერწყულის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  ვერძის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ტყუპების და მშვილდოსნის
 ზოდიაქოსთვის.

 დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: 21 იანვარი დადებითი და წარმატების მომტანი დღეა; განსაკუთრებით დადებითია  ამ დღის მოეორე ნახევარი.
(საათები  მითითებულია სქართველოს ადგილობრივი  დროით.)
პატივისცემით ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი


Комментариев нет:

Отправить комментарий