среда, 31 января 2018 г.

31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2018 წელი.


მთვარის მე-15 დღე 31.01-ის 18.13 სთ,დან 1.02-ის 19.26 სთ,მდე. 
ზუსტი სავსე მთვარე იქნება  31.01-ის 17.26 სთ.ზეა.

სიმბოლური შესატყვისება:
ქალწულის მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
გველი, ტურა, უწმინდურთან მებრძოლი ადამიანი.
მოქმედება:
ცდუნება.
სახელწოდება:
გველი, ტურა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კრიტიკული დღეა. საქმეებს ყოველ წუთს შეიძლება შეექმნას დაბრკოლება. ცუდია სექსისა და ოჯახისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
გამოიყენეთ ასკეტიზმის ყველა ფორმა. სატანური დღეა. ამ დღეს შინაგანი გველი აქტიურდება ყველა ადამიანში, ამიტომ საჭიროა გამოვიყენოთ ასკეტიზმის ნებისმიერი ფორმა, რომ წმინდა დავრჩეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა ასტრალი. სასარგებლოა სამართლის დაცვა. სასარგებლოა ასკილის ჭამა, მახსოვრობის გასაუმჯობესებლად. საკვებად გამოდგება როგორც ცხარე, ასევე ცხელი, სამარხო საჭმელები. რეკომენდებულია იაპონური სამზარეულო. არ შეიძლება ვაშლი (ძალიან ინური ენერგიისაა).
მე-15 დღის სიზმარი წინასწარმეტყველურია. ამ დღეს დავა ცუდი ნიშანია.  კარგია ძაღლი, თუნდაც იყეფებოდეს.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია. ცდუნებების, მოტყუების ილუზიების და ცოდვების დღეა. არ ილანძღოთ. არ მიიღოთ საჩუქრები.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს უკეთესია ავად არ გახდეთ. გადატვირთულია ჰორმონალური და რეგულატორული ფუნქციები. ისტერიულობა, ფობიები, ტრავმის საშიშროება. ყურადღება მიაქციეთ კუჭქვეშა ჯირკვალს, დიაფრაგმას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
გველის ნატურისანი არიან (სავსევმთვარობა). ჯანმრთელობა კარგი აქვთ, დაჯილდოებული არიან დიდი ნიჭით. დღეგრძელები, თუმცა საკუთარი თავის წყალობით საკმაოდ უბედურები. გადაჭარბებული ვნებიანები, ზოგჯერ გიჟურად. ცუდად სწავლობენ. ყველა ასტრალურ ცდუნებებს ადვილად ემორჩილებიან, რადგან ასტრალური გველის გავლენის ქვეშ არიან დაბადებულები. მათთვის უცხო არაა არანაირი ხორციელი ცდუნება.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კრიტიკული დღეა ჩასახვისათვის. სიყვარული და სიძულვილი დაიპყრობს თქვენს ბავშვს. სიბოროტის მტერი იქნება. იგრძნობს მიწიერი და ზეციური ძალების მხარდაჭერას. უცოდველი არსებიდან ცხოვრება მებრძოლს ჩამოაყალიბებს. მის სულს თანაგრძნობის უნარი ექნება.
მედიტაცია:

სიჩუმე, სიცარიელე.
მთვარე იმყოფება ,,ლომის'' ზოდიაქოში         30.01-ის 22.53 სთ.დან 1.02-ის 23.13 სთ.მდე

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მშვილდოანის და ვერძის  ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება   სასწორის და ტყუპების  ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ, შესაძლოა, სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თხის რქის და თევზების ნიშნებს.
ლომის და მერწყულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მორიელის  და კუროს
 ზოდიაქოსთვის.

 დღის ასტროლოგიური პროგნოზი:  31 იანვრის 17.26 სთ.ზე სრული სავსე მთვარის დადგომაა, რომელიც აღინიშნება სრული მთვარის დავნელებტ. ასეთ მოვლენას ყოველთვის თან ახლავს რთული გეომაგნიტურობა და სტიქიური ანიმალიები თუ, ადამიანების აგრესიულობა. 31 იანვარი ძლიერ კრიტიკული დღეა, ამიტომ უნდა ვეცადოთ ნაკლები ვიმგზავროთ ავტომანქანით, აუცილებლობის გარდა. არ მივიგოთ ალკოჰოლი და არ ვიყოთ კონფლიქტურები, რაც, შესაძლოა გადაიზარდოს მკვეთრ აგრესიაში.
განსაკუთრებით ყურადღება უნდა მივაქციოთ ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ადამიანებთან ურთიერთობას და ჯანმრთელობის პროფილაქტიკას. განსაკუთრებით გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას.
(მთვარის და პლანეტა იუპიტერის ტრიგონი-დადებითი ასპექტის ზემოქმედება)
(საათები  მითითებულია სქართველოს ადგილობრივი  დროით.)
პატივისცემით ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი

facebook: beso beciashvili
skype:astrokonsultant

www.astrokonsultant.blogspot.com .

Комментариев нет:

Отправить комментарий