вторник, 13 марта 2018 г.

14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი, 2018 წელს.



მთვარის 27- დღე 

სიმბოლური შესატყვისება:
მერწყულის მე-13 და 24- გრადუსები.
სიმბოლო:
სამკაპა, კვერთხი.
მოქმედება:
ძიება.
სახელწოდება:
სამკაპა, კვერთხი.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია საზღვაო მოგზაურობისთვის. ეცადეთ არ ჩაიხედოთ სარკეში.
სასურველი ამ დღეს გაისტუმროთ ვალები.
მისტიური ზეგავლენა:
საიდუმლო ცოდნის დაგროვების დღეა. არ იყუროთ სარკეში. რეკომენდებულია მედიტაცია, რადგანაც ამ დღეს შესაძლებელია ინტუიციური ხილვა მოჰყვეს.
სოციალური ზეგავლენა:
ნეპტუნის დღეა, სადაც გათამაშდება მთელი მისი მისტერიები. დაკავშირებულია წყალთან და საზღვაო მოგზაურობებთან. საიდუმლო ცოდნასთან.
სამედიცინო თვალსაზრისით:
-
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ცხოვრობენ მუდმივ ორჭოფობასა და მერყეობაში. ესენი არიან მოგზაურები, მუდმივად შემეცნებას მოწყურებულები, მაწანწალები, მისტიკოსები, ფანტაზიორები, მკურნალები (ნეპტუნი განაგებს წამლებს); მაღალი სულიერების დონეზე მდგარი ადამიანები იდეალური სიყვარულის მატარებლები არიან. დაბალზე ლოთები, ნარკომანები. 27- დღეს დაბადებულთა წინაშე დგას ამოცანა დაეუფლონ მედიტაციას, კოსმოსის შესაცნობად, მაგრამ მათ დიდი ნებისმოყოფა დასჭირდებათ, რომ გაცხრილონ მდარე სამყარო. ამ გზის გავლაში მათ ვერბალური მაგია, თეთრი მაგია და ლოცვები დაეხმარებათ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
თუ თქვენ კეთილი და თბილი ადამიანი ხართ, ამ დღეს ჩასახული ბავშვი თქვენ დაგემსგავსებათ. ის შესაძლოა ავად გახდეს უცნაური ავადმყოფობით, მიდრეკილება ჰქონდეს ინფექციებისაკენ, მაგრამ რაღაც ძალები ყოველთვის დაიფარავენ მას. მომავალში თქვენი შვილის ცხოვრებაში ახლობლებზე ზრუნვას დიდი ადგილი დაეთმობა. მისგან კეთილი ადამიანი დადგება, მაგრამ ბოროტად ნუ გამოიყენებთ მის მოთმინებას, რადგან მომთმენი და მორჩილი შესაძლოა დამსჯელ, შეშლილ არსებად იქცეს.
მედიტაცია:
-
მთვარე იმყოფება ,,მერწყულის'' ზოდიაქოში   13.03-ის 3.43 სთ.დან 15.03-ის 14.12 სთ.მდე





აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ტყუპების და სასწორის   ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება  ვერძის და მშვილდოსნის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კირჩხიბის და ქალწულის ნიშნებს.
მერწყულის და ლომის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
 თხის რქის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება თევზების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  კუროს  და  მორიელის
 ზოდიაქოსთვის.

 დღის  ასტროლოგიური პროგნოზი: 14 მარტი სუსტად დადებითი დღეა. კრიტიკულია საღამოს 21 საათის შემდგომი პერიოდი..

მინაწერი: საათები მოყვანილია საქართველოს აგილობრივი დროით. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა პიროვნებებმა პროგნოზში მოყვანილი საათები უნდა გაითვალისწინონ  ადგილობრივ დროზე საათის გადაყვანის შემდგომ.
პატივისცემით ასტროლოგი  ბესო ბეციაშვილი
მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili
skype:astrokonsultant 

Комментариев нет:

Отправить комментарий