понедельник, 12 февраля 2018 г.

13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი, 2018 წელი.


მთვარის 28- დღე 
სიმბოლური შესატყვისება:
მზე. მერწყულის 25- და თევზების მე-6 გრადუსებს.
სიმბოლო:
ლოტოსი.
მოქმედება:
წყალობა.
სახელწოდება:
ლოტოსი.
სიკეთის მომცემი მზის დღეა, სადაც შესაძლოა სულიერი ხილვა მოხდეს. ამ დღეს სულის აღქმა მიმდინარეობს. ადამიანი ძილში, ანდა მედიტაციის დროს შეიცნობს თავის წინა დაბადებებს. უმაღლეს ჭეშმარიტებებს შეიცნობს. სულიერების ამაღლების პერიოდია. ყველა ჩაკრისა და მათზე მუშაობის დღეა. განკუთვნილია ძილში წინასწარმეტყველურ სიზმრებზე მუშაობისთვის და ნათელხილვისთვის.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია დიდი საქმეებისთვის, შენაძენისთვის, წამოწყებებისთვის. ამ დღეს უნდა ეცადოთ ამაღლებულ ხასიათზე იყოთ, სულის სიღრმეში ჩაიხედოთ, აკონტროლოთ ემოციები. კარგია სასარგებლო მცენარეების დარგვა, კეთილი აზრების თესვა. არ შეიძლება ხეების მოჭრა, ყვავილების მოწყვეტა და ჩუქება.
ეს მიწიერი საქმეების დღეა.
მისტიური ზეგავლენა:
საჩუქრებისა და ნაპოვნების დღეა. ცნობიერებისა და ლოგიკის საიდუმლო სამალავებზე მუშაობის დღეა. სიზმრებზე მუშაობის დღეა.
სოციალური ზეგავლენა:
ძალიან სასიკეთოა, განსაკუთრებით თუ კარგ ხასიათზე ხართ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
რეკომენდებულია წვენებით შიმშილობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს თვალების გაფრთხილება. უკეთესია ნაკლები იკითხოთ და არ გადაიღალოთ.
დაავადებები რთულია, განსაკუთრებით მოხუცებისთვის. უნდა გაუფრთხილდეთ თავს, თავის ტვინს, აუცილებელია აკონტროლოთ არტერიული წნევა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
-
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ბავშვი ნებისმიერ საქმეს წარმატებით გაართმევს თავს. მთელი სამყარო მას ეკუთვნის. სიმშვიდე და სიხარული, თვითშეგნება და სამყაროს საიდუმლოების შეცნობის სიხარული აავსებს მის გულს. ცისა და მიწის საიდუმლობებები მუდამ მასთან იქნება. თუმცაღა, არსებობს სიზარმაცის საშიშროება.
მედიტაცია:

იდეალები, სანთელი.
მთვარე იმყოფება ,,თხის რქის'' ზოდიაქოში        11.02-ის 6.19 სთ. დან  13.02-ის 19.12 სთ.მდე

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში კუროს და ქალწულის   ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება   თევზების და მორიელის  ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ, შესაძლოა, სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ტყუპების და ლომის ნიშნებს.
თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
 მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  ვერძის  და სასწორის
 ზოდიაქოსთვის.

 დღის ასტროლოგიური პროგნოზი: 13 თებერვალი ნეიტრალური დღეა,  წარმატების მომტანი იქნება დღის მეორე ნახევარი.
პატივისცემით ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი

facebook: beso beciashvili
skype:astrokonsultant
www.astrokonsultant.blogspot.com .

Комментариев нет:

Отправить комментарий